საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ბერლინში გაეროს სამშვიდობო მისიების მინისტერიალში მონაწილეობს

 გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დედაქალაქი გაეროს სამშვიდობო მისიების მინისტერიალს მასპინძლობს. მინისტერიალი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეპულმა, თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა გახსნეს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უმაღლესი დონის პოლიტიკურ ფორუმში ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი გერმანელი კოლეგის ბორის პისტორიუსის ოფიციალური მიწვევით მონაწილეობს. ირაკლი ჩიქოვანი სიტყვით გამოვიდა პანელურ დისკუსიაზე - სამშვიდობო მისიების რეფორმა: უფრო ეფექტიანი და უსაფრთხო სამშვიდობო ოპერაციები. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა გაეროს სამშვიდობო მისიების მნიშვნელობაზე, ახალ ინიციატივებზე, გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. როგორც მან აღნიშნა, საქართველო, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების პასუხისმგებლობიანი აქტორი წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა არა მხოლოდ გაეროს, არამედ ნატოსა და ევროკავშირის მისიებში.

მინისტერიალი მიზნად ისახავს გაეროს სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე ქვეყნების მზადყოფნას გაეროს არსებულ თუ სამომავლო სამშვიდობო მისიებში ჩართვასა და კონტრიბუციასთან დაკავშირებით. ბერლინის მინისტერიალში 112 სახელმწიფოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე გაეროს, ევროკავშირის, ნატოს, ეუთოსა და წითელი ჯვრის მაღალი დონის პოლიტიკური პირები მონაწილეობენ. გაეროს სამშვიდობო მინისტერიალი პირველად 2016 წელს ჩატარდა და მას შემდეგ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747163966

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: აშშ-ს ვესაუბრებით თანასწორად, ვინაიდან, ქვეყნის ფართობი არ განსაზღვრავს სუვერენიტეტს

 „იგრძნობა, რომ ჩვენ აშშ-ს ვესაუბრებით თანასწორად, ვინაიდან, ქვეყნის ფართობი და მოცულობა არ განსაზღვრავს სუვერენიტეტს. სუვერენიტეტს განსაზღვრავს ის პოლიტიკა, რა პოლიტიკასაც ატარებს არჩეული ხელისუფლება...

ლევან მაჭავარიანი

1747161914

ახალი ამბები

გვარამია - „MEGOBARI აქტი“, სანქციები, ეს ქართველი პოლიტიკოსების გარეშე არ ხდება, როგორ ფიქრობთ, ამერიკელი პოლიტიკოსები ყოველ დღე ამაზე ფიქრობენ რა თქვან?! ეს თავისით არ ხდება და არც მხოლოდ იმიტომ, რომ არ ხდება, რომ ხალხი ქუჩაში დგას

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გადაცემაში „რეაქცია“, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „მეგობარი აქტი“, სანქციები და საქართველოს წინააღმდეგ გატარებუ...

მთავარი არხი

1747158224

ახალი ამბები

შვეიცარიაში ქართული კულტურის დღე გაიმართა

 მიმდინარე წლის 13 მაისს შვეიცარიის ქალაქ ბაზელში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროების მხარდაჭერით, ქართული კულტურის დღე გაიმართა. საქართველოს საგარეო უწყები...

შვეიცარიაში ქართული კულტურის დღე გაიმართა

1747154922

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ სტრატეგიული შეთანხმების ფუნქციონირება, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს და ამისთვის საჭიროა ვიცოდეთ, თუ როგორია აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოზიციები საქართველოსთან დაკავშირებით

 „ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ სტრატეგიული შეთანხმების ფუნქციონირება, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს და ამისთვის საჭიროა ვიცოდეთ, თუ როგორია აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოზიციები საქართველოსთან დაკა...

მაკა ბოჭორიშვილი

1747153644

მსოფლიო

ნანა კაკაბაძე ცილისმწამებლურ კამპანიას პასუხობს - 9 მაისს გამარჯვების დღისადმი გამართულ შეკრებაზე წარმოვადგენდი ჩემს თავს და არა ორგანიზაციას

 „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში მის მიმართ განხორციელებულ ცილისმწამებლურ კამპანიას პასუხობს, რომელიც 9 მაისს გამარჯვების დღისადმი გამართულ შეკრებაზე მის დასწრებას...

ზოგადი