შალვა პაპუაშვილი გვარამიას განცხადებაზე: ეს არის ძალიან მძიმე, პროპაგანდისტული კამპანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ

„ეს არის ძალიან მძიმე, პროპაგანდისტული კამპანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ“, - განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს ნიკა გვარამიას განცხადების შეფასებისას, რომელმაც თქვა, რომ აფხაზებსა და ქართველებს ერთმანეთის მიმართ სიყვარული არ გააჩნიათ და წარსული მოვლენების გამო მხარეებს შორის ურთიერთზიზღი და მტრობა ბუნებრივად არის განპირობებული.

მისი თქმით, რიგი ოპოზიციონერების მხრიდან ცრუ ნარატივების შემოტანის მიზანი, არის რომ ქართველმა ხალხმა უარი თქვას საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობასა და ერთიანობაზე.

„ნათელია, რომ აბსოლუტურად მოწმენდილ ცაზე, ყოველგვარი მიზეზის და საბაბის გარეშე, ჩვენ ვაკვირდებით როგორ გაიშალა კამპანია ბარამიძის, სააკაშვილის, გვარამიას მონაწილეობით, რომლის მთავარი შინაარსი და გზავნილი არის - პირველი, რომ აფხაზები და ქართველები ვართ მტრები და ამას არაფერი ეშველება. ამის შემდეგ ვნახეთ აბსოლუტურად უადგილო პარალელების გავლება ყარაბაღთან. ეს არის პირდაპირი მინიშნება, რომ თუ კი უპერსპექტივოა ადამიანური ერთობა აფხაზებსა და ქართველებს შორის, თუ კი უპერსპექტივოა ჩვენი ტერიტორიული ერთობა როგორც სახელმწიფოსი, ამავე დროს თუ კი გვინდა ევროპული პერსპექტივა მაშინ უნდა ავირჩიოთ: ან უარი უნდა ვთქვათ ევროპულ პერსპექტივაზე, ან უნდა ავირჩიოთ ჩვენი ქვეყნის ერთიანობა. აი ამისკენ მიჰყავს გვარამიას, სააკაშვილს და ბარამიძეს მათი ნარატივი. საბოლოო პასუხსაც იქვე აძლევენ, რომ თუ გვინდა ევროპული პერსპექტივა და განვითარება ამ ტრავმებზე უარი უნდა ვთქვათ, ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობაზე უარი უნდა ვთქვათ, უნდა ჩავაბაროთ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთს. იქვე დამშვიდებაც მოდის, არაუშავს ჩვენ რომ გავხდებით ევროკავშირის წევრი, შემდეგ გავა დრო და ამ ტერიტორიებს დავიბრუნებთ, რაც არის მთელი სიმძიმე ამ პროპაგანდისა. ეს მართლაც ამაზრზენი კამპანიაა, რომელსაც ვხედავთ რომ არის გარედან თავსმოხვეული. ამგვარი ცრუ ნარატივების შემოტანის მიზანი არის, რომ ქართველმა ხალხმა უარი თქვას საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობასა და ერთიანობაზე“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილის თქმითვე, მსგავს კამპანია გვარამია, სააკაშვილი და ბარამიძე 2008 წლამდეც აწარმოებდნენ.

„გაიხსენეთ სააკაშვილის განცხადებები. 2008 წელს, ომამდე ის თავად სთავაზობდა რუსეთის პრეზიდენტს, რომ აფხაზეთის ნაწილი დარჩენილიყო რუსეთის გავლენის ქვეშ და ფაქტობრივად თმობდა აფხაზეთის ნაწილს. ამ გაყოფას ის საკუთარი აღიარებით სთავაზობდა რუსეთის ხელისუფლებას. ის წერილი ჩვენ ნანახი არ გვაქვს, მაშინ ჩუმად მიწერა წერილი რუსეთის ხელისუფლებას და შესთავაზა ფაქტობრივად აფხაზეთის გაყოფა. ამას მაშინაც ამით ამართლებდნენ, რომ ტრავმებს მოიშორებდნენ და უფრო მეტი პერსპექტივა გაეხსნებოდა. ასე რომ საზოგადოება ფხიზლად უნდა იყოს, ეს არის ძალიან მძიმე, პროპაგანდისტული კამპანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790084139

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით სამშვიდობო პოლიტიკას ვახორციელებთ და ჩვენი მიზანია, გაერთიანება მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოხდეს

„ამ ძალებისთვის შერიგების პოლიტიკა და ამ გზით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მიუღებელია. ამას ეწინააღმდეგებიან და ქართველებსა და აფხაზებს მტრებად ასახელებენ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“...

დავით მათიკაშვილი

1790083693

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: აღმაშფოთებელია, როცა ფარულად და როგორც ჩანს, კანონის დარღვევით ხდება საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლა, აუდიტის სამსახურის მოკვლევას დაველოდოთ

„ბევრი კითხვა არსებობს, აუდიტის სამსახური მოიკვლევს და გაარკვევს, დაირღვა თუ არა კანონი და რა ნაწილში დაირღვა, ვის რა წილი აქვს ამ პროცესში“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მახა...

ლევან მახაშვილი

1790083313

საზოგადოება

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გა...

პროკურატურა

1790082693

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 22 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.6104 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6074 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...

ლარი, ვალუტა, კურსი

1790082157

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოზე შეტევა წახალისებული იყო იმ ადამიანების მხრიდანაც, ვინც დღეს შეიძლება პრემიერს ხელს ართმევდეს, მაგრამ პოლიტიკა ასეა, არასდროს არსებობენ მუდმივი მტრები და მეგობრები

„საქართველოს რეალური საჭიროება დღეს მსოფლიოსთვის გააზრებულია, ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ამ ფუნქციის და მდგომარეობის შესაქმნელად ძალიან დიდი ძალისხმევა გასწიეს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლეს...

პოლიტიკოსი