ლევან მახაშვილი: აღმაშფოთებელია, როცა ფარულად და როგორც ჩანს, კანონის დარღვევით ხდება საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლა, აუდიტის სამსახურის მოკვლევას დაველოდოთ
„ბევრი კითხვა არსებობს, აუდიტის სამსახური მოიკვლევს და გაარკვევს, დაირღვა თუ არა კანონი და რა ნაწილში დაირღვა, ვის რა წილი აქვს ამ პროცესში“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილს კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ არმაზ ახვლედიანის ორგანიზებით და ევროსაბჭოს დაფინანსებით, ბახმაროში გაიმართა საგანმანათლებლო სემინარი, რომელსაც პაველ ჰერჩინსკიც ესწრებოდა. არსებული ინფორმაციით, გრანტების შესახებ კანონის შესაბამისად, დაფინანსების საკითხზე მთავრობისთვის მიმართვა და თანხმობა არ არსებობდა.
„აღმაშფოთებელია, როცა ასე ფარულად, მალულად და, როგორც ჩანს, კანონის დარღვევით ხდება საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლა და ამას ბრიუსელის ჩინოვნიკები ჰპირდებოდნენ მოსახლეობას, რომ შავ ხვრელებს იპოვიდნენ, როგორ შემოეტანათ ფული ქართულ პოლიტიკაში. საქართველო ევროსაბჭოს წევრია და ეს ორგანიზაცია ამ ფორმით ეპყრობა საკუთარ წევრ სახელმწიფოს და მოსახლეობის მიმართ უპატივცემულობას იჩენს. აუდიტის სამსახურის მოკვლევას უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, რა მოხდა. თუ ამაზე სამართლებრივი რეაგირება იქნება საჭირო, ამას სახელმწიფო გააკეთებს“,- განაცხადა მახაშვილმა.
1790085682
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: უდიდესი სკანდალი იქნება, თუკი აღმოჩნდება, რომ ევროსაბჭო გარეულია წევრ ქვეყანაში კანონმდებლობის დარღვევაში
„უდიდესი სკანდალი იქნება, თუკი აღმოჩნდება, რომ ევროსაბჭო გარეულია წევრ ქვეყანაში კანონმდებლობის დარღვევაში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან. პაპუაშვილმა აღნიშნა...
1790084139
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით სამშვიდობო პოლიტიკას ვახორციელებთ და ჩვენი მიზანია, გაერთიანება მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოხდეს
„ამ ძალებისთვის შერიგების პოლიტიკა და ამ გზით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მიუღებელია. ამას ეწინააღმდეგებიან და ქართველებსა და აფხაზებს მტრებად ასახელებენ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“...
1790083313
საზოგადოებაპროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გა...
1790082693
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 22 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.6104 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6074 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...
1790082157
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოზე შეტევა წახალისებული იყო იმ ადამიანების მხრიდანაც, ვინც დღეს შეიძლება პრემიერს ხელს ართმევდეს, მაგრამ პოლიტიკა ასეა, არასდროს არსებობენ მუდმივი მტრები და მეგობრები
„საქართველოს რეალური საჭიროება დღეს მსოფლიოსთვის გააზრებულია, ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ამ ფუნქციის და მდგომარეობის შესაქმნელად ძალიან დიდი ძალისხმევა გასწიეს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლეს...




























