მიხეილ ყაველაშვილი: ვმართავთ ქვეყანას ჩვენი ხალხის ლეგიტიმაციით და ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს

„ჩვენ ამ ეტაპისთვის გაძლიერებული ვართ, როგორც სახელმწიფო და ამას ხედავს ხალხი, რომ საქართველოს ხელისუფლება დღეს იქცევა საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემა „ღამის კურიერის“ ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამაც“ დაპირება დადო, რომ ის ყოველთვის იმოქმედებს ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე, რასაც დღემდე ერთგულად ასრულებს.
„ჩვენ ამ ეტაპისთვის გაძლიერებული ვართ, როგორც სახელმწიფო და ამას ხედავს ხალხი, რომ საქართველოს ხელისუფლება დღეს იქცევა საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ეს არის ნიშნული, სადაც ამის ქვემოთ აღარ ექნება არცერთ ხელისუფალს, რომ წამოვიდეს. იმიტომ, რომ ხალხი შეგნებით შეხვდა ამ ყველაფერს, გაიგო, რომ იძულებული იყო, რომ სხვანაირად მოქცეულიყო ხელისუფლება და ამ არჩევნებში ეს დამტკიცდა და კვლავ მისცეს მას შესაძლებლობა, რომ მართოს ქვეყანა. ეს არის საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ლეგიტიმაცია „ქართული ოცნებისთვის“, „ქართულმა ოცნებამაც“ დადო დაპირება, რომ ის ყოველთვის იმოქმედებს ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე და ეს არის ნიშნული. რადგან ვმართავთ ქვეყანას ჩვენი ხალხის ლეგიტიმაციით და ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ამის ზემოთ ჩვენ მზად ვართ, გავიაროთ ნებისმიერი საკითხი“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
1753375016
ახალი ამბებითვალჭრელიძის ქუჩაზე მცხოვრებლების ადვოკატი: კრედიტორის კეთილი ნებით, თვალჭრელიძის ქუჩაზე მცხოვრები ორი ოჯახი დაკმაყოფილდა ერთჯერადი კომპენსაციით
„კრედიტორის კეთილი ნებით, თვალჭრელიძის ქუჩაზე მცხოვრები ორი ოჯახი დაკმაყოფილდა ერთჯერადი კომპენსაციით“, - ამის შესახებ თვალჭრელიძის ქუჩაზე, ავარიულ კორპუსში მცხოვრებლების წარმომადგენელმა თეონა რობაქი...
1753374071
სპორტირევაზი მჭედლიშვილი ახალგაზრდებს შორის MMA-ს მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
აბუ-დაბიში შერეული საბრძოლო ხელოვნებების ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი გრძელდება. მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა რევაზ მჭედლიშვილმა(57 კგ). რევაზ მჭედლიშვილმა 4 მებრძოლი დაამარცხა და...
1753371170
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა შოთა რუსთაველის სახელობის პრემიისა და საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატები დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა შოთა რუსთაველის სახელობის პრემიისა და საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატები დააჯილდოვა, - ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „პ...
1753368799
ახალი ამბებიპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, გასაღების მცდელობის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, გასაღების მცდელობის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქ...
1753367155
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: 64-ვე მუნიციპალიტეტში რადიკალებს „ქართული ოცნებისგან“ მძიმე მარცხი ელოდებათ
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი მედიასთან აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე, რადიკალური ოპოზიცია 64-ვე მუნიციპალიტეტში დამარცხდება. „64-ვე...