ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 31 დეკემბრამდე მნიშვნელოვანი ცვლილებები და წარმატება ელის

2024 წლის დასრულებამდე ცოტა დრო რჩება და ალბათ, ბევრი ადამიანი ცდილობს, ყველა ის გეგმა თუ საქმე, რაც მიმდინარე წლისთვის ჰქონდათ დაგეგმილი, საბოლოოდ დაასრულონ, შეაფასონ წარმატება და გააანალიზონ ის საკითხები, რომლებიც არ გამოუვიდათ. ასტროლოგებმა ზოდიაქოს 3 ნიშანი დაასახელეს, რომლებსაც პლანეტებმა 2025 წლის დაწყებამდე მნიშვნელოვანი სიურპრიზი და გამართლება მოუმზადეს: 

ვერძი

2024 წლის ბოლოს ვერძის ნიშნის წარმომადგენლები ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევენ. ჰირონი აღნიშნულ ნიშანში რეტროგრადულ მოძრაობას 29 დეკემბერს დაასრულებს, რაც ძველ შეცდომებსა და წარსულის ტრავმებს კიდევ ერთხელ გაგახსენებთ. თუმცა, ამ ემოციებთან გამკლავებას მარტივად შეძლებთ.

2024 წლის ბოლო დღეები თქვენთვის “ბორკილებისაგან გათავისუფლებას” დაემსგავსება. შეძლებთ, საბოლოოდ დაუსვათ წერტილი ყველა იმ ნეგატიურ ემოციას, ურთიერთობასა თუ საქმეს, რომლებიც აქამდე მოსვენებას არ გაძლევდათ. 2025 წელი კი ახალი შესაძლებლობებით და წარმატებით დაიწყება და იმ მიზნებზე კონცენტრირებას მოახერხებთ, რომელთა განხორციელებაც სულ გინდოდათ, მაგრამ აქამდე მოტივაცია და შემართება არ გყოფნიდათ.

თხის რქა

თხის რქის ნიშანში რომანტიკისა და სიყვარულის პლანეტა – ვენერა 11 ნოემბერს შევიდა. ამიტომაც, პირადი ცხოვრების გააქტიურება და ამ მიმართულებით სიახლეები თხის რქებს ნამდვილად არ მოაკლდებათ. მეგობრობა და სიყვარული იქნება ის მთავარი თემები, რაც წლის ბოლომდე არაერთ დადებით ემოციას მოგიტანთ. თვითშეფასების გაზრდას იგრძნობთ და ეს წარმატების მიღწევასა და საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოხატვაში განსაკუთრებით დაგეხმარებათ.

21 დეკემბერს კი თხის რქის სეზონი იწყება. წლის ბოლომდე გექნებათ შანსი, ყველაფერი რაც წამოიწყეთ, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო შუა გზაზე გააჩერეთ, საბოლოოდ დაასრულოთ და თავი ბედნიერად იგრძნოთ. ვარსკვლავები არაერთ სასიამოვნო სიურპრიზს გიმზადებენ. მთავარია, გამოავლინოთ მონდომება და სიახლეებისათვის მზად იყოთ.

თევზები

პლანეტა ნეპტუნი თევზების ნიშანში 7 დეკემბრამდე რეტროგრადულ მოძრაობაში იქნება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, 7 დეკემბრის შემდეგ თევზებისთვისაც “ბორკილების მოხსნის” ეტაპი დაიწყება. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები შვებას იგრძნობენ და ბევრი რამ, რაზედაც ადრე განსაკუთრებით ნერვიულობდნენ, აზრს დაკარგავს. მიხვდებით, რომ ის სულაც არ იყო ასეთი მნიშვნელოვანი. გააცნობიერებთ თქვენს ემოციებს და საბოლოოდ მოიხსნით ვარდისფერ სათვალეს…

7 დეკემბრის შემდეგ თქვენს ცხოვრებაში სიცხადის ეტაპი დაიწყება, როცა ადამიანების რეალურ სახესაც დაინახავთ და აღმოაჩენთ იმასაც, რომ საკუთარ თავზე უკეთ უნდა იზრუნოთ. 2025 წლის დასაწყისი კი მოგცემთ შესაძლებლობას, თქვენი ბევრი სურვილი და მიზანი რეალობად აქციოთ და დიდ წარმატებას მიაღწიოთ.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1732199610

სოციალური მედია

„ძალიან მომწონს ქალი საჭესთან, არ აქვს მნიშვნელობა რა მანქანაზე“ - რას წერს რეპერი „მასტერი“

რეპერი გიორგი პავლიაშვილი, იგივე „მასტერი“ სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც იმ პრობლემაზე საუბრობს, რომლებსაც მძღოლები ხშირად აწყდებიან.  „დალნებს რომ გინთებენ, უკნიდან გადასვლა არ ტეხავს დამიჯ...

რეპერი

1732194564

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 21 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7433 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7484 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ზოგადი

1732190510

ახალი ამბები

მიტროპოლიტი საბა: პატრიარქმა დალოცა ჩვენი ქვეყანა და ბრძანა, რომ ეს არჩევნები ჩატარდა და უნდა მივიღოთ ის შედეგები, რომელიც რეალურად დადგა

მთავარანგელოზთა დღესასწაულზე ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ მოსახლეობას მიმართა და პატრიარქის განცხადებაზე ისაუბრა. როგორც სასულიერო პირმა აღნიშნა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყა...

მიტროპოლიტი საბა

1732189015

ჰოროსკოპი

26 ნოემბრიდან 15 დეკემბრამდე პერიოდი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის საყურადღებოა - რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ პრობლემები თავიდან აირიდოთ?

პლანეტა მერკური ინტელექტის, ლოგიკის, აზროვნების, კომუნიკაციისა და ანალიტიკური უნარების სიმბოლოა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ის გვეხმარება, ბევრი რამ ვისწავლოთ, ერთმანეთთან დავაკავშიროთ, ლოგიკური გადა...

ჰოროსკოპი

1732185049

სოციალური მედია

„თქვენი სახელიც ნაბ**ვარი იქნება...“ - რა შეტყობინება მიიღო თამუნა მუსერიძემ „დედულეთიდან“

ტელეწამყვანი და ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე მრავალშვილიანი დედაა. იგი სოციალურ სივრცეში აქტიურობით გამოირჩევა, მეტიც თამუნა მუსერიძემ დააფუძნა ჯგუფი „ვეძებ“, რომლითაც საზოგადოებას დაკარგული და გაშვილებ...

ტელეწამყვანი