პრემიერი: თბილისის მშრალი პორტი - რეგიონში პირველი თანამედროვე სარკინიგზო საკონტეინერო და სატვირთო ტერმინალი, საკვანძო როლს შეასრულებს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სავაჭრო ნაკადების ზრდაში

ოფიციალურად იხსნება და სრულფასოვან ფუნქციონირებას იწყებს თბილისის მშრალი პორტი - რეგიონში პირველი თანამედროვე სარკინიგზო საკონტეინერო და სატვირთო ტერმინალი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის მშრალი პორტის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტი, რომელიც საკვანძო როლს შეასრულებს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სავაჭრო ნაკადების გაძლიერებაში.

„თბილისის მშრალი პორტი 28.5 ჰექტარ ტერიტორიაზე 3 ფაზად შენდება; უკვე ამოქმედდა პირველი ფაზა, რაშიც ჩაიდო 21 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია და ამ პირველი ფაზის დასრულების შემდეგ შესაძლებელია წელიწადში 100 000 კონტეინერის დამუშავება. დარჩენილი ფაზების დასრულების შემდეგ მისი სიმძლავრე 200 000 კონტეინერამდე გაიზრდება. ეს არის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტი, რომელიც შეემატა ჩვენს ქვეყანას და ეს ობიექტი ჩვენს საზღვაო პორტებთან ერთად, როგორიც არის ფოთის, ბათუმის და შემდეგ უკვე ანაკლიის პორტები, საკვანძო როლს შეასრულებს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სავაჭრო ნაკადების გაძლიერებაში“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ის არა მხოლოდ ქართულ პორტებს მოემსახურება, არამედ საერთაშორისო საზღვაო ხაზებისთვის საკონტეინერო ჰაბისა და დეპოს ფუნქციასაც შეასრულებს.

„ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კონტეინერების დამუშავებისა და გადაადგილების ოპერაციებს, განსაკუთრებით კი ჩინეთიდან და შორეული აღმოსავლეთიდან „შუა დერეფნის“ მეშვეობით გადაზიდული ტვირთებისთვის. მშრალი პორტის სტრატეგიული მდებარეობა – პირდაპირი წვდომა საერთაშორისო ავტომაგისტრალებთან, კავშირი ეროვნულ სარკინიგზო ქსელთან, სიახლოვე სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრებთან და თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან, მას რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ლოგისტიკურ ცენტრად აქცევს.მინდა, მადლობა გადავუხადო ინვესტორებს - „აბუ-დაბი პორტების ჯგუფს”, ჩვენს პარტნიორებს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ასევე ნორვეგიულ „ვილჰელმსენ პორტ სერვისს”, ადგილობრივ კომპანია „ინვეკოს”, ყველა ინჟინერსა თუ მშენებელს, ვინც წვლილი შეიტანა ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. ეს პროექტი დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნისთვის, მისი ეკონომიკური განვითარების გზაზე, რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ეს ყველაფერი კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის და სატრანზიტო ფუნქციას, უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის გადაქცევას რეგიონის ჰაბად“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749112606

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: კახა კალაძის კანდიდატურა თბილისის მერის პოზიციაზე, ჩემი აზრით, აბსოლუტურად უალტერნატივოა

კახა კალაძის კანდიდატურა თბილისის მერის პოზიციაზე, ჩემი აზრით, აბსოლუტურად უალტერნატივოა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშ...

ირაკლი კობახიძე კახა კალაძე

1749111183

ახალი ამბები

ხაშურში სამსახურიდან მისულ კაცს 9 წლის შვილი გარდაცვლილი დახვდა, მეუღლე კი უგონო მდგომარეობაში

ხაშურში დღეს დილით, 9 წლის შვილი სამსახურიდან მისულ კაცს გარდაცვლილი დახვდა, მეუღლე კი უგონო მდგომარეობაში. ინფორმაციას ამის შესახებ „მოზაიკა“ ავრცელებს. ქალი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. რო...

პოლიცია, ლენტი

1749111020

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: დროა, ყველას შევახსენოთ, რომ აქ არავინ არის სკოლის მოწაფე, გამოცდები არავის აქვს ჩასაბარებელი, ქართველ ხალხს ყველა გამოცდა საკმარისად აქვს ჩაბარებული

ვფიქრობ, მოვიდა მომენტი, როცა უნდა დავიწყოთ ახსნა, რას ნიშნავს სინამდვილეში ევროპული ღირებულებები, ვინაიდან ზოგიერთი ჯგუფი თუ პოლიტიკოსი უკვე ძალიან შეეგუა, რომ ქართველებს ჭკუა ასწავლოს, რა არის ღირებ...

შალვა პაპუაშვილი

1749109949

სპორტი

79 მატჩით სანაკრებო კარიერას დაასრულებს - დღეს „ჯვაროსნებს“ გიორგი ლორია უკაპიტნებს

დღეს, 5 ივნისს გიორგი ლორია საქართველოს ნაკრებში ბოლო შეხვედრას ჩაატარებს. ფარერების ნაკრების წინააღმდეგ 39 წლის მეკარე „ჯვაროსნებს“ მოედანზე კაპიტნის სამკლაურით გაიყვანს. გიორგიმ გადაწყვეტილების შესა...

 გიორგი ლორია

1749109243

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: თავისთავად საინტერესოა ევროპარლამენტის მოწოდება არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე, ოპოზიციას გარედან კარნახობენ იმას, თუ რა უნდა გააკეთონ, თვითონ ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად

ოპოზიციას გარედან კარნახობენ იმას, თუ რა უნდა გააკეთონ, თვითონ ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განა...

ირაკლი კობახიძე