მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის მოადგილეს ლინგ ძის შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის მოადგილეს ლინგ ძის შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელმაც საქართველო - ჩინეთის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე აიყვანა.
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ ორმხრივი ვაჭრობის ხელშეწყობის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბებაზე, რომელიც განსაზღვრავს პრიორიტეტულ სექტორებს. ამის მიხედვით დაიგეგმება სავაჭრო მისიები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩინეთის ბაზარზე ქართული საექსპორტო პროდუქციის ცნობადობის გაზრდასა და ქართველი მწარმოებლების სხვადასხვა გამოფენაში მონაწილეობას. ერთობლივი ჯგუფი ასევე დაგეგმავს ჩინეთიდან სავაჭრო მისიების ვიზიტებს საქართველოში და ადგილზე საწარმოების გაცნობას.
შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მნიშვნელობაზე შუა დერეფნის კონტექსტში.
ჩინეთის კომერციის მინისტრის მოადგილე ლინგ ძიმ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი მომავალი წლის პირველ ნახევარში საქართველო - ჩინეთის სავაჭრო - ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის სხდომის ჩასატარებლად ჩინეთში მიიწვია.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2026 წლის 7 თვეში სავაჭრო ბრუნვა 44%-ით, ადგილობრივი ექსპორტი კი - 185%-ით გაიზარდა. ამ მონაცემებით, ჩინეთს საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის მე-3, ხოლო ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მე-2 ადგილი უკავია, რაც ბოლო პერიოდში ჩინეთში ქართული ექსპორტის სწრაფი ზრდით არის განპირობებული. მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი ელექტრონული კომერციის მიმართულებით.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის საქმიანობა, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაში ისეთი მიმართულებით, როგორიცაა: ვაჭრობა და ინვესტიციები, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და სხვა სექტორები.
შეხვედრას ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი, ასევე საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე ესწრებოდნენ.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
1790085715
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: მოხარული ვარ, რომ ჩემი კოლეგების მოწვევით ვიმყოფები ბელგიაში და ვსტუმრობთ ბელგიის წარმომადგენელთა პალატას და სენატს და შევხვდით მის პრეზიდენტებს
„მოხარული ვარ, რომ ჩემი კოლეგების მოწვევით ვიმყოფები ბელგიაში და ვსტუმრობთ ბელგიის წარმომადგენელთა პალატას და სენატს და შევხვდით მის პრეზიდენტებს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილ...
1790085682
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: უდიდესი სკანდალი იქნება, თუკი აღმოჩნდება, რომ ევროსაბჭო გარეულია წევრ ქვეყანაში კანონმდებლობის დარღვევაში
„უდიდესი სკანდალი იქნება, თუკი აღმოჩნდება, რომ ევროსაბჭო გარეულია წევრ ქვეყანაში კანონმდებლობის დარღვევაში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან. პაპუაშვილმა აღნიშნა...
1790084139
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით სამშვიდობო პოლიტიკას ვახორციელებთ და ჩვენი მიზანია, გაერთიანება მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოხდეს
„ამ ძალებისთვის შერიგების პოლიტიკა და ამ გზით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მიუღებელია. ამას ეწინააღმდეგებიან და ქართველებსა და აფხაზებს მტრებად ასახელებენ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“...
1790083693
საზოგადოებალევან მახაშვილი: აღმაშფოთებელია, როცა ფარულად და როგორც ჩანს, კანონის დარღვევით ხდება საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლა, აუდიტის სამსახურის მოკვლევას დაველოდოთ
„ბევრი კითხვა არსებობს, აუდიტის სამსახური მოიკვლევს და გაარკვევს, დაირღვა თუ არა კანონი და რა ნაწილში დაირღვა, ვის რა წილი აქვს ამ პროცესში“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მახა...
1790083313
საზოგადოებაპროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გა...



























