„სამწუხაროდ, არ არსებობს „ქართული ოცნების“ ალტერნატივა - ჯანსაღი ოპოზიცია, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის“ - მიხეილ ყაველაშვილი

„არ არსებობს „ქართული ოცნების“ ალტერნატივა, ჯანსაღი ოპოზიცია, რომელიც, ასევე, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის რომ არსებობდეს, ეს არ არსებობს და შედეგიც იგივე დგება“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემა „ღამის კურიერის“ ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, ერთადერთი გაწონასწორებული, თანმიმდევრულ და ძლიერი პარტია არის „ქართული ოცნება“.

„დარწმუნებით ვსაუბრობ, რომ ეს ხელოვნური პროცესია, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში ამჟამად მიმდინარეობს - დაძაბულობის შემოტანა. ამომრჩეველზე მაქვს სწორება, საქართველოს მოქალაქეზე, რომელსაც უყვარს თავის ქვეყანა. რა თქმა უნდა, მომხრეები ყველას ჰყავს, მით უმეტეს, „ქართულ ოცნებას“, მაგრამ არსებობენ ადამიანი, რომლებიც შეიძლება „ქართულ ოცნებას“ რაიმე სახით არ გულშემატკივრობდნენ, მაგრამ ნეიტრალურად და სამართლიანად აფასებდნენ მოვლენებს საკუთარი სახელმწიფოს კეთილდღეობის კუთხით.

საქართველოს მოქალაქემ როგორ უნდა შეაფასოს მოვლენები, დავიწყეთ სახელმწიფოთი და კონსტიტუციით და მისი პატივისცემით, შემდეგ არჩევნებთან მივედით და რას წარმოადგენს არჩევნები? მოქალაქისთვის არის შეთავაზებული პოლიტიკური პარტიების მხრიდან შესაძლებლობები, თუ როგორ უნდა მართონ ქვეყანა, რას აწვდიან სხვადასხვა მიმართულებით და აქედან გამომდინარე, თავისუფალ არჩევანში მას აქვს სრული უფლება, აირჩიოს ვინც უნდა. ეს წარმოდგენილი რეალობა, რომელიც დღეს არის, თამამად შემიძლია ვთქვა და ფაქტებზე ვსაუბრობ, ერთადერთი გაწონასწორებული, თანმიმდევრული, ძლიერი პარტია არის „ქართული ოცნება“.

მიუხედავად იმისა, რომ შიდაპარტიული ცვლილებები ხორციელდება, იცვლებიან სახეები, რა თქმა უნდა, შეცდომებიც არის და ა.შ. ერთადერთი პარტია, რომელიც ითვალისწინებს საკუთარი ამომრჩევლის, ხალხის აზრს, შეცდომის გარეშე შეუძლებელია, მაგრამ თანმიმდევრულია თავის ხედვებში და აწვდის რეალურ ინფორმაციას საზოგადოებას და ამიტომაც, მას არ ჰყავს ალტერნატივა, ჩვენდა სამწუხაროდ, არ არსებობს „ქართული ოცნების“ ალტერნატივა, ჯანსაღი ოპოზიცია, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის რომ არსებობდეს, ეს არ არსებობს და შედეგიც იგივე დგება“, - აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1753375016

ახალი ამბები

თვალჭრელიძის ქუჩაზე მცხოვრებლების ადვოკატი: კრედიტორის კეთილი ნებით, თვალჭრელიძის ქუჩაზე მცხოვრები ორი ოჯახი დაკმაყოფილდა ერთჯერადი კომპენსაციით

 „კრედიტორის კეთილი ნებით, თვალჭრელიძის ქუჩაზე მცხოვრები ორი ოჯახი დაკმაყოფილდა ერთჯერადი კომპენსაციით“, - ამის შესახებ თვალჭრელიძის ქუჩაზე, ავარიულ კორპუსში მცხოვრებლების წარმომადგენელმა თეონა რობაქი...

ადვომმატი

1753374071

სპორტი

რევაზი მჭედლიშვილი ახალგაზრდებს შორის MMA-ს მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

 აბუ-დაბიში შერეული საბრძოლო ხელოვნებების ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი გრძელდება. მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა რევაზ მჭედლიშვილმა(57 კგ). რევაზ მჭედლიშვილმა 4 მებრძოლი დაამარცხა და...

რევაზი მჭედლიშვილი

1753371170

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა შოთა რუსთაველის სახელობის პრემიისა და საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატები დააჯილდოვა

 საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა შოთა რუსთაველის სახელობის პრემიისა და საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატები დააჯილდოვა, - ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „პ...

მიხეილ ყაველაშვილი

1753368799

ახალი ამბები

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, გასაღების მცდელობის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, გასაღების მცდელობის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქ...

პროკურატურა

1753367155

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: 64-ვე მუნიციპალიტეტში რადიკალებს „ქართული ოცნებისგან“ მძიმე მარცხი ელოდებათ

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი მედიასთან აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე, რადიკალური ოპოზიცია 64-ვე მუნიციპალიტეტში დამარცხდება. „64-ვე...

დავით მათიკაშვილი