ზურაბ ქადაგიძე: როდესაც სახალხო დამცველი აკრიტიკებს პარლამენტში მედიის აკრედიტაციის წესს, თავად ომბუდსმენის ოფისში თუ არსებობს ულიმიტო ღიაობა მედიისთვის

პარლამენტში ომბუდსმენის ანგარიშის მოსმენისას პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ ლევან იოსელიანს რამდენიმე კითხვა დაუსვა. დეპუტატის კითხვები შეეხებოდა ლევან იოსელიანის ანგარიშში გამოთქმულ კრიტიკას, რომელიც პარლამენტში მედიის აკრედიტაციის წესს ეხებოდა.

ზურაბ ქადაგიძემ აღნიშნა, რომ კრიტიკის შემთხვევაში საინტერესო იქნებოდა საკანონმდებლო ცვლილებებისა და ინიციატივების მოსმენა ამ საკითხზე.

„ორი კონკრეტული კითხვა მექნება. საინტერესოა, როდესაც სახალხო დამცველი აკრიტიკებს პარლამენტში მედიის აკრედიტაციის წესს, თავად ომბუდსმენის ოფისში თუ არსებობს ულიმიტო ღიაობა - შეუძლია თუ არა ნებისმიერ ჟურნალისტს წინასწარი გაფრთხილების გარეშე შევიდეს შენობაში, გადაადგილდეს ნებისმიერ ოთახში, ნებისმიერ დროს ჩართოს კამერა და ა.შ. თუ ზოგადად ევროპულ სტანდარტებზე ვსაუბრობთ, ალბათ ჩემზე უკეთ იცით, რომ ევროპარლამენტში ჟურნალისტის ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე, კონკრეტულად დერეფანში შესვლაზეც კი, წინასწარი წერილობითი ნებართვა სჭირდება.

ამავდროულად, თუკი სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ არსებული წესი დასახვეწია, რატომ ვერ მოვისმინეთ კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივა ან რეკომენდაცია? ეს კრიტიკა კრიტიკისთვის მგონია. მეორე კითხვა - ზოგადად სახალხო დამცველი ანგარიშს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს და, შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ანგარიშვალდებულმა ორგანომ პატივი სცეს იმ საკანონმდებლო ჩარჩოს, რომლის წინაშეც ის წარადგენს ამ დოკუმენტს.

არგუმენტად ნამდვილად ვერ გამოდგება, რომ სახალხო დამცველი საერთაშორისო კონვენციებს ეყრდნობა, რადგან ის, პირველ რიგში, საქართველოს კონსტიტუციური ორგანოა და აპარატმა უნდა ეცადოს, გამონახოს ოქროს შუალედი და, მინიმუმ, ინსტიტუციური აცდენა არ იყოს.

მაგალითად, მომყავს ე.წ. მე-15 თავის გენდერული თანასწორობის ცნება. გეცოდინებათ, რომ გენდერული საკითხი ქალისა და მამაკაცის თემას ეხებოდა. და გენდერში რას გულისხმობთ, ეს რიტორიკულად და ზოგადად - ტერმინი, რომელიც უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ ამოიღო ხმარებიდან - ხომ არ აჯობებს რაღაცნაირად შევცვალოთ, რათა ინსტიტუტებს შორის აცდენა არ იყოს“,- განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

დეპუტატის კითხვებზე საპასუხოდ, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ პარლამენტში დადგენილი რეგულაციებიდან, რომელიც მედიის აკრედიტაციის წესს ეხება, მხოლოდ ერთ შემთხვევაში ხედავს პრობლემას - კერძოდ, როდესაც კომენტარის დროს მედიას არ ეძლევა შესაძლებლობა დასვას დამატებითი კითხვები.

მისი განმარტებით, ის იზიარებს მიდგომას, რომ არ შეიძლება სხვისი ტელეფონის ეკრანის გადაღება და შემდეგ ამის გავრცელება, ან უკითხავად მისვლა ადამიანთან და ამ დროს გადაღება. ომბუდსმენმა, ასევე, აღნიშნა, რომ სტრასბურგში თუ ევროკავშირში არსებული წესები მისთვის მისაბაძი არ არის.

მისი შეფასებით, ყველაფერი ავტომატურად არ უნდა გადმოვიღოთ და უნდა გადმოვიღოთ მხოლოდ ის რეგულაციები, რაც შესაბამისობაშია ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782231690

ახალი ამბები

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადების, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და უკანონო წარმოებისთვის ფარული ლაბორატორიის მოწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადების, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და უკანონო წარმოებისთვის ფარული ლაბორატორიის მოწყობის ფაქტებზე უცხო ქვ...

პროკურატურა

1782230096

ახალი ამბები

შს სამინისტროს მიერ მიგრაციული პროცესების მართვის ეფექტიანი მექანიზმების შექმნის მიზნით შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

მიგრაციული პროცესების მართვის ეფექტიანი მექანიზმების შექმნისა და სახელმწიფო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებულ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქ...

შსს განცხადება

1782227798

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: რეზოლუციები ვიდრე გაჟღენთილი იქნება აბსურდით, დეზინფორმაციით, მანამდე მათ არანაირი ფასი არ ექნება და ყურადღებას არ მივაქცევთ

„რეზოლუციები ვიდრე გაჟღენთილი იქნება აბსურდით, დეზინფორმაციით, მანამდე არანაირი ფასი არ ექნება და ამას ყურადღებას არ მივაქცევთ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე...

ლევან მაჭავარიანი

1782225791

ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ედმონდო ჩირიელის შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

1782225577

ახალი ამბები

პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა და 75 ხმით მიიღო. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.   საკითხზე მომხსენ...

მაია ბითაძე