პრემიერ-მინისტრი იტალიასა და ყაზახეთში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იტალიისა და ყაზახეთის რესპუბლიკებში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მთავრობის მეთაურმა დიპლომატებს ახალ თანამდებობებზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე თამარ ლილუაშვილი დაინიშნა.
თამარ ლილუაშვილი ამ დრომდე უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას იკავებდა, მანამდე კი იყო საქართველოს ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში. მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება.
ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე კი ლევან დიასამიძე დაინიშნა.
ლევან დიასამიძეს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ და საკონსულო წარმომადგენლობებში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. იგი 2022 წლიდან დღემდე მოლდოვის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას იკავებდა.
1751537612
ახალი ამბებიდავით სონღულაშვილმა უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ანა მარია შიკოსთან დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით, გამოსამშვ...
1751535190
ახალი ამბებიგივი მიქანაძე: არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც სწორად და სამართლიანად აფასებენ იმ პროცესებს, რაც ჩატარებულ არჩევნებთან არის დაკავშირებული
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებით, არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ სიმართლეს, სამართლიანობას უჭერენ მხარს და აღიარებენ იმ სამართლიან არჩევნე...
1751534043
ახალი ამბებიმარიამ ლაშხი და გიორგი სოსიაშვილი საგამოცდო ცენტრებს ესტუმრნენ
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით, თბილისის 147-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენ...
1751532135
ახალი ამბები„ლივერპულისა“ და პორტუგალიის ნაკრების 28 წლის ფეხბურთელი დიოგო ჟოტა ავტოავარიის შედეგად დაიღუპა
პორტუგალიის ნაკრებისა და „ლივერპულის“ 28 წლის ფეხბურთელი დიოგო ჟოტა ავტოავარიის შედეგად დაიღუპა. ავტოსაგზაო შემთხვევა ესპანეთში, ქალაქ ზამორაში მოხდა. ცნობილ ფეხბურთელთან ერთად ასევე დაიღუპა მისი 26 წ...
1751531771
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: უცხოეთიდან თითქოს საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები კეთდება, მაგრამ დოკუმენტებზე როცა მიდგება საქმე, ძალიან ერიდებიან ოკუპაციის ხსენებას და დოკუმენტებში შეტანას
ვხედავთ ხოლმე, თითქოს უცხოეთიდან საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები კეთდება, მაგრამ რეალურად, დოკუმენტებზე როცა მიდგება საქმე, ძალიან ერიდებიან ოკუპაციის ხსენებას და ოფიციალურ დოკუმენტებში შეტანას....