„აქ რომ მოდიხართ და ბადანტეებად მუშაობთ, რატომ გაქვთ სახლები მიტოვებული და რატომ არ ამუშავებთ მიწებსო?“ - სოციალური მედია
სოფლის მეურნეობის განვითარების ჯგუფში, ჯგუფის ერთ-ერთი მომხმარებელი იტალიელ ოჯახთან გამართულ დიალოგის დეტალებზე წერს, რომელიც საქართველოს და ქართველ ხალხს ეხება, რომელსაც თქვენ გიზიარებთ.
მოგესალმებით მეგობრებო!
დღეს იტალიაში ერთ-ერთ ოჯახში საუბრისას, რუსეთ-უკრაინის ომის თემასთან დაკავშირებით გაგრძელდა საქართველოზე საუბარი, სადაც, მე ჩემს საქართველოს და ქართველებს ძალიან ვაქებდი, თუ როგორი შრომის მოყვარული ერი ვართ და უმაღლეს მწვერვალზე ამყავდა ქართველები. შეძლებისდაგვარად ვაცნობდი, ჩვენს კულტურას. აღვნიშნე მთავრობის უყურადღებო დამოკიდებულება მოსახლეობის მიმართ, თუ როგორ გახდა მოსახლეობა იძულებული რომ ემიგრანტები გამხდარიყვნენ და საქართველოში რომ სამსახურები არ არის და შეუძლებელია იქ არსებობა-თქო.
იტალიელმა ასეთი რამ მითხრა:
ჩემს ძმისშვილს ჰყავს ქართველი ცოლი, 5 წელიწადია საქართველოში ცხოვრობენ. იყიდეს მიწები, ამუშავებენ მიწებს, ჰყავთ შინაური ცხოველები და ფრინველებიო. მოსავალს მაღაზიებში აბარებენ და ძალიან მოსწონს საქართველოში ცხოვრების პირობებიო. ყველანაირი პირობები აქვს სოფელი რომ განავითაროო. ძალიან ბევრი მიწები და სახლები ყოფილა უპატრონოდ მიტოვებულიო. აქ რომ მოდიხართ და ბადანტეებათ მუშაობთ, რატომ გაქვთ სახლები მიტოვებული და რატომ არ ამუშავებთ მიწებსო?? თქვენ რომლებსაც მთავრობა არ მოგწონთ და იმ ხალხსაც, რომლებიც სოფლებში მუშაობენ და სოფლის მეურნეობას მისდევენ, ორივე მხარეს ხომ ერთნაირი მთავრობა გყავთ და ისინი როგორ მუშაობენ და თქვენ რატომ გარბიხართ ქვეყნიდანო!? მით უმეტეს თქვენი ქვეყანა ყველაფრით მდიდარი ყოფილაო. რატომ არ მუშაობთ თქვენს ქვეყანაში და აქეთ რატო გამორბიხართო???
პასუხი რა ვუთხრა? არადა 100 % სიმართლე მითხრა. ისეთი შეგრძნება დამეუფლა უხერხულობისაგან, თითქოს რაღაც სიმართლე დამიმტკიცეს და ტყუილში გამომიჭირესთქო. რა ვუთხრა რატომ არის უცხოელისთვის ან ზოგიერთისთვის პერპექტიული საქართველოში მუშაობა და ჩვენ ზოგიერთები რატომ არ ვამუშავებთ ჩვენს მიწებსთქო?? ძნელია სიმართლის აღიარება. რა ვთქვა რით ვიმართლო თავი??
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 “ქალაქ ბარიში წმინდა ნიკოლოზის ქანდაკება გაქურდეს” - ირმა მაისურაძე
📌 ორი “ბადანტეს” მკვლელობისთვის მამაკაცს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს
📌 „ჩვენს ქუჩაზე ლტოლვილები მოვიდნენ“ - იტალიაში მცხოვრები, ქართველი პროფესორის სულის შემძვრელი წერილი
1784139694
ახალი ამბებიშიო მესამე: დღევანდელი დღე მოგვიწოდებს, დავფიქრდეთ და მივმართოთ დედა ღვთისმშობელს ლოცვით, შეგვეწიოს ჩვენი ვნებების დაძლევაში, ცოდვებისგან ჩვენი სულის განწმენდაში, ჩვენი სულიერი შესამოსლის განსპეტაკებაში
„დღევანდელი დღე მოგვიწოდებს, დავფიქრდეთ და მივმართოთ დედა ღვთისმშობელს ლოცვით, შეგვეწიოს ჩვენი ვნებების დაძლევაში, ცოდვებისგან ჩვენი სულის განწმენდაში, ჩვენი სულიერი შესამოსლის განსპეტაკებაში... თავის...
1784138858
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი მარკო რუბიოს ორგანიზებულ ფორუმში მაკა ბოჭორიშვილის მონაწილეობაზე: თუ ხელისუფლება მართლაც „არალეგიტიმურია“, მაშინ რატომ ზის მისი ვიცე-პრემიერი არა შემთხვევითი სტუმრის სტატუსით, არამედ როგორც სრულუფლებიანი მონაწილე
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება საერთაშორისო მინისტერიალს და აღნიშნავს, რომ ღონისძიებაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა წინააღმდეგობაში მოდ...
1784136561
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა - მხარეებმა პირდაპირი ფრენების სიხშირის გაზრდაზე იმსჯელეს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიის, China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ხე სიაოც...
1784134252
ახალი ამბებიპროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 121 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 121 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალა...
1784133607
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ვნახავთ კიდევ უფრო მეტ რეისს კიდევ უფრო მეტი მიმართულებიდან
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ China Eastern Airlines-თან ერთად ვწერთ ახალ ისტორიას“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით გ...































