ანა წითლიძე: გახარიამ უკვე თქვა, რომ არჩევნებში მონაწილეობას იღებს, „ლელო“ ეთერში ერთს იძახის და აქტივთან რომ ჩადის - სხვას. საბოლოოდ შეიძლება ისე მოხდეს, „ახლებმაც“ მიიღონ მონაწილეობა და დაგვტოვებენ მარტო „ნაცმოძრაობას“ ამაში

ემზადებიან არჩევნებისთვის. საბოლოოდ შეიძლება ისე მოხდეს, „ახლებმაც“ მიიღონ მონაწილეობა და დაგვტოვებენ მარტო „ნაციონალურ მოძრაობას“ ამაში, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას იაგო ხვიჩიას პოდკასტში.
„რა პროცესი მიდის - ხომ ითქვა, რომ ეს ოთხი ოპოზიციური პარტია მონაწილეობას არ იღებს [ადგილობრივ არჩევნებზე], ამ დროს, გახარიამ უკვე თქვა, რომ ვიღებ მონაწილეობას, „ლელო“ ეთერში ერთს იძახის და აქტივთან რომ ჩადის - სხვას. მე ზეპირად ვიცი მაგალითად, სამეგრელოში ვინ ეყოლებათ სიაში ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში. შტერები ხომ არ ვართ. ემზადებიან არჩევნებისთვის. საბოლოოდ შეიძლება ისე მოხდეს, „ახლებმაც“ მიიღონ მონაწილეობა და დაგვტოვებენ მარტო „ნაციონალურ მოძრაობას“ ამაში. ეს იქნება რეალობა. ოთხიდან ორი ამ ყველაფრისთვის ემზადება. მაჟორიტარებს აკომპლექტებენ და სიებს წერენ. მე ველი, რომ მარტო დავრჩებით.
არჩევნებში შანსი არ აქვს ოპოზიციას. ყველაფერს გააკეთებს ბიძინა, რომ მოგებულ უბანს წაართმევს, ჯერ ერთი ვერც მოიგებენ. წარმოდგენა არ აქვთ ბიძინა სად უყალბებს არჩევნებს“, - განაცხადა წითლიძემ.
1747206738
საზოგადოება„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებული ნანა ქადაგიშვილი: ჩემი მეუღლე დაჭერილი იყო, სააკაშვილის ძმის იურისტმა და მეგობარმა ლევან პატეიშვილმა მითხრა, ადეიშვილმა და სააკაშვილმა შემოგითვალეს, 20 მილიონ დოლარს თუ გადაიხდი, საქმეს დავხურავთო
„ჩემი მეუღლე, დაახლოებით, ერთი კვირის დაჭერილია, ლევან პატეიშვილმა მითხრა, ადეიშვილმა და სააკაშვილმა შემოგითვალეს, 20 მილიონ დოლარს თუ გადაიხდი, მაშინ დავხურავთ ამ საქმეს და ყველანი ჩვენ-ჩვენი გზით წა...
1747206236
სპორტიილია თოფურია UFC-ს მსუბუქი წონის ქამრისთვის ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდება
გუშინ, 13 მაისს, UFC-ს პრეზიდენტმა, დანა უაითმა განაცხადა, რომ 29 ივნისს ლას ვეგასში ქართველი მებრძოლი ილია თოფურია ორგანიზაციის მსუბუქი წონის (70კგ) საჩემპიონო ქამრისთვის ბრაზილიელ ჩარლზ ოლივეირას შე...
1747205038
ახალი ამბებიკახეთის პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე თურქეთის 5 მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და დეტექტივების სამმართველოების, ასევე, ამავე დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული...
1747204770
საზოგადოებაკომისიის სხდომაზე დღეს მიწვეულია ნანა ქადაგიშვილი, რომელიც „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდში უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით ისაუბრებს
დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობა პარლამენტში გრძელდება. კომისიის სხდომაზე დღეს, 14 მაისს მიწვეულია ნანა ქადაგიშვილი, რომელიც „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის პერიოდში, თავისი უფლებების შელახვის ფაქტებთან დ...
1747204209
ახალი ამბებიშსს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ განცხადებას ავრცელებს - იგეგმება მტკვრის კალაპოტში წყლის დონის შემცირება ბუნებრივ ნიშნულამდე
შინაგან საქმეთა სამინისტრო მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ განცხადებას ავრცელებს. „თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ავტო...