სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი შვილების ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მამაკაცი არასრულწლოვან შვილებს ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, თბილისში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, მათ მიერ შეგროვებულ თანხას კი თავად ისაკუთრებდა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავეს.
ამ ეტაპზე, დაზარალებულები სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სერვისცენტრში არიან განთავსებულნი, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
1787563300
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ლოგიკურია, რომ ბატონი ღარიბაშვილის წერილი კორუფციასთან დაკავშირებულ ბრალდებასთან დავაკავშიროთ, იგი თემის ხელოვნურად პოლიტიზებას ცდილობდა
ლოგიკურია, რომ ბატონი ღარიბაშვილის წერილი ამ [კორუფციასთან დაკავშირებულ] ბრალდებასთან დავაკავშიროთ. იგი თემის ხელოვნურად პოლიტიზებას ცდილობდა, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოც...
1787561369
ახალი ამბებიკახა კალაძე დავით საყვარელიძის განცხადებაზე: უკვე ყველა კარგად ხედავს, რამდენად საშიში იყო სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი ხელისუფლებაში და დღეს რამდენად საშიშია ოპოზიციაში
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, 2008 წლის ომი იყო გარედან წამოსული დაკვეთა და ის უმძიმესი ჭრილობები ქვეყანას დღესაც არ აქვს მოშუშებული. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინ...
1787559838
ახალი ამბებიკახა კალაძე: ოპოზიცია არ არსებობს, არსებობენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც არიან აგენტურული ქსელის წარმომადგენლები ქვეყნის შიგნით
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებებით, საქართველოში არსებობს არა ოპოზიცია, არამედ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც არიან აგენტურული ქსელის წარმომადგენლები ქვეყნის შიგნით და დავალებებს უცხოელიპატრონ...
1787557970
ახალი ამბებიკახა კალაძე: ქვეყანაში როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე ყველა პატიმრის უსაფრთხოება და უფლებები არის დაცული
„როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე ყველა პატიმრის უსაფრთხოება და უფლებები არის დაცული“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის ახალი ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით დასმულ...
1787557804
ახალი ამბებისამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ინფორმ...































