სოზარ სუბარი „ნაცმოძრაობის“ ციხეებზე: წამებისგან ტკივილები ისეთი გაუსაძლისი იყო, დაიწყეს განუზომელი რაოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერებების მიცემა და აბსოლუტურად არ ნაღვლობდნენ, თუ რა დაემართებოდა ადამიანის ჯანმრთელობას

„წამებისგან ტკივილები ისეთი გაუსაძლისი იყო, რომ სიტუაციის დაჭერა ციხეებში იყო ძალიან ძნელი. დაიწყეს განუზომელი რაოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერებების მიცემა და აბსოლუტურად არ ნაღვლობდნენ იმაზე, თუ რა დაემართებოდა ადამიანის ჯანმრთელობას“, - ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრმა სოზარ სუბარმა ხონის ყოფილ სასჯელაღსრულების დაწესებულებაზე საუბრისას განაცხადა.

სოზარ სუბარმა, ასევე, ისაუბრა სახალხო დამცველის აპარატის დასკვნაზე, სადაც მრავალჯერ იყო ნახსენები აღნიშნულ დაწესებულებაში არსებული არაადამიანური პირობები და მისი დახურვის რეკომენდაცია.

„რა თქმა უნდა, მაშინ ეს რეკომენდაცია არ შესრულდა და ზუსტად 2012 წელს არჩევნების წინ, რამდენიმე თვით ადრე დახურეს ხონის ციხე. შემდეგ ამბობდნენ, რომ ჩვენ ვიცოდით, რაც იყო და იმიტომ დავხურეთო. სინამდვილეში ეს მოხდა არჩევნებამდე ძალიან ცოტა ხნით ადრე. მანამდე, მთელი ამ წლების განმავლობაში ეს დაწესებულება ფუნქციონირებდა, როგორც ერთ-ერთი საწამებელი ადგილი“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ასევე ისაუბრა მაშინდელ ციხეებში სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელზე.

„უშუალოდ სიკვდილის წინ, როდესაც ლეტალური გამოსავალი იყო გარდაუვალი, პატიმრები გადაჰყავდათ სამოქალაქო საავადმყოფოში, რომ ფორმალურად მომხდარიყო მათი გათავისუფლება, რადგან გარდაცვალების ფაქტი სტატისტიკაში არ ყოფილიყო ასახული“, - დასძინა სუბარმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749456624

საზოგადოება

ნიკოლოზ გოგუაძე: თბილისის მთავარ სამმართველოში თითები დაგვამტვრიეს, დამოუკიდებლად ფეხზე ვეღარ ვიდექი. არავის ეგონა, რომ გადავრჩებოდი ისეთ დღეში ვიყავი. ციხესაც არ უნდოდა ჩემი მიღება, აქ მოგვიკვდებაო

„თბილისის მთავარ სამმართველოში თითები დაგვამტვრიეს, მე მაგალითად ფრჩხილები დამატეხეს ხელზე სკრეპის ამოსაღებით“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებულმა ნიკოლოზ გოგუაძემ პარლამენტის დ...

ნიკოლოზ გოგუაძე

1749454934

სპორტი

აშშ-ის საელჩო მერაბ დვალიშვილს გამარჯვებას ულოცავს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მერაბ დვალიშვილს გამარჯვებას ულოცავს. აშშ-ის საელჩომ სოციალურ ქსელში დვალიშვილისა და ტრამპის ფოტო გამოაქვეყნა.

მერაბ დვალიშვილ

1749454866

ახალი ამბები

გარდაიცვალა ქართული რაგბის დამაარსებელი გივი მრელაშვილი

გარდაიცვალა ქართული რაგბის დამაარსებელი, საკავშირო კატეგორიის მსაჯი, რესპუბლიკის დამსახურებული მწვრთნელი გივი მრელაშვილი.  გივი მრელაშვილი იყო მორაგბეებში ღირსების ორდენის პირველი მფლობელი, საბჭოთა კა...

გივი მრელაშვილი

1749453044

საზოგადოება

„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებული ნიკოლოზ გოგუაძე ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციაზე: ჯემალ სურამელაშვილი, ჩვენ რომ მანქანებში გადაგვანაწილეს, ჩააბეს მიკროავტობუსზე და ათრიეს მთელი გზა, ყინწვისის მონასტრიდან ცენტრალურ გზამდე

„სამწუხაროდ, ჩვენ დაგვეღუპა ჩვენთან ერთად დაკავებული ორი პატიმარი, რომლებიც ციხიდან გამოსვლიდან ძალიან მოკლე პერიოდში, მიღებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა“, - ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კ...

ნიკოლოზ გოგუაძე

1749448536

საზოგადოება

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს ყინწვისის სპეცოპერაციის საქმე განიხილება

პარლამენტში დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება. სხდომაზე განსახილველი საკითხია ყინწვისის სპეცოპერაციის სახელით ცნობილი სისხლის სამართლის საქმე. სხდომაზე მიწვეულნი არიან ზაზა გ...

კომისია