მიხეილ სარჯველაძე: საზოგადოებასაც კი უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ მათთვის, საზოგადოების თითოეული წევრისთვის სასიკეთო რამ ხდება, როდესაც კონკრეტული ნარკომოვაჭრე აღმოჩნდება გისოსებს მიღმა

 მოხარული ვარ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მთავარი სათქმელი, მთავარი იმპულსი რომელიც წამოვიდა, ეს გახლავთ ერთი რამ - ნარკოტიკის მოხმარება არ არის კარგი, ნარკოტიკის მოხმარება არ არის ნორმა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

მისივე თქმით, ნარკოტიკის მოხმარებას არ შეიძლება შევეგუოთ.

„ეს არის ის, რასაც უნდა ვებრძოლოთ. ამ ბრძოლის ინსტრუმენტად გამოიყენებ იქ, სადაც ნარკოტიკით ვაჭრობაა. კი, რა თქმა უნდა, ეს არის კრიმინალური აქტი. ამასთან სამართალდამცავი სტრუქტურა შეუბრალებელი უნდა იყოს. აქაც იგივე ამბავია, რომ არ ვერჩი ნარკომომხმარებელს, მაგრამ ვერჩი ადამიანს, რომელიც ცდილობს ამაზე ხელი მოითბოს. ნარკომოვაჭრეს, რომელსაც, რა თქმა უნდა, ინტერესი აქვს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ებმებოდეს მის ქსელში. ამიტომ, ამას ბუნებრივია, რომ ვებრძვით. კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც საქმე გვაქვს კრიმინალურ აქტთან, ამას, ბუნებრივია რომ ესაჭიროება ძალიან მკაცრი მიდგომა სახელმწიფოს მხრიდან და ამას აკეთებს სახელმწიფო საბედნიეროდ დღეს. ამას უწყვეტად აკეთებდა და გახსოვთ წლების განმავლობაში არ წყდებოდა იგივე ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ გარკვეული აქტივობები და ა.შ. თუმცა, ამას სჭირდება ყურადღების მეტად მობილიზება. მათ შორის, საზოგადოებასაც კი უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ მათთვის, საზოგადოების თითოეული წევრისთვის სასიკეთო რამ ხდება, როდესაც კონკრეტული ნარკომოვაჭრე აღმოჩნდება გისოსებს მიღმა.

ყველა მხრიდან შეტევა არის ჩვენი მორალური პოლიტიკური პასუხისმგებლობა. გნებავთ, სამართლებრივიც იმიტომ, რომ საზოგადოებისთვის ეს არის დიდი რისკის მატარებელი, დიდი საფრთხეა. ძალიან დიდი ზიანი შეუძლია მოიტანოს. ეს აღიარებულია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს არ არის ახალი და ორიგინალური რამ, რასაც ვამბობთ, მაგრამ შეტევა სჭირდება იმას, რომ რაც შეიძლება მცირე იყოს მასშტაბი. აქ, ამ შემთხვევაში ვითომ, ფსევდოსაც აღარ ვიტყვი, ვითომ ლიბერალური მიდგომების გამო, აზრის მიწოდება საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით ეს ეხება ახალგაზრდა თაობას, რომ თითქოს ამაში რაიმე რომანტიკულია, თითქოს ამაში თავისუფლების ჟესტია და ა.შ. ეს არის დიდი, მტკნარი ტყუილი“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751526399

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს თქვენს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ეტაპი იწყება, გისურვებთ წარმატებას და ყველა მიზნის მიღწევას ამ ახალ და საინტერესო გზაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში წარმატებებს უსურვებს. როგორც პრემიერი აღნიშნავს, საქართველოს მომავალი, წინსვლა და კეთილდღეობა მხოლოდ განათლებულ საზ...

ირაკლი კობახიძე

1751524563

ახალი ამბები

პრეზიდენტი: ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ეტაპი დაიწყო, გისურვებთ წარმატებებს გამოცდების ყველა ეტაპზე!

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აბიტურიენტებს მიმართავს და მათ წარმატებას უსურვებს. „ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ეტაპი და...

პრეზიდენტი ყაველაშვილი

1751523481

ახალი ამბები

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში გაივლიან. პირველ სესიაზე რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილ 24-ვე საგამოცდო ცენტრში ე...

დსფს

1751490029

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტებისთვის მკურნალობის დაფინანსებაზე: მიუხედავად იმისა, რომ ხარჯი დიდია, საბედნიეროდ დღეს ჩვენს სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა, რომ ასეთი გაბედული ნაბიჯები გადადგას

 ჯანდაცვის სამინისტრომ, გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტებისთვის, მედიკამენტების, მომსახურებისა და მაღალტექნოლოგიური კვლევების დაფინანსება დაიწყო. პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფომ, წამყვანი ფარ...

მიხეილ სარჯველაძე

1751486615

საზოგადოება

ნიკოლოზ სამხარაძე: ვხედავთ, რომ ეუთო ეგზისტენციალურ კრიზისშია - ეუთომ ვერ შეძლო საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის თავიდან აცილება

სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ეუთო ეგზისტენციალურ კრიზისშია - ეუთომ ვერ შეძლო საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის თავიდან აცილება, ის ვერ არეგულირებს სხვა კონფლიქტებს, - განაც...

ნიკოლოზ სამხარაძე