ნიკოლოზ სამხარაძე: ვხედავთ, რომ ეუთო ეგზისტენციალურ კრიზისშია - ეუთომ ვერ შეძლო საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის თავიდან აცილება

სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ეუთო ეგზისტენციალურ კრიზისშია - ეუთომ ვერ შეძლო საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის თავიდან აცილება, ის ვერ არეგულირებს სხვა კონფლიქტებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოში გამართული დებატებისას.

„სიტყვით გამოსვლა მინდა დავიწყო ასამბლეის მიმავალი პრეზიდენტისთვის, ქალბატონ პია კაუმასთვის მადლობის გადახდით მისი ლიდერობისა და გარე თუ შიდა წნეხის გაძლების უნარისთვის. მინდა შევაქო ის რთული პერიოდის დაძლევისთვის და დიალოგში ჩართვის ძალისხმევისთვის. გიხდით მადლობას და წარმატებებს გისურვებთ თქვენს მომავალ საქმიანობაში“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

„ჩვენი დებატების სათაურია „ეუთო ჰელსინკის შემდეგ 50 წლის თავზე“. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ორგანიზაცია ეგზისტენციალურ კრიზისშია. ეუთომ ვერ შეძლო საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის თავიდან აცილება, ის ვერ არეგულირებს სხვა კონფლიქტებს. წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოების არქიტექტურა, რომლის შექმნასაც ის ოდესღაც ცდილობდა, დანგრეულია. ჩემი ქვეყნის სუვერენული ტერიტორიები რუსეთის მიერ ოკუპირებულია ბოლო 17 წლის განმავლობაში და საერთაშორისო საზოგადოება ვერაფერს აკეთებს სტატუს-კვოს შესაცვლელად. ეს კრიზისი კიდევ უფრო მძაფრდება გარკვეული წევრების მცდელობებით, გააჩუმონ და განდევნონ კოლეგები, რომლებიც არ იზიარებენ მათ აზრს ან უპირისპირდებიან მათ მართებული არგუმენტებით. თქვენ, ძვირფასო კოლეგებო, არ იცით ის ფაქტი, რომ ცოტა ხნის წინ, ამ ასამბლეის რამდენიმე წევრმა მიმართა პორტუგალიის პრემიერ-მინისტრს, არ მიეცათ ასამბლეის ქართველი წევრებისთვის ქვეყანაში შესვლის უფლება, რითაც ცდილობდნენ ქართული დელეგაციის გარიცხვას. ეს იყო უაღრესად სამწუხარო ქმედება, რომელიც დაგმობას იმსახურებს და ეწინააღმდეგება ეუთოსა და ზოგადად პარლამენტარიზმის ღირებულებებსა და პრინციპებს“, - განაცხადა სამხარაძემ.

მან ხაზი გაუსვა შემაშფოთებელ ტენდენციებს, რომლებსაც „ამ ასამბლეის ზოგიერთი წევრი ავითარებს: ისინი უგულებელყოფენ საარჩევნო სადამკვირვებლო მისიების დასკვნებს და აკეთებენ ცრუ განცხადებებს, რომლებიც ემსახურება მათ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს, მათი მეგობარი პარტიების ინტერესებს (ჩვენს შემთხვევაში, ესენი არიან არჩევნების უარმყოფელები) და სრულიად უგულებელყოფენ ფაქტებს“.

„კომიტეტებში ბოლო დროს გამართულმა დებატებმა, განსაკუთრებით კი ჩემს ქვეყანასთან დაკავშირებულმა, ნებისმიერ ნეიტრალურ დამკვირვებელს დაანახა, რომ ქვეყნების წინააღმდეგ ბრალდებები მტკიცებულებებისა და მყარი არგუმენტაციის გარეშე კეთდება. თუ დღეს ეს საარჩევნო ანგარიშების დასკვნების დამახინჯებაა, სიცრუის გავრცელება და იმ ადამიანების მშვიდობიანად მოხსენიება, რომლებიც მოლოტოვის კოქტეილებით ესხმიან თავს, ხვალ იმავენაირად შეიძლება სპილოები გვიწოდონ და თუ უმრავლესობას ეს იარლიყი მოეწონება, მაშინ ასეთი სისულელეც კი შეიძლება რეზოლუციის ტექსტში აღმოჩნდეს. ეს არის ძალიან საშიში გზა და ძირს უთხრის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებისა და ზოგადად ორგანიზაციის ნდობასა და სანდოობას. ამ რთულ დროს, როდესაც გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების, გეოპოლიტიკური ცვლილებებისა და სახელმწიფოებს შორის მზარდი მტრობის წინაშე ვდგავართ, სიმართლისა და კანონის უზენაესობისთვის უნდა ვიბრძოლოთ. მე ოპტიმისტი ვარ ბუნებით და მჯერა, რომ სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს სიცრუეზე და ფაქტები ყოველთვის აღემატება აღქმებს. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ მომავალ ზაფხულს, როდესაც კვლავ შევიკრიბებით, შევძლებ, ყურადღება გავამახვილო ეუთოს სივრცეში უფრო პოზიტიურ მოვლენებზე“, - დასძინა მან.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751523481

ახალი ამბები

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში გაივლიან. პირველ სესიაზე რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილ 24-ვე საგამოცდო ცენტრში ე...

დსფს

1751490029

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტებისთვის მკურნალობის დაფინანსებაზე: მიუხედავად იმისა, რომ ხარჯი დიდია, საბედნიეროდ დღეს ჩვენს სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა, რომ ასეთი გაბედული ნაბიჯები გადადგას

 ჯანდაცვის სამინისტრომ, გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტებისთვის, მედიკამენტების, მომსახურებისა და მაღალტექნოლოგიური კვლევების დაფინანსება დაიწყო. პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფომ, წამყვანი ფარ...

მიხეილ სარჯველაძე

1751489888

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე: საზოგადოებასაც კი უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ მათთვის, საზოგადოების თითოეული წევრისთვის სასიკეთო რამ ხდება, როდესაც კონკრეტული ნარკომოვაჭრე აღმოჩნდება გისოსებს მიღმა

 მოხარული ვარ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მთავარი სათქმელი, მთავარი იმპულსი რომელიც წამოვიდა, ეს გახლავთ ერთი რამ - ნარკოტიკის მოხმარება არ არის კარგი, ნარკოტიკის მოხმარება არ არის ნორმა, - განაცხა...

მიხეილ სარჯველაძე

1751484714

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე: სამწუხაროდ, ყველა ის პროგრამა, რომლის დანიშნულებაც არის, რომ განიკურნოს ადამიანი, ფუნქციურად ვერ ასრულებს თავის მოვალეობას და პირიქით, არსებობს დიდი ინტერესი, რომ არც არავინ არ დაეხსნას ნარკოტიკს

სამწუხაროდ, ყველა ის პროგრამა, რომელიც მოწოდებულია და რომლის დანიშნულებაც არის რომ განიკურნოს ადამიანს, ის ფუნქციურად ვერ ასრულებს თავის მოვალეობას და რეალურად ის არამცთუ არა ქმედითია, არამედ პირიქით,...

პოლიტიკოსი

1751483388

საზოგადოება

20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა შვიდი მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა

იტალიაში 20 წლამდე მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. კონტინენტის პირველობა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა შვიდი მოპოვებული მედლითა და გუნდურ ჩათვლაში დაკავებული პირვე...

20-წლამდელ