სპორტის მინისტრი ძალოსნობის საერთაშორისო და ევროპის ფედერაციების პრეზიდენტებს შეხვდა

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტ მუჰამედ ჯალუდთან და ევროპის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტ ასტრიტ ჰასანისთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა 2026 წელს ბათუმში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოში ძალოსნობის განვითარების პერსპექტივებსა და სამომავლო ერთობლივ პროექტებს.
დღეს თბილისში კახი კახიაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიხსნა. ძალოსნობის საერთაშორისო და ევროპული ფედერაციების პრეზიდენტები საქართველოში სწორედ ტურნირის ფარგლებში იმყოფებიან.
შეხვედრას სპორტის მინისტრის მრჩეველი მანანა ქავთარაძე, ევროპის ძალოსნობის ფედერაციის გენერალური მდივანი მილან მიჰაილოვიჩი, ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ლაშა ტალახაძე, ვიცე-პრეზიდენტები - კახი კახიაშვილი, ირაკლი თურმანიძე, გენერალური მდივანი რუსუდან მურადაშვილი და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე ესწრებოდნენ.
სპორტის მინისტრმა შეხვედრისას კახი კახიაშვილს ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნა მიულოცა და მას მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
ბათუმი ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატს მომავალი წლის აპრილში უმასპინძლებს. ბათუმში ევროპის ჩემპიონატი მეორედ ჩატარდება. პირველად ჩემპიონატი 2019 წელს გაიმართა - ღონისძიებამ ევროპის ფედერაციის უმაღლესი შეფასება მიიღო და მას მომავლის ჩემპიონატიც კი უწოდეს. 2026 წლის ჩემპიონატის მიმდინარეობისას აჭარას ეწვევა ათასზე მეტი სტუმარი - როგორც სპორტული, ისე საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები და გულშემატკივრები. კონტინენტის პირველობა 160 ქვეყანაში პირდაპირი ეთერით გადაიცემა.
1752425146
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ტრაგედიაა ის, რაც ხდება. როდესაც ასეთი დონის ინსტიტუციის რეზოლუციაში შედის ჩანაწერები, რომელსაც სიმართლესთან და რეალობასთან კავშირი არ აქვს
ტრაგედიაა ის, რაც ხდება. როდესაც ასეთი დონის ინსტიტუციის რეზოლუციაში შედის ჩანაწერები, რომელსაც სიმართლესთან და რეალობასთან კავშირი არ აქვს, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის საგარეო...
1752422641
მსოფლიოდონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნატოს პრობლემა მოაგვარა და წევრი ქვეყნები ახლა მშპ-ის 5%-ს გადაიხდიან - ჩვენ ნამდვილად არ გვქონდა ძლიერი პოზიცია ბაიდენის შემთხვევაში, მან არ იცოდა, სად იყო
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გასულ კვირაში ნატოს პრობლემა მოაგვარა და ახლა წევრი ქვეყნები მშპ-ის 5%-ს გადაიხდიან. ამის შესახებ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თ...
1752422501
სპორტისაქართველოს 16-წლამდე კალათბურთელ გოგონათა ნაკრებმა ევრობასკეტის C დივიზიონი მეხუთე ადგილზე დაასრულა
საქართველოს 16 წლამდე კალათბურთელ გოგონათა ნაკრებმა ევრობასკეტის C დივიზიონის მეხუთე ადგილისთვის მატჩში კოსოვო 81:67 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების რიგებში შეხვედრაში საუკეთესო 24 ქულით ანა მესტუმრიშ...
1752417533
სპორტი„სარაევოს“ თავდამსხმელის, გიორგი გულიაშვილის მიმართ ინტერესი MLS-ის კლუბმა გამოიჩინა
„სარაევოს“ გიორგი გულიაშვილის ტრანსფერში 3.7 მილიონ დოლარს სთავაზობენ და შესაძლოა, კლუბი ტრანსფერს დათანხმდეს, - ინფორმაციას ბოსნიური გამოცემა Faktor-ი ავრცელებს. „შესაძლოა, „სარაევომ“ ზაფხულის სატრან...
1752414473
ახალი ამბები„ბათუმი მოლში“ ევაკუაცია გამოცხადდა
ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, „ბათუმი მოლში” ევაკუაცია გამოცხადდა. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული სპეციალური ღონისძიებები ტარდება. „საფრთხ...