მიხეილ ყაველაშვილი „ჯარის ბანაკის“ გახსნაზე: მამული, ენა სარწმუნოება, ჩვენი წინაპრები ამას ეწირებოდნენ - წარმოუდგენელია და შეუძლებელია თავისუფლება ამ ტრიადის გარეშე

„მამული, ენა სარწმუნოება, ჩვენი წინაპრები ამას ეწირებოდნენ - წარმოუდგენელია და შეუძლებელია თავისუფლება ამ ტრიადის გარეშე“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა „ჯარის ბანაკის“ გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ქვეყნის მთავარსარდალმა ღონისძიებაზე ახალგაზრდებს მიმართა, რომ პროექტის ფარგლებში მათ მიეცემათ ეროვნული სამხედრო ფორმის ჩაცმის შესაძლებლობა.
მისივე თქმით, ამაზე დიდი სიამაყე ქართველისთვის არ არსებობს.
„თქვენ ახლა უნდა აირჩიოთ პროფესიები და უნდა იყოთ წარმატებულები, დარწმუნებული ვარ იქნებით კიდეც. ის რომ დღეს ჩვენ დამოუკიდებლები ვართ, ის რომ დღეს ეს ტრიადა გვაქვს - მამული, ენა, სარწმუნოება, ჩვენი წინაპრების დამსახურებაა, ისინი სწორედ მის დაცვას ეწირებოდნენ.
წარმოუდგენელია და შეუძლებელია თავისუფლება ამ ტრიადის გარეშე, სამშობლოს გარეშე და მინდა დაიმახსოვროთ, რომ თქვენი პროფესიის არჩევის დროს, როცა იქნებით წარმატებული პროფესიონალები თქვენს დარგში, აუცილებლად სამშობლოსთან ერთად უნდა იყოს ეს ყველაფერი, სამშობლო თან უნდა გდევდეთ სულ, მუდმივად, ნებისმიერ თქვენს პროფესიაში და წარმატებაში. სხვანაირად შეუძლებელია. არ არსებობს თავისუფლება, მით უმეტეს ქართველისთვის, სამშობლოს გარეშე.
ამ ნაწილში, სწორედ „ჯარის ბანაკი“ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი ჯარის, თავდაცვის ნაწილის წარმომადგენლები სწორედ ამას გაზიარებენ, როგორი სულისკვეთებაა, როგორი პატრიოტიზმია და რას ნიშნავს იყო ქართველი ჯარისკაც. დღეს ხომ ვხედავთ, მე თავადაც ყოფილი სპორტსმენი ვარ, ჩვენი სპორტსმენები როგორ გვასახელებენ და რამხელა მნიშვნელობა აქვს თითოეული ჩვენგანის წარმატებას საქართველოსთვის, როგორი ამაყები ვართ, როდესაც სპორტსმენების ეროვნული ფორმით ვართ შემოსილნი. უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ჩაიცვათ სამხედრო ფორმა, ამაზე დიდი სიამაყე არ არსებობს, სწორედ ამას გაზიარებენ ჩვენი ძვირფასი თავდაცვის ძალების წარმომადგენლები“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
1750864771
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: კატასტროფაა, რომ ევროკავშირის დროშით, დღეს, სიძულვილი და ძალადობა ითესება
„კატასტროფაა, რომ ევროკავშირის დროშით, დღეს, სიძულვილი და ძალადობა ითესება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და იმ ვიდეოკადრებს ეხმაურება, სადა...
1750863101
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა: ძალიან კარგი ინიციატივა ჰქონდა დღეს პრემიერ-მინისტრს, ერთ-ერთი ისტორიულიც იმიტომ, რომ ჩვენ ბოლოდროინდელმა ლიბერალურმა ნარკოპოლიტიკამ სამწუხაროდ, შედეგი ვერ მოგვცა
ძალიან კარგი ინიციატივა ჰქონდა დღეს პრემიერ-მინისტრს,. მე ვიტყოდი, ერთ-ერთი ისტორიულიც იმიტომ, რომ ჩვენ ბოლოდროინდელმა ლიბერალურმა ნარკოპოლიტიკამ სამწუხაროდ, შედეგი ვერ მოგვცა, - განაცხადა დიასპორისა...
1750862245
ახალი ამბებისაკანონმდებლო ორგანომ პირველი მოსმენით განხილულ კანონპროექტებს კენჭი უყარა
პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, რამდენიმე კანონპროექტი და საკანონმდებლო პაკეტი დაჩქარებული წესით განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო. საკანონმდებლო ორგანომ 86 ხმით მიიღო „ზოგადი განათლების შესახებ“ კანო...
1750861417
ახალი ამბებინინო წილოსანი „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე: ჩვენს ქვეყანაშიც ძალიან დროული და შეიძლება ითქვას დაგვიანებულიც კი იყო ამ კანონის შემოღება
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის განცხადებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის მიღება დროულია, რადგან მავნე ოპოზიციური პარტიები სახელმწიფო ინსტიტუციების ჩამონგრევას ცდილობენ. მ...
1750859298
ახალი ამბებითურქეთი 2026 წლის ნატოს სამიტს უმასპინძლებს
2026 წლის ნატოს სამიტი თურქეთში გაიმართება, ხოლო შემდეგი - ალბანეთში. ამის შესახებ ჰააგაში ნატოს სამიტის დასკვნით დოკუმენტშია ნათქვამი. „მადლობას ვუხდით ნიდერლანდების სამეფოს დიდი სტუმართმოყვარეობისთვ...