„საარჩევნო დაპირებები სრულდება! თბილისის მუნიციპალიტეტი რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირად ღირებულ მედიკამენტ „აქტემრას“ დაფინანსებას დაიწყებს“ - ნათია მოდებაძე

სოციალურ ქსელში ნათია მოდებაძე სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ საარჩევნო დაპირებები სრულდება, რომლის მიხედვითაც  რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირად ღირებულ მედიკამენტ „აქტემრას“ დაფინანსებას 1-ელი სექტემბრიდან თბილისის მერია დაიწყებს.

„1-ელი სექტემბრიდან თბილისის მუნიციპალიტეტი რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირად ღირებულ მედიკამენტ „აქტემრას“ დაფინანსებას დაიწყებს.

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, მედიკამენტი დაუფინანსდებათ სრულად, 100%-ით, ხოლო ყველა სხვა მოქალაქეს, ვინც საჭიროებს აღნიშნულ მედიკამენტს, მუნიციპალიტეტი შედის 80%-იანი თანადაფინანსებით.
მედიკამენტის მისაღებად გაიცემა მატერიალიზებული ვაუჩერი.

ვაუჩერითა და შესაბამისი დოკუმენტაციით მოქალაქემ ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს უნდა მიმართოს.

საარჩევნო დაპირებები სრულდება!“ - წერს ნათია მოდებაძე. 

ცნობისთვის, თბილისის მერია 1-ელი სექტემბრიდან რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირად ღირებულ მედიკამენტს, „აქტემრას“ დააფინანსებს.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750864771

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: კატასტროფაა, რომ ევროკავშირის დროშით, დღეს, სიძულვილი და ძალადობა ითესება

„კატასტროფაა, რომ ევროკავშირის დროშით, დღეს, სიძულვილი და ძალადობა ითესება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და იმ ვიდეოკადრებს ეხმაურება, სადა...

შალვა პაპუაშვილი

1750863101

ახალი ამბები

ირაკლი ზარქუა: ძალიან კარგი ინიციატივა ჰქონდა დღეს პრემიერ-მინისტრს, ერთ-ერთი ისტორიულიც იმიტომ, რომ ჩვენ ბოლოდროინდელმა ლიბერალურმა ნარკოპოლიტიკამ სამწუხაროდ, შედეგი ვერ მოგვცა

ძალიან კარგი ინიციატივა ჰქონდა დღეს პრემიერ-მინისტრს,. მე ვიტყოდი, ერთ-ერთი ისტორიულიც იმიტომ, რომ ჩვენ ბოლოდროინდელმა ლიბერალურმა ნარკოპოლიტიკამ სამწუხაროდ, შედეგი ვერ მოგვცა, - განაცხადა დიასპორისა...

პოლიტკოსი

1750862245

ახალი ამბები

საკანონმდებლო ორგანომ პირველი მოსმენით განხილულ კანონპროექტებს კენჭი უყარა

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, რამდენიმე კანონპროექტი და საკანონმდებლო პაკეტი დაჩქარებული წესით განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო. საკანონმდებლო ორგანომ 86 ხმით მიიღო „ზოგადი განათლების შესახებ“ კანო...

საკანონმდებლო ორგანომ პირველი მოსმენით განხილულ კანონპროექტებს კენჭი უყარა

1750861417

ახალი ამბები

ნინო წილოსანი „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე: ჩვენს ქვეყანაშიც ძალიან დროული და შეიძლება ითქვას დაგვიანებულიც კი იყო ამ კანონის შემოღება

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის განცხადებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის მიღება დროულია, რადგან მავნე ოპოზიციური პარტიები სახელმწიფო ინსტიტუციების ჩამონგრევას ცდილობენ. მ...

ნინო წილოსანი

1750859298

ახალი ამბები

თურქეთი 2026 წლის ნატოს სამიტს უმასპინძლებს

2026 წლის ნატოს სამიტი თურქეთში გაიმართება, ხოლო შემდეგი - ალბანეთში. ამის შესახებ ჰააგაში ნატოს სამიტის დასკვნით დოკუმენტშია ნათქვამი. „მადლობას ვუხდით ნიდერლანდების სამეფოს დიდი სტუმართმოყვარეობისთვ...

თურქეთი 2026 წლის ნატოს სამიტს უმასპინძლებს