გვარამია - „MEGOBARI აქტი“, სანქციები, ეს ქართველი პოლიტიკოსების გარეშე არ ხდება, როგორ ფიქრობთ, ამერიკელი პოლიტიკოსები ყოველ დღე ამაზე ფიქრობენ რა თქვან?! ეს თავისით არ ხდება და არც მხოლოდ იმიტომ, რომ არ ხდება, რომ ხალხი ქუჩაში დგას

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გადაცემაში „რეაქცია“, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „მეგობარი აქტი“, სანქციები და საქართველოს წინააღმდეგ გატარებული სხვა ღონისძიებები „ქართველი პოლიტიკოსების გარეშე არ ხდება“.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი არც მხოლოდ იმიტომ არ ხდება, რომ ხალხი ქუჩაში დგას.
„MEGOBARI აქტი“, სანქციები და ა.შ. ეს ხომ ქართველი პოლიტიკოსების გარეშე არ ხდება. როგორ ფიქრობთ, რომ ამერიკელი პოლიტიკოსები ასე დაჩქარებულად ჩართულები არიან ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში იმდენად, რომ ყოველ დღე ამაზე ფიქრობენ როდის გაიტანონ სენატში, კონგრესში, ქვედა პალატაში, როდის მიიღონ და რა თქვან ამასთან დაკავშირებით, თქვენ ფიქრობთ რომ ეს თავისით ხდება? არ ხდება ეს თავისით და არც მხოლოდ იმიტომ არ ხდება, რომ ხალხი ქუჩაში დგას. ეს ასე არ ხდება. ყველა ვმუშაობთ ამაზე - მედიაც, ხალხიც და პოლიტიკოსებიც. შეუძლიათ თუ არა პოლიტიკოსებს, რომ მეტი გააკეთონ ადგილზე?!- ალბათ შეუძლიათ. ჩვენ დავსხდებით, ამაზე ვილაპარაკებთ და დარწმუნებული ვარ, რომ მეტს გავაკეთებთ. ჩამოშლა, გინდა დამხობა დაარქვით, გინდა დანგრევა რეჟიმის, გარდაუვალია,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
1747199510
ახალი ამბებიმტკვარში გვიან ღამით ავტომობილი გადავარდა - რამდენიმე მგზავრს მაშველები ამ დრომდე ეძებენ
თბილისში, გვიან ღამით, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროდან მტკვარში ავტომობილი გადავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, მანქანაში 4 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის ერთი გადაარჩინეს და ის საავადმყოფოში გადაი...
1747199348
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი დღეს წლიური ანგარიშით პარლამენტში წარდგება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კანონმდებლების წინაშე წლიური ანგარიშით წარდგება. როგორც ითქვა, ანგარიში მრავლისმომცველია და აღწერს როგორც საპარლამენტო საქმიანობას, ასევე პარლამენტის როლს, ქვეყანაშ...
1747166591
ახალი ამბებისად შეიზღუდება ელექტროენერგია 14 მაისს - იხილეთ ჩამონათვალი
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ "თელასი" ავრცელებს. ისნის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამ...
1747163966
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: აშშ-ს ვესაუბრებით თანასწორად, ვინაიდან, ქვეყნის ფართობი არ განსაზღვრავს სუვერენიტეტს
„იგრძნობა, რომ ჩვენ აშშ-ს ვესაუბრებით თანასწორად, ვინაიდან, ქვეყნის ფართობი და მოცულობა არ განსაზღვრავს სუვერენიტეტს. სუვერენიტეტს განსაზღვრავს ის პოლიტიკა, რა პოლიტიკასაც ატარებს არჩეული ხელისუფლება...
1747159752
ახალი ამბებისაქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ბერლინში გაეროს სამშვიდობო მისიების მინისტერიალში მონაწილეობს
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დედაქალაქი გაეროს სამშვიდობო მისიების მინისტერიალს მასპინძლობს. მინისტერიალი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეპულმა, თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუს...