პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის მცდელობის ფაქტებზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის მცდელობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს „კოკაინს“, „მეფედრონს“, „მდმ-ას“ და ფსიქოტროპული ნივთიერება „კეტამინს“. ასევე, ერთ-ერთმა ბრალდებულმა სცადა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კოკაინის“ რეალიზაცია.
გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია უკანონოდ შენახული ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერება, აგრეთვე ელექტრო სასწორი და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო ინვენტარი.
„ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა), ხოლო მეორეს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 19-260³ მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და რეალიზაციის მცდელობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
პროკურატურა ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
1747837380
საზოგადოებასაქართველოს პარლამენტში სახელმწიფო მინისტრს თეა ახვლედიანს მოუსმინეს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თეა ახვლედიანს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის სხდომაზე მოუს...
1747837335
საზოგადოებალევან მაჭავარიანი მარტა კოსის განცხადებაზე: შეგვიძლია გავიხსენოთ წაგებული არჩევნების შემდეგ ევრო ბიუროკრატები აქ დელეგაციებს აგზავნიდნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან და პირდაპირ უერთდებოდნენ ანტისამთავრობო აქციებს
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. ამასთ...
1747835078
ახალი ამბებიშიდა ქართლში საკვებისმიერი ბოტულიზმის შემთხვევა გამოვლინდა
20 მაისს, სურსათის ეროვნულ სააგენტოში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან შიდა ქართლში საკვებისმიერი ბოტულიზმით დაავადების შემთხვევის გამოვლენის შესახებ შეტყობინებ...
1747834664
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: მრისხანე გედევან ფოფხაძე თურმე რადიკალიზაციასა და მსხვერპლზე საუბრობს, სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა და არავის არ მისცემს დესტრუქციის უფლებას
„სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა და არავის არ მისცემს იმ პროვოკაციისა და დესტრუქციის უფლებას, რასაც ეს მავნებლები გეგმავენ 26 მაისს“ - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების თავმჯდომარის პირველმა მოადგ...
1747833642
ახალი ამბებიპაატა კვიჟინაძე: ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლებით, საქართველო ერთ-ერთი საუკეთესოა ევროკავშირის წევრ, ევროკავშირის კანდიდატ თუ სხვა ქვეყნებს შორის
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მოამზადა ანალიზი, რამდენიმე დღის წინ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ 2025 წლის გაზაფხულის ეკონომიკურ პროგნოზებზე: ევროკავშირის, კანდიდატ და სხვა ქვეყნებისათვი...