პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს მიწის ნაკვეთების ერთობლივი სახსრებით შეძენა შესთავაზა. იგი დაზარალებულს შესაძენი ქონების რეალურ ფასზე გაცილებით მეტს ეუბნებოდა, გაზრდილი ფასის მითითებით ყალბ ცნობებს აწვდიდა, ხოლო სინამდვილეში ქონებას ბევრად ნაკლებ ფასში ყიდულობდა. დაზარალებულის მიერ ზედმეტად გადახდილ თანხებს კი მოტყუებით ეუფლებოდა.
„ასევე, ბრალდებულმა თითქოსდა, მომგებიანი იურიდიული პირის და მისი აქტივების შესაძენად დაზარალებულს ეტაპობრივად დიდი ოდენობით თანხები გამოართვა, თუმცა რეალურად შეთანხმებული კომპანია არ შეუძენია და დაზარალებულს ფორმალურად გაუფორმა წილი მსგავსი სახელწოდებით ახალდაფუძნებულ საწარმოში, რომელსაც ქონებები და აქტივები არ გააჩნდა. აღნიშნული გზით, ბრალდებული მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ 6,102,153 ლარს.
ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“, - ნათქვამია განცხადებაში.
1774446489
საზოგადოებანინო წილოსანი: დანიის მოსახლეობის უმრავლესობა ძალიან კრიტიკულად უყურებს საკუთარ პოლიტიკურ სპექტრს და ფიქრობს, რომ მათ არანაირი ხედვა არ გააჩნიათ. ერთი ზუსტად ვიცით, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ნამდვილად არასწორი ხედვა აქვთ
დანიის მოსახლეობის უმრავლესობა ძალიან კრიტიკულად უყურებს საკუთარ პოლიტიკურ სპექტრს და ფიქრობს, რომ მათ არანაირი ხედვა არ გააჩნიათ, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე...
1774445398
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი: მიზანია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მაქსიმალურად დააკნინონ და მის შიგნით გახლეჩა გამოიწვიონ
„ამ ძალების მიზანია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მაქსიმალურად დააკნინონ, მისი როლი დაამცირონ და მის შიგნით გახლეჩა გამოიწვიონ“, - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველო...
1774445206
ახალი ამბებიეკატერინე მიქაბაძე: მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ასახავს გეოპოლიტიკური ვითარებიდან მომდინარე გაზრდილ ინფლაციურ რისკებს
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება - რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე შენარჩუნება, გეოპოლიტიკური ვითარებიდან მომდინარე გაზრდილ ინფლაციურ რისკებს ასახა...
1774445085
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე სიონის ტაძარში ავტოკეფალიის აღდგენის დღისადმი მიძღვნილ პარაკლისს და პატრიარქის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, ავტოკეფალიის აღდგ...
1774444349
ახალი ამბებიხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდო მიიღო
ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდო მიიღო – მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრების კაპიტანს ჯილდო სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის (სჟა) პრეზიდენტმა, გიგ...





























