შალვა პაპუაშვილი: მოხარული ვარ, რომ ჩემი კოლეგების მოწვევით ვიმყოფები ბელგიაში და ვსტუმრობთ ბელგიის წარმომადგენელთა პალატას და სენატს და შევხვდით მის პრეზიდენტებს

„მოხარული ვარ, რომ ჩემი კოლეგების მოწვევით ვიმყოფები ბელგიაში და ვსტუმრობთ ბელგიის წარმომადგენელთა პალატას და სენატს და შევხვდით მის პრეზიდენტებს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიუსელში შეხვედრაზე საუბრისას.

მისივე თქმით, საუბარი იყო ორმხრივ ურთიერთობებზე. ორ პარლამენტს შორის კომიტეტების დონეზეც არსებობს მჭიდრო ურთიერთობა.

„ეს ჩემი მეორე ვიზიტია ბელგიაში, 2022 წელს პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციიდან ჩემი პირველივე ოფიციალური ვიზიტი იყო ბელგიაში. საუბარი გვქონდა, რომ დღევანდელ ტურბულენტურ სამყაროში, მაშინ როდესაც ძალიან ადვილია მოძებნო საბაბები კონფრონტაციისთვის, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დიალოგისკენ სწრაფვა და იმ წერტილების მოძიება, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს და არა გვყოფს.

ამ კონტექსტში საუბარი გვქონდა საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობაზე, ვისაუბრეთ იმაზე, რომ სამწუხაროდ 2024 წლის ივნისში ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე, რომ შეეჩერებინა დიალოგი საქართველოსთან, რაც მიგვაჩნია, რომ იყო მცდარი გადაწყვეტილება და დღემდე ჩვენ ველით ამ დიალოგის აღდგენას. კოლეგებთან ამაზეც ვისაუბრეთ, რომ მნიშვნელოვანია წევრმა სახელმწიფოებმაც იმუშაონ ევროკავშირის ინსტიტუციებთან და დაარწმუნონ ისინი, რომ პასუხები არის არა კონფრონტაციას და დაპირისპირებაში, არამედ პასუხები ყოველთვის არის დიალოგში.

ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ბრიუსელი დაუბრუნდეს დიალოგის გზას. ჩვენ ამის მზაობას ყოველთვის გამოვთქვამდით და იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციებთან“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ბელგია ძალიან კონსტრუქციულად არის განწყობილი გლობალურ გამოწვევებთან დაკავშირებით.

„ბელგია ძალიან კონსტრუქციულად არის განწყობილი გლობალურ გამოწვევებთან დაკავშირებით და ბელგიის პარლამენტის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, რომ საპარლამენტო დიპლომატია უკვე თავის თავში გამორიცხავს იმას, რომ რომ იყოს სწრაფვა კონფრონტაციისკენ, ჩვენი ვალდებულებაა, რომ იყოს დიალოგი და აზრების გაზიარება.

ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმ გლობალურ გამოწვევებზე, რომელიც არსებობს სამყაროში, ვისაუბრეთ ჩვენი რეგიონის განვითარებაზე და ვფიქრობ, რომ ამ მხრივ მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენს კოლეგებს მოესმინათ ჩვენი პერსპექტივიდან დანახული ის კონფლიქტები, რომელიც დღეს ჩვენს დიდ რეგიონში არის და ასევე ის პერსპექტივები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ და ის მნიშვნელობა, რომელიც აქვს სამხრეთ კავკასიას და შუა დერეფანს იმისთვის, რომ ევროკავშირის და ბელგიის ჩათვლით მისი თითოეული წევრის მოსახლეობის კეთილდღეობა იყოს უზრუნველყოფილი“, - განმარტა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790084139

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით სამშვიდობო პოლიტიკას ვახორციელებთ და ჩვენი მიზანია, გაერთიანება მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოხდეს

„ამ ძალებისთვის შერიგების პოლიტიკა და ამ გზით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მიუღებელია. ამას ეწინააღმდეგებიან და ქართველებსა და აფხაზებს მტრებად ასახელებენ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“...

დავით მათიკაშვილი

1790083693

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: აღმაშფოთებელია, როცა ფარულად და როგორც ჩანს, კანონის დარღვევით ხდება საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლა, აუდიტის სამსახურის მოკვლევას დაველოდოთ

„ბევრი კითხვა არსებობს, აუდიტის სამსახური მოიკვლევს და გაარკვევს, დაირღვა თუ არა კანონი და რა ნაწილში დაირღვა, ვის რა წილი აქვს ამ პროცესში“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მახა...

ლევან მახაშვილი

1790083313

საზოგადოება

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გა...

პროკურატურა

1790082693

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 22 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.6104 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6074 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...

ლარი, ვალუტა, კურსი

1790082157

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოზე შეტევა წახალისებული იყო იმ ადამიანების მხრიდანაც, ვინც დღეს შეიძლება პრემიერს ხელს ართმევდეს, მაგრამ პოლიტიკა ასეა, არასდროს არსებობენ მუდმივი მტრები და მეგობრები

„საქართველოს რეალური საჭიროება დღეს მსოფლიოსთვის გააზრებულია, ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ამ ფუნქციის და მდგომარეობის შესაქმნელად ძალიან დიდი ძალისხმევა გასწიეს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლეს...

პოლიტიკოსი