პაპუაშვილი გაბარდის განცხადებაზე: დადასტურდა, რომ ვინც არ მოგწონს, მისთვის „პრორუსულის“ იარლიყის მიწებება და ამაზე პარაზიტირება ერთი პროპაგანდისტული ხაზია, რომელსაც აშშ-ის ხელისუფლება „დიფ სთეითს“ უწოდებს

დადასტურდა, რომ ვინც არ მოგწონს, მისთვის „პრორუსულის“ და რაც არ მოგწონს, იმისთვის „რუსულის“ იარლიყის მიწებება და ამაზე პარაზიტირება ერთი ცენტრიდან მართული პროპაგანდისტული ხაზია, რომელსაც აშშ-ის ხელისუფლება „დიფ სთეითს“ უწოდებს, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ტულსი გაბარდის განცხადებას, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ დანაშაული „დიფ სთეითის“ დავალებით ჩაიდინეს, ამიტომ ის 2016 წლის არჩევნების დროს რუსეთის ჩარევის შესახებ ბრალდებების გამო ბარაკ ობამას და სხვა პიროვნებათა დასჯას ითხოვს.
შალვა პაპუაშვილის თქმით, „დადასტურდა, რომ სინამდვილეში არანაირი „ნაცური“, თუ „ენჯეოშნიკური“ პროპაგანდა არ არსებობს. ისინი მხოლოდ ერთი ცენტრიდან მართული და ერთი ყულაბიდან დაფინანსებული პროპაგანდისტების და სასარგებლო იდიოტების ქსელის ნაწილი არიან“.
„აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ „პრორუსულობის“ და „რუსული ჩარევის“ საუკუნის კონსპირაციის მხილება თავისი მნიშვნელობით და მასშტაბით, ალბათ, მხოლოდ USAID, NED, „ამერიკის ხმის“, „რადიო თავისუფლების“ და მსგავსი ორგანიზაციების სხვა ქვეყნების ასარევად გამოყენების მხილებას თუ შეედრება.
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა დეტალურად გაშიფრა, თუ როგორ იგეგმება და ხორციელდება „რუსულის“ კონსპირაციით ალქაჯების დევნა.
დადასტურდა, რომ ვინც არ მოგწონს, მისთვის „პრორუსულის“ და რაც არ მოგწონს, იმისთვის „რუსულის“ იარლიყის მიწებება და ამაზე პარაზიტირება, ერთი ცენტრიდან მართული პროპაგანდისტული ხაზია, რომელსაც აშშ-ის ხელისუფლება, გერმანიის ელჩისთვის უხსენებელ, „დიფ სთეითს“ უწოდებს.
დადასტურდა, რომ სინამდვილეში არანაირი „ნაცური“, თუ „ენჯეოშნიკური“ პროპაგანდა არ არსებობს. ისინი მხოლოდ ერთი ცენტრიდან მართული და ერთი ყულაბიდან დაფინანსებული პროპაგანდისტების და სასარგებლო იდიოტების ქსელის ნაწილი არიან, რომლის ერთადერთი ფუნქცია ინსტრუქციით მიღებული ნარატივების გავრცელებაა. ამიტომ მათთვის გარედან დაკრულ ტაშს, ყიჟინს და თანხის ჩარიცხვას მხოლოდ ერთი ფუნქცია აქვს, არ შედრკნენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ცრუ ნარატივების გავრცელებაში. იდეალური მონობაც ასეთი უნდა.
როგორც ერთ ყოფილ ელჩს უყვარდა თქმა, ფაქტია, რომ ტერმინების დონეზეც კი, „ერთი სახელმძღვანელოდან“ ამოკითხულივითაა პროპაგანდისტული მეთოდები, რომლებიც აშშ-ში და საქართველოში გამოიყენება. და რა ნიშანდობლივია, რომ სწორედ ის ყოფილი ელჩი იყო ტერმინის „რუსული კანონი“ ავტორი. დღეს, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელის მხილების შემდეგ, უკვე ღიად შეიძლება დასკვნის გაკეთება, თუ რა განზრახვის ნაწილი იყო იმ ელჩის მხრიდან ამ ყალბი ტერმინის შემოგდება.
