სააპელაციო სასამართლომ კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის ფაქტზე მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელად ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ კესარია აბრამიძის გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, უცვლელად ძალაში დატოვა, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 18 სექტემბერს, თბილისში, დიდ დიღომში, ბრალდებულმა გენდერისა და გენდერული იდენტობის ნიშნებით შეუწყნარებლობის მოტივით განსაკუთრებული სისასტიკით, დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა კესარია აბრამიძეს. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ ბრალდებული გენდერისა და გენდერული იდენტობის ნიშნებით შეუწყნარებლობის მოტივით, სისტემატურად სცემდა კესარია აბრამიძეს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.
პროკურატურამ ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) და 126 სეკუნდა მუხლით (სისტემატური ძალადობა რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 16 აპრილის განაჩენი, რომლითაც მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, უცვლელად ძალაში დატოვა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
1753122867
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - „დიფ სთეითის“ ხელწერა ყველა ქვეყანაში უცვლელია - როდესაც გინდა, დისკრედიტებულად გამოიყვანო პოლიტიკური ძალა, რომელიც არ მოგწონს, მარტივად აწებებ პრორუსის იარლიყს
„დიფ სთეითის“ ხელწერა ყველა ქვეყანაში უცვლელია - როდესაც გინდა, დისკრედიტებულად გამოიყვანო პოლიტიკური ძალა, რომელიც არ მოგწონს, მარტივად აწებებ პრორუსის იარლიყს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტ...
1753119834
ახალი ამბებითბილისის მერია: გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ორხევის დასახლებაში სოციალური საცხოვრისიდან ოჯახები გამოყარეს და ღია ცის ქვეშ დატოვეს, არის ტყუილი
„ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაცია, თითქოს ორხევის დასახლებაში არსებული სოციალური საცხოვრისიდან იქ მცხოვრები ოჯახები „გამოყარეს და ისინი ღია ცის ქვეშ დატოვეს“, არის სრული ტყუილი,“ - ა...
1753117713
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი - ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში განვიხილეთ მნიშვნელოვანი მიმართულებები: ლოგისტიკა, ტრანსპორტი, ტურიზმი, ინვესტიციების ზრდა და თანამშრომლობა ენერგეტიკის სექტორში
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვთან, ასევე ტრანსპორტის მ...
1753116388
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ეს ოთხივე რადიკალური პარტია იმართება ერთი და იგივე ვერტიკალიდან, თუმცა თავისთავად მათ შიდა დაპირისპირება აქვთ, როგორც პარტიებს ერთმანეთში, ისე უშუალოდ ამ პარტიის წევრებსაც
„ეს ოთხივე რადიკალური პარტია იმართებიან ერთი და იგივე ვერტიკალიდან, თუმცა თავისთავად მათ შიდა დაპირისპირება აქვთ როგორც ამ ოთხ პარტიას ერთმანეთში, ისე უშუალოდ ამ პარტიის წევრებსაც,“ - აცხადებს პარლამე...
1753114344
ახალი ამბებიგარე განათების სამუშაოების გამო, თბილისის სამ გვირაბში საავტომობილო მოძრაობა იზღუდება
გარე განათების სამუშაოების გამო, თბილისის სამ გვირაბში საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში. განცხადების თანახმად, 22 ივლისს, 00:30 საათიდან 06:00...