პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტი აღკვეთა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მომზადების ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული შ.ნ. დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულის პირადი და ავტომობილის ჩხრეკისას, 23 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული შემდგომში გასაღების მიზნით, ნარკოტიკულ საშუალებას სხვადასხვა ადგილზე ათავსებდა, ფოტოებს უღებდა, შემდეგ კი შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით, ნარკოტიკული საშუალების შეძენით დაინტერესებულ პირებს უგზავნიდა.
სამართალდამცველების მიერ, ბრალდებულის მიერ მითითებული ლოკაციიდან, 6 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკია ამოღებული. პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ასევე ამოღებულია ელექტრო სასწორი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-260-ე ტერცია და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
1751363265
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, სულხან თამაზაშვილს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. აჭარის მ...
1751361005
ახალი ამბებიგია ვოლსკი: არ ვიცი, გულში რა აქვს ხოშტარიას, ან ფოფხაძეს, მაგრამ ფაქტია, რომ თავი გამოიჩინეს, გერმანიის ელჩიც ისტუმრეს, მაგრამ რეალურად არაფერი შეცვლილა
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ელენე ხოშტარიასა და გედევან ფოფხაძის მიერ შიმშილობის შეწყვეტის ფაქტს გამოეხმაურა. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, მათ თავი გამოიჩინეს, გერმანიის ელჩიც მიიღეს, მაგრა...
1751360096
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი ჟურნალისტს: ვინ გითხრათ თქვენ, რომ უცხო ქვეყნების ჯაშუშურ საქმიანობაზე რეაგირება არ არის?! ყველაფერი საჯარო კი არ ხდება, რასაც უსაფრთხოების სამსახური აკეთებს
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მუშაობაზე ისაუბრა. მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რატომ ვერ დაიჭირა ხელისუფლებამ 13-წლიანი მმართველობის პერიოდში საქართვე...
1751356881
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი გახარიაზე: შეიძლება ითქვას, რომ თვალის ჩაპაჭუნებაში გაქრა ეს ადამიანი, არ ვიცი რისი შეეშინდა
„შეიძლება ითქვას, რომ თვალის ჩაპაჭუნებაში გაქრა ეს ადამიანი. აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც იპარება, როდესაც ფიქრობს, რომ შეიძლება რაღაც გამოწვევები არსებობდეს. არ ვიცი რისი შეეშინდა“, - ამის შესახებ საქა...
1751355726
ახალი ამბებიკახა კალაძე: გაუგებარია, რა იყო მიზანი ელენე ხოშტარიას მიერ შიმშილობის ან დაწყების, ან შეწყვეტის
ოპოზიციის წარმომადგენელმა რომ შიმშილობა დაიწყო ოპოზიციის წინააღმდეგ ნონსენსია და მიუთითებს იმაზე, რა მდგომარეობაშია ოპოზიცია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის სა...