თამარ ჩიბურდანიძე: პირველ ლედის ქართულ ენაზეც რომ წაეკითხა სიტყვა, ზუსტად იგივე მღელვარება ექნებოდა და ეს მოსდით ადამიანებს, ვისაც ზედმეტად მეტი პასუხისმგებლობა აქვთ იმ აუდიტორიასთან, რომლის წინაშეც გამოდიან
„ის, რაც ამათ [რადიკალებმა] გამოავლინეს დღეს, სხვა სიტყვას ვერ ვიხმარ, მაპატიეთ, ეს არის ქაჯობა“, - ასე შეაფასა „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ სოციალურ ქსელსა და მედიაში რადიკალების მხრიდან წარმოებული შეურაცხმყოფელი კამპანია, რომელიც პირველი ლედის თამარ ბაგრატიონის გამოსვლას მოჰყვა.
როგორც თამარ ჩიბურდანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მღელვარება ზოგადად ახლავს ადამიანს მაშინ, როცა ის მაღალ პასუხისმგებლობას გრძნობს გამომსვლელების წინაშე და ეს სულაც არ არის გასაკვირი.
„ზიზღმა, მტრობამ და იმან, რასაც ესენი სჩადიან - ზღვარგადასულმა ბოროტებამ იცის საკუთარი თავის განადგურება. ეს ბოროტება უკან გიბრუნდება. უწმინდესზე იქილიკეს - ჯერ სიცოცხლეში ლანძღეს, მერე სიკვდილის შემდეგ და რა მიიღეს - ხელისუფლებას მხარდამჭერი ხალხი კიდევ უფრო მოემატა, იმიტომ, რომ ვინც მანამდე ვერ ხვდებოდა, საბოლოოდ დარწმუნდა, თუ ვინ არიან რადიკალები. რა იწერებოდა და მთელი ღამის და დღის განმავლობაში ქალბატონ თამარ ბაგრატიონზე, წარმოუდგენელია. მე საჯარო კომუნიკაციების სპეციალისტი ვარ და ამას ვასწავლი პოლიტიკოსებს და რიგით ადამიანებს წლების განმავლობაში. ეს არ იყო დამოკიდებული იმაზე, თუ რა ენაზე საუბრობდა სპიკერი. ქართულადაც რომ გამოსულიყო, ზუსტად იგივე მღელვარება ექნებოდა ქალბატონ თამარს და რატომ - ეს არის საჯარო სივრცეში სიტყვით გამოსვლისას ემოციის მართვა, რაც ძალიან რთულია. გამოუცდელ კადრს კი არა, რომელსაც ამხელა ტრიბუნასთან პირველად უწევს გამოსვლა (უნდა წასულიყო, რადგან მან მიიღო მიწვევა სიტყვით გამოსვლის და ამას გვერდს ვერ აუქცევდა), გამოცდილსაც იგივე დაემართებოდა. პირველ ლედის ქართულ ენაზეც რომ წაეკითხა სიტყვა, ზუსტად იგივე მღელვარება ექნებოდა. ასეთი რამ მოსდით ადამიანებს, რომლებსაც ზედმეტად მეტი პასუხისმგებლობა აქვთ იმ აუდიტორიასთან და იმ სიტუაციაში, სადაც ისინი გამოდიან. ამასთან, იმ დარბაზში თავში არავინ გაივლებდა, თუნდაც ფიქრად, დაცინვას. იმ დარბაზში ასეთი საზოგადოება არ იყო. პირიქით, როცა გულწრფელად ვერ მალავ შენს დამოკიდებულებას, უფრო მეტი პოზიტივი მოდის შენ მიმართ. ის, რაც ჩვენმა რადიკალებმა გამოავლინეს დღეს, სხვა სიტყვას ვერ გამოვიყენებ, მაპატიეთ, ეს არის ქაჯობა“, - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.
1774453129
ახალი ამბებიირაკლი ჩიქოვანი: ილია II-ის სიბრძნე, სიმტკიცე და შეუდრეკელი მსახურება გახდა ის ძალა, რომელმაც გააძლიერა ეკლესია, გააერთიანა საზოგადოება და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარებაში
„დღეს განსაკუთრებული პატივით აღვნიშნავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს - თარიღს, რომელმაც ისტორიული სამართლიანობა აღადგინა და საფუძვლად დაედო ჩვენი ეკლესიის დამოუკიდებ...
1774451569
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად სიონის საკათედრო ტაძარში პარაკლისს და პანაშვიდს დაესწრო
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად სიონის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა, სადაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ პარაკლისი და პანაშ...
1774449851
ახალი ამბებიპროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. როგორც პროკურატურის გა...
1774448382
ახალი ამბებიიონათამიშვილი: მრავალი წელია, რადიკალური ოპოზიცია მიზანმიმართულად ცდილობს, შეუტიოს ქართულ ეკლესიას, ამ პროცესში ისინი არ თაკილობენ ყველაზე ბინძურ გზებსა და მექანიზმებს
მრავალი წელია, მთლიანად რადიკალური ოპოზიცია მიზანმიმართულად, დავალებებით და კოორდინირებულად ცდილობს, შეუტიოს ქართულ ეკლესიას, დააკნინოს, - განუცხადა „ქრონიკას“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო...
1774446489
საზოგადოებანინო წილოსანი: დანიის მოსახლეობის უმრავლესობა ძალიან კრიტიკულად უყურებს საკუთარ პოლიტიკურ სპექტრს და ფიქრობს, რომ მათ არანაირი ხედვა არ გააჩნიათ. ერთი ზუსტად ვიცით, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ნამდვილად არასწორი ხედვა აქვთ
დანიის მოსახლეობის უმრავლესობა ძალიან კრიტიკულად უყურებს საკუთარ პოლიტიკურ სპექტრს და ფიქრობს, რომ მათ არანაირი ხედვა არ გააჩნიათ, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე...






























