შს მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 626 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა
შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 626 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა, რომელთა საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 19 მილიონ ლარს შეადგენს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალურ თანამედროვე სტანდარტების მაღალტემპერატურულ ღუმელში (ინსინერატორი) განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: „კოკაინი“, „ჰეროინი“, „მეთადონი“, “მდმა“, „ალფა-პვპ“, „კეტამინი“, „ამფეტამინი“, „კანაფი“, „ტჰკ“, „კლეფედრონი“, „ბუპრენორფინი“, „ტრამადოლი“, „კოდეინი“ და „მარიხუანა“ გაანადგურეს. ასევე, განადგურდა ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.
არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, ნარკოტიკების განადგურების პროცესში, რომელიც გარემოსდაცვითი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ჩატარდა, მუდმივმოქმედი კომისიის წევრ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, გენერალური პროკურატურისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
1774953801
ახალი ამბებისურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ნახევარფაბრიკატების არალეგალური საწარმო გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური ინსპექტირების შედეგად ნახევარფაბრიკატების საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტ...
1774953729
ახალი ამბებიპროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატუ...
1774953616
ახალი ამბებივოლსკი კობახიძე-რუბიოს სატელეფონო საუბარზე: ეს ზარი არ არის ჩვეულებრივი, ყოველდღიური მოვლენა, რუბიო არის სახელმწიფო მდივანი, რომელსაც სახელმწიფოს სახელით აქვს ლაპარაკის უფლებამოსილება
„ეს ზარი არ არის ჩვეულებრივი, ყოველდღიური მოვლენა. რუბიო არის სახელმწიფო მდივანი, რომელსაც სახელმწიფოს სახელით აქვს ლაპარაკის უფლებამოსილება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირვე...
1774953573
ახალი ამბებიარჩილ ბერიძე: ღმერთი, სამშობლო, ადამიანი - ბრძანა პატრიარქმა, ეს არის ის ღირებულებითი სამეული, რომელსაც ემყარება ჩვენი პოლიტიკაც
„პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, სამგლოვიარო დღეებში, ვიხილეთ ჩვენი საზოგადოების ნამდვილი სახე. ვიხილეთ არა მხოლოდ გლოვა, არამედ ერთობა, თანაგრძნობა და ერთმანეთისადმი პატივისცემა. მინდა გამოვყო სხვად...
1774952813
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: 17-22 მარტის მოვლენებმა პასუხი გასცა ყველა უსამართლო რეზოლუციას და თქვა, რომ ქართველი ხალხი ცალ ფეხზე დგომით არ დაელოდება არსად გაწევრიანებას
„პატრიარქი იყო რწმენის, ოჯახური ღირებულებების, მშვიდობის და ქვეყნის სუვერენიტეტის დამცველი“, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომა...




