აქვე, არც სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ დაგვავიწყდეს, რომელშიც მაშინ ჯერ კიდევ პრეზიდენტის თანამდებობაზე მყოფმა ჯერ „ქართული ოცნების“ გამარჯვებას უწოდა „რუსეთის ჩარევით“ გამარჯვება, შემდეგ კი 2016 წელს ტრამპის გამარჯვებაც „რუსეთის ჩარევით“ ახსნა. და როცა ჟურნალისტმა ჰკითხა, რამე ფაქტი თუ ჰქონდა ან ერთის, ან მეორეს დასადასტურებლად, ხელები გაშალა და თქვა, ფაქტი რად უნდა, ვიცი, რომ ასეაო. ის, რომ „დიფ სთეითის“ ამ ცრუ ნარატივის გამავრცელებელი სალომე ზურაბიშვილის მოკავშირე კონგრესმენი ჯო ვილსონია, ალბათ, ბევრ რამეზე მეტყველებს.
რა დასკვნა უნდა გამოიტანოს ქართულმა საზოგადოებამ ამ გებელსისეული კონსპირაციის - „რუსული...“, „პრორუსული...“, „არა რუსულ...“ - ჩამოშლის შემდეგ? ამ მართლაც საუკუნის მხილების მთელი სიკეთეც იმაშია, რომ ისევე, როგორც უცხოური გრანტების მავნე მიზნების მხილებისას იყო, აქაც ყველა დასკვნა უკვე გამოტანილია აშშ-ის ეროვნული დაზვერვის მიერ. კოდური სიტყვებიც - „რუსული...“, „პრორუსული...“, „არა რუსულ...“ - ცნობილია. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ დავაკვირდეთ „დიფ სთეითის“ დაქირავებული პროპაგანდისტების და სასარგებლო იდიოტების თვითლუსტრაციას.
დაბოლოს, ფაქტია, რომ „დიფ სთეითის“ სახით აშშ-სა და საქართველოს ერთი მტერი ჰყავს. ცნობილია ამ მტრის მიზნებიც, მეთოდებიც და ანატომიაც. ეს უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯია გამარჯვებისკენ“, - წერს შალვა პაპუაშვილი.
1753122867
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - „დიფ სთეითის“ ხელწერა ყველა ქვეყანაში უცვლელია - როდესაც გინდა, დისკრედიტებულად გამოიყვანო პოლიტიკური ძალა, რომელიც არ მოგწონს, მარტივად აწებებ პრორუსის იარლიყს
„დიფ სთეითის“ ხელწერა ყველა ქვეყანაში უცვლელია - როდესაც გინდა, დისკრედიტებულად გამოიყვანო პოლიტიკური ძალა, რომელიც არ მოგწონს, მარტივად აწებებ პრორუსის იარლიყს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტ...
1753119834
ახალი ამბებითბილისის მერია: გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ორხევის დასახლებაში სოციალური საცხოვრისიდან ოჯახები გამოყარეს და ღია ცის ქვეშ დატოვეს, არის ტყუილი
„ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაცია, თითქოს ორხევის დასახლებაში არსებული სოციალური საცხოვრისიდან იქ მცხოვრები ოჯახები „გამოყარეს და ისინი ღია ცის ქვეშ დატოვეს“, არის სრული ტყუილი,“ - ა...
1753117713
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი - ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში განვიხილეთ მნიშვნელოვანი მიმართულებები: ლოგისტიკა, ტრანსპორტი, ტურიზმი, ინვესტიციების ზრდა და თანამშრომლობა ენერგეტიკის სექტორში
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვთან, ასევე ტრანსპორტის მ...
1753116388
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ეს ოთხივე რადიკალური პარტია იმართება ერთი და იგივე ვერტიკალიდან, თუმცა თავისთავად მათ შიდა დაპირისპირება აქვთ, როგორც პარტიებს ერთმანეთში, ისე უშუალოდ ამ პარტიის წევრებსაც
„ეს ოთხივე რადიკალური პარტია იმართებიან ერთი და იგივე ვერტიკალიდან, თუმცა თავისთავად მათ შიდა დაპირისპირება აქვთ როგორც ამ ოთხ პარტიას ერთმანეთში, ისე უშუალოდ ამ პარტიის წევრებსაც,“ - აცხადებს პარლამე...
1753114344
ახალი ამბებიგარე განათების სამუშაოების გამო, თბილისის სამ გვირაბში საავტომობილო მოძრაობა იზღუდება
გარე განათების სამუშაოების გამო, თბილისის სამ გვირაბში საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში. განცხადების თანახმად, 22 ივლისს, 00:30 საათიდან 06:00...