მერაბ დვალიშვილი 2025 წლის საუკეთესო მებრძოლად დაასახელეს

მერაბ დვალიშვილი 2025 წლის საუკეთესო მებრძოლად დასახელდა. პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო ამერიკული ტელევიზია ESPN-ის მიერ ყოველი წლის ივლისში გაიცემა.
ESPY-ს ჯილდო სხვადასხვა სპორტში გამორჩეულ სპორტსემენებს გადაეცემათ. დაჯილდოების ცერემონიისთვის ივლისი მიზანმიმართულად არის შერჩეული, რადგან ეს დრო უმეტესად სპორტულ სეზონებს შორის შესვენებას ემთხვევა. წელს სპორტულ შედეგებს 2024 წლის პირველი ივლისიდან 2025 წლის 20 ივნისის ჩათვლით გაითვალისწინებენ. სწორედ ამიტომ ნომინანტებს შორის ვერ მოხვდა ილია თოფურია, რომელმაც დროის ამ მონაკვეთში მხოლოდ ერთი ბრძოლა მოიგო, ოქტომბერში მაქს ჰოლოუეისთან.
გამარჯვებულების გამოვლენის პროცესში მონაწილეობენ როგორც გულშემატკივრები, ისე ESPN-ის ექსპერტთა ჯგუფი ცალკეულ კატეგორიებში. წელს ESPY Awards-ის 17 ივლისს უნდა ჩატარდეს, თუმცა UFC-მ გამარჯვებული წინასწარ დაასახელა.
მერაბ დვალიშვილთან ერთად საუკეთესო მებრძოლის ნომინაციაზე წარდგენილები იყვნენ ისლამ მახაჩევი, კაილა ჰარისონი და დრიკუს დუ პლესი.
ESPN-ის მოცემულ საანგარიშო პერიოდში მერაბ დვალიშვილმა სამი სატიტული ბრძოლა მოიგო. 2024 წლის სექტემბერში შონ ო’მალის სძლია და სუპერმსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი გახდა, 2025 წლის იანვარში ტიტული პირველად უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დაიცვა, ხოლო მეორედ – კვლავ შონ ‘ომალისთან 2025 წლის ივნისის დასაწყისში.
შერეულ ორთაბრძოლებში მერაბ დვალიშვილს 20 გამარჯვება და ოთხი მარცხი უფიქსირდება. მან ზედიზედ 13 შეხვედრა მოიგო. ის პირველი ქართველი სპორტსმენია, ვინც ESPY-ს ჯილდოს მფლობელი გახდა.
1752405279
სპორტიძალოსნობაში 2026 წლის ევროპის ჩემპიონატი ბათუმში ჩატარდება
თბილისი საერთაშორისო ტურნირს „კახის თასს“ მასპინძლობს. ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებულ ტურნირზე მასპინძელ საქართველოსთან ერთად აზერბაიჯანის, სომხეთის, ბაჰრეინის, თურქეთის, რუმინეთისა და უზბ...
1752404257
მსოფლიოუკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: მოსკოვმა გვითხრა, რომ ზელენსკისთან პირისპირ შეხვედრა მხოლოდ კაპიტულაციის შემთხვევაშია შესაძლებელი
სტამბოლში გამართული რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკება არა დიალოგი, არამედ ულტიმატუმი იყო, - აცხადებს მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი კისლიცა. მისი თქმით, მოს...
1752400230
საზოგადოებალევან კოჭლოშვილი: ეს წერილი უნიჭო მცდელობაა, რომ ქართველი ხალხისგან პოლიტიკურ მოუსავლეთში მოსროლილ ოპოზიციას როგორმე სული შთაბერონ, ქვეყანას წაართვან სუვერენიტეტი, საქართველო ჩართონ ომში - ამას ვერასდროს ვერ ეღირსებით
17 ქვეყნის აგენტურისგან მკვდრადშობილი, ღირსებისგან დაცლილი წერილი, რომელიც სრულ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს სუვერენიტეტთან, ეროვნულ ინტერესებთან, ქართველი ხალხის ღირსებასთან და ნებასთან, - წერს...
1752398410
მსოფლიოთეირანი გაეროს ბირთვული ენერგიის სააგენტოსთან თანამშრომლობის წესებს განმარტავს
პარლამენტის მიერ დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, თეირანი გაეროს ბირთვული ენერგიის სააგენტოსთან (IAEA) თანამშრომლობას გეგმავს. შესაბამისი განცხადება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ გაა...
1752397197
მსოფლიოტრამპმა შესაძლოა, უკრაინისთვის სამხედრო დაფინანსება გამოყოს - CBS News
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინისთვის ახალი დაფინანსების გამოყოფას განიხილავს. აშშ-ში დიპლომატიური წყაროების ცნობით, ეს შეიძლება სულ მცირე რამდენიმე მილიარდი იყოს - ამის შესახებ „სიბიეს ნიუსი“...