მამუკა მდინარაძე: გვაინტერესებს, რატომ ხდება, რომ ჩვენი და აშშ-ის ადმინისტრაციის პათოსი ერთი ერთში ემთხვევა ერთმანეთს და ამის მიუხედავად, აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტისა და ადმინისტრაციისგან ერთი სიტყვაც არ თქმულა საქართველოზე

ძალიან კარგია, საამაყოც კი შეიძლება იყოს ის ამბავი, რომ ასეთი გაბედული ტონით საუბარი დღეს ჩემს, თქვენს, ჩვენს ქვეყანას შეუძლია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ დონალდ ტრამპისთვის მიწერილი ღია წერილის შეფასებისას განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებას აინტერესებს, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან განწყობების, პათოსის და გზავნილების თანხვედრის მიუხედავად, რატომ დუმს ამ დრომდე ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოსთან მიმართებით და რატომ არის კვლავ ძალაში ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ მიღებული დანაშაულებრივი გადაწყვეტილებები.

„ჩვენ ძალიან გვაინტერესებს, რატომ ხდება ისე, რომ ჩვენი და აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის პათოსი, განწყობა, დამოკიდებულება, განსაკუთრებით, მათ მიერ გახმოვანებული და ჩვენ მიერ გაცილებით ადრე გახმოვანებული მესიჯები, ერთი ერთში ემთხვევა ერთმანეთს და ამის მიუხედავად, აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტისა და ადმინისტრაციისგან ერთი სიტყვაც არ თქმულა საქართველოზე. ამას თავისი მიზეზები აქვს, რომელსაც ჩვენ ვერ განვმარტავთ. ეს უნდა განმარტოს იმ ქვეყნის ხელმძღვანელებმა, ლიდერებმა, რომლებსაც ჯერ კიდევ ძალაში აქვთ დატოვებული ბაიდენის დანაშაულებრივი გადაწყვეტილებები, მისი ადმინისტრაციის დანაშაულებრივი დამოკიდებულების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები საქართველოს და მისი არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ. სანამ ეს არ იქნება განმარტებული და ეს გადაწყვეტილებები არ იქნება შეცვლილი, მანამდე, მთელ მსოფლიოში და არა მხოლოდ საქართველოში, ვისაც კი ეს ხმა მისწვდება, დაისმება შეკითხვა, რატომ ხდება, რომ პოზიციათა აბსოლუტური თანხვედრის მიუხედავად - მეტიც, საქართველო ასეთ პოზიციებს, რომელსაც დღეს აშშ ახმოვანებს, თვეებით და წლებით ადრეც კი ახმოვანებდა - ამის მიუხედავად, ერთი მხარდამჭერი განცხადებაც კი არ გახმოვანებულა“,  - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747203523

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: ევროპის საბჭოს მინისტერიალს გამოვიყენებთ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების გასაჟღერებლად

„ევროსაბჭოს მინისტერიალი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც ყოველწლიურად ტარდება და მასში საქართველო, როგორც ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა, მონაწილეობს“ ,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმ...

მაკა ბოჭორიშვილი:

1747202021

ახალი ამბები

საბერძნეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

საბერძნეთში, კუნძულ კასოსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სიმძლავრე 6,4 მაგნიტუდა იყო. მიწისძვრის შემდეგ, ცუნამის საფრთხე გამოცხადდა. საბერძნეთის საგანგებო სამსახურების თანამშრომლებმა მოსახლეობას სანაპიროს...

მიწისძვრა

1747200766

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია „მეგობარ აქტზე“: პარლამენტის განცხადება იქნება ღირსეული პასუხი უღირს აქტზე „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ იმ ლობისტების მიმართ, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ სრულიად აბსურდული დოკუმენტის შექმნაში

ეს [პარლამენტის განცხადება] იქნება ღირსეული პასუხი უღირს აქტზე [„მეგობარ აქტზე“]„კოლექტიური ნაცმოძრაობის“ იმ ლობისტების მიმართ, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ სრულიად აბსურდული დოკუმენტის შექმნაში, -...

ირაკლი კირცხალია

1747199510

ახალი ამბები

მტკვარში გვიან ღამით ავტომობილი გადავარდა - რამდენიმე მგზავრს მაშველები ამ დრომდე ეძებენ

თბილისში, გვიან ღამით, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროდან მტკვარში ავტომობილი გადავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, მანქანაში 4 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის ერთი გადაარჩინეს და ის საავადმყოფოში გადაი...

მტკვარში გვიან ღამით ავტომობილი გადავარდა

1747199348

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი დღეს წლიური ანგარიშით პარლამენტში წარდგება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კანონმდებლების წინაშე წლიური ანგარიშით წარდგება. როგორც ითქვა, ანგარიში მრავლისმომცველია და აღწერს როგორც საპარლამენტო საქმიანობას, ასევე პარლამენტის როლს, ქვეყანაშ...

პოლიტიკა