მიხეილ სარჯველაძე გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტებისთვის მკურნალობის დაფინანსებაზე: მიუხედავად იმისა, რომ ხარჯი დიდია, საბედნიეროდ დღეს ჩვენს სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა, რომ ასეთი გაბედული ნაბიჯები გადადგას

ჯანდაცვის სამინისტრომ, გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტებისთვის, მედიკამენტების, მომსახურებისა და მაღალტექნოლოგიური კვლევების დაფინანსება დაიწყო. პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფომ, წამყვანი ფარმაცევტული კომპანიების მიერ წარმოებული, უმაღლესი ხარისხის მამოდიფიცირებელი მედიკამენტები „ოკრევუსი“ (ხსნარი) და „გილენია“ (აბები) უკვე შეიძინა. მედიკამენტების დაფინანსების შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.
„ეს არის ძალიან მაღალი დონის, ალბათ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მედიკამენტი, რომელიც გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ არის გამოგონილი და არის აპრობირებული“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
ბენეფიციართა ფინანსური მხარდაჭერისთვის, მკურნალობის მონიტორინგისა და მისი ეფექტურობის გაზრდის მიზნით, პაციენტებს, საჭიროების მიხედვით, უფასოდ ჩაუტარდებათ თავის ტვინისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევები.
პროგრამა, ასევე, მოიცავს, დღის სტაციონარის პირობებში, მედიკამენტ მეთილპრედნიზოლონით მკურნალობის კომპონენტს, რომელიც დაავადების გამწვავების შემთხვევაში დაინიშნება და სრულად დაფინანსდება.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სახელმწიფოს აქვს ბიუჯეტი და შესაძლებლობა, მოსახლეობის საკეთილდღეოდ, გაბედული ნაბიჯები გადადგას.
„ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის ეს არის დიდი სასიხარულო ამბავი. აი ეს არის საზოგადოების გამარჯვება, ეს არის დიდი ნაბიჯი წინ. მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტი, ხარჯი ამასთან დაკავშირებით საკმაოდ დიდია, საბედნიეროდ დღეს ჩვენს სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა, რომ ასეთი გაბედული ნაბიჯები გადადგას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ“. განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
1751527899
ახალი ამბებიკახეთის პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტებზე 8 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების,...
1751526640
ახალი ამბებიაბრეშუმის გალერეა ქართულ-კორეულ მეორე საერთაშორისო გაცვლით გამოფენას მასპინძლობს
აბრეშუმის გალერეა ქართულ-კორეულ მეორე საერთაშორისო გაცვლით გამოფენას მასპინძლობს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია თანამედროვე ქართველი მხატვრების, სამხრეთკორეელი მხატვრებისა და სკულპტორების ასამდე ნამუშევა...
1751526399
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს თქვენს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ეტაპი იწყება, გისურვებთ წარმატებას და ყველა მიზნის მიღწევას ამ ახალ და საინტერესო გზაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში წარმატებებს უსურვებს. როგორც პრემიერი აღნიშნავს, საქართველოს მომავალი, წინსვლა და კეთილდღეობა მხოლოდ განათლებულ საზ...
1751524563
ახალი ამბებიპრეზიდენტი: ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ეტაპი დაიწყო, გისურვებთ წარმატებებს გამოცდების ყველა ეტაპზე!
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აბიტურიენტებს მიმართავს და მათ წარმატებას უსურვებს. „ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ეტაპი და...
1751523481
ახალი ამბებიერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში გაივლიან. პირველ სესიაზე რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილ 24-ვე საგამოცდო ცენტრში ე...