მიხეილ ყაველაშვილი შეწყალებაზე: ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას და ვთავაზობ მათ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და თავიანთ ამომრჩეველს დაუმტკიცონ, რომ ღირსნი არიან, გაიმარჯვონ არჩევნებში

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში იმ მიზეზებზე ისაუბრა, რაც გახდა საფუძველი, რომ პატიმრობაში მყოფი პოლიტიკური პარტიების ლიდერებისთვის შეეთავაზებინა, გამოეყენებინათ შეწყალების ინსტრუმენტი, თუ ისინი განაცხადებდნენ წერილობით თანხმობას არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე.
მისი თქმით, ამ შეთავაზების მიზეზი იყო ის, რომ პოლიტიკურ პარტიებს ჰქონოდათ შესაძლებლობა, სრულყოფილად მომზადებულიყვნენ თვითმმართველობის არჩევნებისთვის.
„იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენდა სამწუხაროდ, ჩემმა წინამორბედმა ეს ინსტიტუტი გამოიყენა დისკრედიტაციისთვის და პოლარიზაციისთვის და დაარღვია კონსტიტუცია, დღიდან ჩემი არჩევისა, ჩემი პირველი განაცხადი იყო, რომ დავაბრუნებდი პრეზიდენტის ინსტიტუტს კონსტიტუციურ ჩარჩოებში. პრინციპში, ამ ეტაპისთვის, ეს გამომივიდა. მთავარი არის სახელმწიფოებრივი მიდგომა სახელმწიფოსთან მიმართებით, პატივისცემა და როცა სახელმწიფო მეთაური ხარ, მაგალითი უნდა იყო უბრალო მოქალაქის, რომ შენ თავად იქნები გარანტი კონსტიტუციის და არ დაარღვევ ამ კანონს.
იქიდან გამომდინარე, რომ გველოდება თვითმმართველობის არჩევნები და პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც განსაზღვრული აქვთ, რომ სრულყოფილად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, ყველა პასუხისმგებლობის მქონე ინსტიტუციების მოვალეობაა, რომ შევქმნათ შესაბამისი გარემო იმისთვის, რომ ჩატარდეს სრულყოფილი არჩევნები. იმ ძალების პოლიტიკური ლიდერები, რომლებზეც საზოგადოებამ იცის, რომ აპირებენ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, ამ ეტაპისთვის, სამართლიანად არიან გისოსებს მიღმა, - მათ დაარღვიეს კანონი და მოუწიათ პატიმრობა, მაგრამ მე ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას და ვთავაზობ მათ, რომ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და თავიანთ ამომრჩეველს, საზოგადოებას დაუმტკიცონ, რომ ისინი ღირსნი არიან, რომ გაიმარჯვონ არჩევნებში, რომ მათ არ ჰქონდეთ შეფერხება საარჩევნო პროცესში“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
1753375016
ახალი ამბებითვალჭრელიძის ქუჩაზე მცხოვრებლების ადვოკატი: კრედიტორის კეთილი ნებით, თვალჭრელიძის ქუჩაზე მცხოვრები ორი ოჯახი დაკმაყოფილდა ერთჯერადი კომპენსაციით
„კრედიტორის კეთილი ნებით, თვალჭრელიძის ქუჩაზე მცხოვრები ორი ოჯახი დაკმაყოფილდა ერთჯერადი კომპენსაციით“, - ამის შესახებ თვალჭრელიძის ქუჩაზე, ავარიულ კორპუსში მცხოვრებლების წარმომადგენელმა თეონა რობაქი...
1753374071
სპორტირევაზი მჭედლიშვილი ახალგაზრდებს შორის MMA-ს მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
აბუ-დაბიში შერეული საბრძოლო ხელოვნებების ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი გრძელდება. მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა რევაზ მჭედლიშვილმა(57 კგ). რევაზ მჭედლიშვილმა 4 მებრძოლი დაამარცხა და...
1753371170
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა შოთა რუსთაველის სახელობის პრემიისა და საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატები დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა შოთა რუსთაველის სახელობის პრემიისა და საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატები დააჯილდოვა, - ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „პ...
1753368799
ახალი ამბებიპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, გასაღების მცდელობის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, გასაღების მცდელობის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქ...
1753367155
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: 64-ვე მუნიციპალიტეტში რადიკალებს „ქართული ოცნებისგან“ მძიმე მარცხი ელოდებათ
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი მედიასთან აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე, რადიკალური ოპოზიცია 64-ვე მუნიციპალიტეტში დამარცხდება. „64-ვე...