„ვისურვებდი ასეთი წარმატებული ემიგრანტი ქალები კიდევ უფრო მეტი გვყავდეს“ - ემიგრანტი ქალის ისტორია

საემიგრაციო მედიაპლატფორმა Exclusivetv.ge აგრძელებს ემიგრანტი ქალების ისტორიების გაზიარებას. ქალების, რომლებმაც ემიგრაცია გამოწვევად აქციეს და საკუთარი თავის დამკვიდრება უცხო ქვეყანაშიც შეძლეს. 

თეა მაკალათია-ტუღუში/იტალია: 6 წელია რაც იტალიაში ვცხოვრობ, შვილებთან ერთად. ემიგრაციიდან ერთი წლის შემდეგ უმცროსი ვაჟი, თორნიკე ჩამოვიყვანე. 23 წლის არის ახლა და ჩამოსვლის დღიდან თავდაუზოგავად შრომობს. აქ სწავლაც აქვს დაგეგმილი. უფროსი ვაჟი, მათე „ერაზმუსის“  სტუდენტური პროგრამით წამოვიყვანე.  პროფესიით სტომატოლოგია, აქ კი ავტოშეკეთების ცენტრში მუშაობს. ემიგრაციაში გატარებული რთული და შრომატევადი წლების შემდეგ, უარი ვთქვი 24-საათიან სამსახურზე და ახლა ე.წ. დღის სამსახური მაქვს, „ბადანტედ“ (მოხუცის მომვლელი) ვმუშაობ. კვირა დღეს კი ქალაქ ბარიში, ასოციაცია ,,იმედში", რომელსაც ცინარი ღვალაძე ხელმძღვანელობს, საკვირაო სკოლაში პატარა ქართველ ემიგრანტებს, ქართულ წერა-კითხვას ვასწავლი.

პროფესიით დაწყებითი კლასის პედაგოგი ვარ. ამ ყველაფრის მისაღწევად რთული გზა გამოვიარე, იმედი არასდროს დამიკარგავს. უფალი ყოველი სირთულის დროს ისეთ ადამიანებს მიგზავნის, რომლებიც ყოველი ახალი ნაბიჯის მანათობლები არიან. პირველ რიგში ხათუნა შარაძე, რომელმაც დიდი როლი შეასრულა ჩემი შვილის ჩამოყვანაში. მქონდა საბუთთან დაკავშირებით პრობლემები და მირჩიეს ხათუნა ბოლაშვილი, რომელმაც შესანიშნავად მომიგვარა ეს პრობლემა. როცა მე და ჩემს შვილებს იტალიური ენის პედაგოგი დაგვჭირდა, ცინარ ღვალაძე გვირჩიეს. ვისურვებდი ასეთი წარმატებული ემიგრანტი ქალები კიდევ უფრო მეტი გვყავდეს. ჩემთვის გზის მანათობლები არიან. ძალიან დამეხმარენ ჩემი თავის პოვნაში აქ დამკვიდრებაში.

მიუხედავად სირთულეებისა ვცდილობდი თავის რეალიზებას. იტალიური ენის სასწავლო კურსზე სიარული დავიწყე, რამაც ჩემი ემიგრაცია შეცვალა და საკუთარ თავთან დამაბრუნა. ქალბატონი ცინარისგან შემოთავაზება მივიღე, მის ასოციაციაში პედაგოგად მემუშავა, რაც ჩემთვის უდიდესი ბედნიერება აღმოჩნდა. ემიგრაციაში ვაკეთებ იმ საქმეს, რაც ჩემია და მაბედნიერებს. მინდა ყველა მივისწრაფოდეთ წარმატებისკენ, აი ასეთი წარმატებისკენ როცა შენი წარმატებით სხვებსაც მისცემ იმის შესაძლებლობას რომ იყვნენ რეალიზებულნი.

ჩემო გმირო ემიგრანტო ქალბატონებო, იმედი არასდროს დაკარგოთ, ვაკეთოთ გულით და სიყვარულით ჩვენი საქმე, გამოვნახოთ დრო უფრო მეტად განვითარებისთვის არ დავკარგოთ ჩვენი მე. სიყვარულით თეა მაკალათია. 

თეა მაკალათია, შვილებთან ერთად

რედაქციისგან: მოგვწერეთ თქვენი ისტორიები, რომელსაც ფართო აუდიტორიას გავუზიარებთ, რითაც ხელს შევუწყობთ ემიგრანტებში მოტივაციის გაზრდას, რათა შეცვალონ რეალობა და არ დანებდნენ.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1714334972

საზოგადოება

„აქციის იმ მონაწილეების შეკრება, რომლებიც ახლა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან, არის არასანქცირებული, მოვუწოდებთ მათ, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან“ - თბილისის მერია

„მიმდინარე წლის 22 აპრილს თბილისის მერიას წერილით მიმართა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, 29 აპრილს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ სახალხო შეკრებასთან დაკავშირებით“, -...

თბილისი

1714334846

ჰოროსკოპი

29 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ემოციები ერთმანეთს საოცარი სისწრაფით ცვლის, იმისთვის, რომ სხვათა სათამაშოდ არ იქცეთ, შეეცადეთ, აკონტროლოთ თქვენი განწყობა და გაერიდეთ გარე მოვლენებს. კურო ნუ გააზვიადებთ წვრილმან გაუგებრობას და...

ააა

1714334536

საზოგადოება

„პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო“ - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო  რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო ა...

შსს ღამე

1714332557

საზოგადოება

ქუჩების ჩამონათვალი, სადაც წყალმომარაგება შეიზღუდება

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება.  სამგორის რაიონში, ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩის N38 თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 28/04 19:20-დან 29/04 0...

წყალი შეწყდება

1714331009

საზოგადოება

შსს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მიმართავს - „კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკ...

ზოგადი