სენატორი ლინდსი გრემი აცხადებს, რომ აშშ უახლოეს დღეებში უკრაინას იარაღის რეკორდულ მარაგს მიაწვდის

აშშ უახლოეს დღეებში უკრაინას იარაღის რეკორდულ მარაგს მიაწვდის, – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, ლინდსი გრემმა „სიბიეს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ამერიკელმა სენატორმა აღნიშნა, რომ ყველა უნდა დაელოდოს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გამოსვლა 14 ივლისს.
ლინდსი გრემმა ასევე თქვა, რომ არ სურს, წინასწარ ისაუბროს დეტალებზე, თუმცა აღნიშნა, რომ აშშ ევროპელი მოკავშირეებისთვის უზარმაზარი რაოდენობის იარაღის გაყიდვას დაიწყებს, რაც უკრაინისთვის სასარგებლო იქნება.
გრემმა დასძინა, რომ ტრამპის მიერ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებებზე დაყოლიების რამდენიმეთვიანი მცდელობის შემდეგ, ახლა გარდამტეხი მომენტია.
„ტრამპმა რუსეთს კარი ღია დაუტოვა და ეს კარი მალე დაიხურება. შეერთებული შტატების სენატში კონგრესის სანქციების 85 თანასპონსორი მყავს. ტრამპს აქვს ურო პუტინის ეკონომიკასა და ყველა იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც მის საომარ მანქანას უჭერს მხარს. ჩინეთი, ინდოეთი და ბრაზილია რუსეთიდან ყიდულობენ ნავთობს, ნავთობპროდუქტებსა და სხვა საქონელს. პუტინი ამ ფულს ომისთვის იყენებს. კონგრესის ეს პაკეტი, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, პრეზიდენტ ტრამპს მისცემს შესაძლებლობას, დააწესოს 500-პროცენტიანი ტარიფები ნებისმიერ ქვეყანაზე, რომელიც ეხმარება რუსეთს და მხარს უჭერს პუტინის საომარ მანქანას. მას შეუძლია, გაზარდოს ან შეამციროს ტარიფები. მას შეუძლია 0 პროცენტამდე ან 500 პროცენტამდე ავიდეს. მას აქვს მაქსიმალური მოქნილობა. ეს ნამდვილად ძლიერი უროა, რომელიც ტრამპს აქვს ამ ომის დასასრულებლად“, – აღნიშნა ლინდსი გრემმა.
1752436102
მსოფლიოსაუთენდის აეროპორტში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა
ლონდონის საუთენდის აეროპორტში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა. ესექსის პოლიციამ მომხდარს „სერიოზული ინციდენტი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ადგილზე მუშაობენ. „საღამოს 4 საათამდე ცოტა ხნით ადრე შეგვატყობინ...
1752432973
საზოგადოებასოზარ სუბარი: სალომე ზურაბიშვილი არის გაშიფრული აგენტი, რომლის ყველა ნაბიჯი არის მიმართული ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და მისი ყველა ნაბიჯი ემსახურება უცხოელი პატრონების დავალებების შესრულებას
სალომე ზურაბიშვილი არის გაშიფრული აგენტი, რომლის ყველა ნაბიჯი არის მიმართული ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და მისი ყველა ნაბიჯი ემსახურება უცხოელი პატრონების დავალებების შესრულებას, - განაცხადა გადაც...
1752432827
საზოგადოებარატი იონათამიშვილი: არჩევნების შემდეგ ოპოზიციის ე.წ. ლიდერები პირდაპირ ამბობდნენ, რომ ეუთო/ოდირის ანგარიშები მათთვის იყო ფარატინა ფურცელი, ახლა გამოდიან და ამბობენ, რომ თურმე ეუთო/ოდირის მოწვევა მნიშვნელოვანი და გამწყვეტიც კი არის
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ ეუთო/ოდირის დასკვნასა და ოპოზიციის ლიდერების ამ დასკვნის მიმართ დამოკიდებულებ...
1752430947
მსოფლიოისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად ღაზის სექტორში დაიღუპა ათი ადამიანი, მათ შორის ექვსი ბავშვი, რომლებიც წყლის რიგში იდგნენ
ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად ღაზის სექტორში დაიღუპა ათი ადამიანი, მათ შორის ექვსი ბავშვი, რომლებიც წყლის ჭურჭლის შესავსებად რიგში იმყოფებოდნენ. დაბომბვის შედეგად კიდევ 16-მა ადამიანმა სხეულის და...
1752427883
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი: ქალბატონი დანიგანის წასვლის შემდგომ გაკეთებული ეს ბოლო ინტერვიუ და გარკვეული განცხადებები ემსახურებოდა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების კიდევ უფრო დამძიმებას და სპეკულაციური თემების გაჩენას
ქალბატონი დანიგანის წასვლის შემდგომ გაკეთებული ეს ბოლო ინტერვიუ და გარკვეული განცხადებები ემსახურებოდა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების კიდევ უფრო დამძიმებას და სპეკულაციური თემების გაჩენას. ეს რა თქმა...