ჯანმო: საქართველო სიმსუქნის მაღალი გავრცელების მაჩვენებლის მქონე ქვეყნებს შორისაა, 10 ადამიანიდან 6-ზე მეტი ჭარბწონიანია
„საქართველო სიმსუქნის მაღალი გავრცელების მაჩვენებლის მქონე ქვეყნებს შორისაა“, - აღნიშნულის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
ექსპერტებმა ჯანმოდან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან (NCDC) და სხვა მოწვეულმა მომხსენებლებმა წარმოადგინეს მონაცემები სიმსუქნის მასშტაბის და ტვირთის შესახებ გლობალურ, რეგიონულ და ქვეყნის დონეზე, მის გამომწვევ მიზეზებსა და დეტერმინანტებზე, ამ სფეროში პოლიტიკის მიდგომებსა და ზომებზე.
NCDC-მ ასევე წარმოადგინა ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობისა და მარილის შემცირების ეროვნული სტრატეგიის პროექტები.
სიმსუქნე კომპლექსური ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც ხდება ჭარბი ცხიმის დაგროვება, რაც აზიანებს ჯანმრთელობას. უმეტეს შემთხვევაში, სიმსუქნე მრავალფაქტორული დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია ობეზოგენური გარემოს ზეგავლენით, ფსიქოსოციალური ფაქტორებით და გენეტიკური ვარიანტებით. ობეზოგენური გარემო დაკავშირებულია სტრუქტურულ ფაქტორებთან, რომლებიც ზღუდავს ჯანსაღი და მდგრადი საკვების ხელმისაწვდომობას, უსაფრთხო და მარტივ ფიზიკურ აქტივობას ყოველდღიურ ცხოვრებაში და ადეკვატური სამართლებრივი და მარეგულირებელი გარემოს არსებობას.სიმსუქნე ზრდის ტიპი 2 დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, კიბოს ზოგიერთი სახეობის რისკს და გავლენას ახდენს ძვლების ჯანმრთელობასა და რეპროდუქციაზე.
ის უარყოფითად მოქმედებს ცხოვრების ხარისხზე, ძილსა და ადამიანის მობილობაზე. სიმსუქნე ევროპაში არაგადამდები დაავადებების რიგით მეოთხე ყველაზე გავრცელებული რისკფაქტორია, მაღალი არტერიული წნევის, კვებითი რისკების და თამბაქოს მოხმარების შემდეგ. ასევე მაღალია სიმსუქნის ეპიდემიის გავლენა ეკონომიკაზე.ჭარბი წონა ბავშვებში და მოზარდებში გავლენას ახდენს მათ ჯანმრთელობაზე და ასოცირდება როგორც ტიპი 2 დიაბეტის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების უფრო დიდ რისკთან და მათ ადრეულ გამოვლენასთან, ასევე არასასურველ ფსიქოსოციალურ შედეგებთან.
საქართველო სიმსუქნის მაღალი გავრცელების მაჩვენებლის მქონე ქვეყნებს შორისაა როგორც ჯანმოს ევროპის რეგიონში, ასევე მთელს მსოფლიოში: 10 ზრდასრული ადამიანიდან 6-ზე მეტი ჭარბწონიანია, მათ შორის 3 - მსუქანი.
გარდა ამისა, 2021 წლის მონაცემებით, საქართველოში 7-9 წლის სკოლის მოსწავლეების 27% ჭარბწონიანია, ხოლო - 11% მსუქანი.
ამ საკითხების გადასაჭრელად, მონაწილეები ჩაერთნენ პარალელურ სესიებში, რომელთა მთავარი ფოკუსი იყო ჯანსაღი კვება და სიმსუქნის მკურნალობის/მართვის პოლიტიკა.
„ჯანმო მოუწოდებს ქვეყნებს შეიმუშაონ და განახორციელონ სიმსუქნის პრევენციისა და კონტროლის სახელმწიფო პოლიტიკა, რათა შემცირდეს მასთან დაკავშირებული უზარმაზარი ტვირთი. როგორც დღეს იქნა განხილული, სიმსუქნესთან ბრძოლის საუკეთესო პრაქტიკა მოიაზრებს ყოვლისმომცველ მიდგომებს, როგორიცაა ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობა, ჯანსაღი კვების პოლიტიკა სკოლებში, ძუძუთი კვების ხელშეწყობა, არაჯანსაღი პროდუქტების მარკეტინგის შეზღუდვა, შაქრიანი სასმელების დაბეგვრა, საკვების ეფექტური ეტიკეტირების დანერგვა, ჯანსაღი საკვების წარმოების და მარკეტინგის მხარდაჭერა, წონის კლებისა და მართვის სერვისების განვითარება და ხელმისაწვდომობა“, - ამბობს ჯანმოს წარმომადგენელი საქართველოში სილვიუ დომენტე.
ინფორმაციისთვის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსთან ერთად ჩაატარა ფორუმი „პოლიტიკის დიალოგი: სიმსუქნის პრობლემის დაძლევა საქართველოში - მტკიცებულებებიდან ქმედებამდე“, რომელსაც დაესწრნენ ექსპერტები და პოლიტიკის შემქმნელები მრავალი სექტორიდან, სიმსუქნის მზარდი პრობლემის გადასაჭრელად.
1732199610
სოციალური მედია„ძალიან მომწონს ქალი საჭესთან, არ აქვს მნიშვნელობა რა მანქანაზე“ - რას წერს რეპერი „მასტერი“
რეპერი გიორგი პავლიაშვილი, იგივე „მასტერი“ სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც იმ პრობლემაზე საუბრობს, რომლებსაც მძღოლები ხშირად აწყდებიან. „დალნებს რომ გინთებენ, უკნიდან გადასვლა არ ტეხავს დამიჯ...
1732194564
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 21 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7433 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7484 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1732190510
ახალი ამბებიმიტროპოლიტი საბა: პატრიარქმა დალოცა ჩვენი ქვეყანა და ბრძანა, რომ ეს არჩევნები ჩატარდა და უნდა მივიღოთ ის შედეგები, რომელიც რეალურად დადგა
მთავარანგელოზთა დღესასწაულზე ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ მოსახლეობას მიმართა და პატრიარქის განცხადებაზე ისაუბრა. როგორც სასულიერო პირმა აღნიშნა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყა...
1732189015
ჰოროსკოპი26 ნოემბრიდან 15 დეკემბრამდე პერიოდი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის საყურადღებოა - რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ პრობლემები თავიდან აირიდოთ?
პლანეტა მერკური ინტელექტის, ლოგიკის, აზროვნების, კომუნიკაციისა და ანალიტიკური უნარების სიმბოლოა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ის გვეხმარება, ბევრი რამ ვისწავლოთ, ერთმანეთთან დავაკავშიროთ, ლოგიკური გადა...
1732185049
სოციალური მედია„თქვენი სახელიც ნაბ**ვარი იქნება...“ - რა შეტყობინება მიიღო თამუნა მუსერიძემ „დედულეთიდან“
ტელეწამყვანი და ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე მრავალშვილიანი დედაა. იგი სოციალურ სივრცეში აქტიურობით გამოირჩევა, მეტიც თამუნა მუსერიძემ დააფუძნა ჯგუფი „ვეძებ“, რომლითაც საზოგადოებას დაკარგული და გაშვილებ...