ნათია თურნავამ BIS-ის ორგანიზებულ კონფერენციაში „ცენტრალური ბანკები გაციფრულებისა და ფრაგმენტაციის პერიოდში“ მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) 24-ე წლიურ კონფერენციაში „ცენტრალური ბანკები გაციფრულებისა და ფრაგმენტაციის პერიოდში“ მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სები ავრცელებს.
ბაზელში, BIS-ის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში გამართული კონფერენციის მთავარი თემა დიგიტალიზაციის და გლობალური ეკონომიკური ფრაგმენტაციის პირობებში ცენტრალური ბანკების როლის შესახებ მსჯელობა იყო.
პანელური დისკუსიის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ციფრული ფინანსების, ლიკვიდობის, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის საკითხები. იმსჯელეს ცენტრალური ბანკების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი, კრისტინ ლაგარდი.
ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ საქართველოს ჩართულობა მსგავსი მასშტაბის გლობალურ ფინანსურ დისკუსიებში მნიშვნელოვანია.
საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) 24-ე წლიურ კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანი ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები, მათ შორის, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარე ჯერომ პაუელი, ეკონომიკური ექსპერტები და საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკმა (BIS) წელს რიგით 95-ე შეხვედრას უმასპინძლა. 1930 წელს დაფუძნებული ბანკის სათავო ოფისი შვეიცარიაში, ბაზელში მდებარეობს. ეს ინსტიტუტი ფინანსური და მონეტარული სტაბილურობის მისაღწევად ცენტრალურ ბანკებსა და სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობს და მხოლოდ მათ ემსახურება.
1751294372
ახალი ამბებიზარქუა: ოპოზიცია შიმშილობს, რათა ოპოზიციას ხმა გააგონოს, ნონსენსია, ეს სიგიჟეა, წარმოიდგინეთ, ამათ ჰქონდათ ქვეყნის მართვაზე პრეტენზია
უკვე იმ დონეზე მივიდნენ, რომ ოპოზიცია შიმშილობს, რათა ოპოზიციას ხმა გააგონოს, ანუ, ერთმანეთს რომ გააგონონ ხმა. ეს ნონსენსია, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისი თქმი...
1751294288
საზოგადოებანათია მოდებაძე: მხოლოდ ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების პროგრამებია საკმარისი იმ მუშაობის შესაფასებლად, რომელსაც კახა კალაძე, პირადი გადაწყვეტილებებითა და მისი გუნდი დიდი ძალისხმევის შედეგად ახორციელებენ
კახა კალაძემ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური პოლიტიკის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების პრეზენტაცია წარადგინა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს წევრი ნათია მოდებაძე წერს. როგორც...
1751289905
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 30 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7227 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7236 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...
1751288883
ახალი ამბებიგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად გივი მიქანაძე დაინიშნა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად გივი მიქანაძე დაინიშნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. გივი მიქანაძე დღემდე პარლამენტის განათლებ...
1751288742
ახალი ამბებიპარლამენტის რიგგარეშე სესია 1-2 ივლისს გაიმართება
მიმდინარე კვირას პარლამენტის რიგგარეშე სესია გაიმართება. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რიგგარეშე სესიის მოწვევის თხოვნით მან საქართველოს პრეზიდენტს მიმართა. „საქართველოს პრე...