“რუსები არ გაჩერდებიან უკრაინაში. მათი მიზანია გავლენა მოახდინონ მთელ ევროპაზე!” - ზელენსკიმ იტალიის პარლამენტს მიმართა
დღეს, 22 მარტს, იტალიის დროით 11 საათზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიის პარლამენტს სიტყვით მიმართა. ExclusiveTV მკითხველს გამოსვლის სრული ტექსტის თარგმანს სთავაზობს:
"ძვირფასო იტალიელებო,
დღეს მე ვესაუბრე რომის პაპ ფრანცისკეს და მან მნიშვნელოვანი სიტყვები თქვა.
მე მესმის როგორც მშვიდობის სურვილი, ასევე სამშობლოს დაცვის სურვილი, ეს ყველას ვალდებულებაა.
მე ვუპასუხე და ვუთხარი, რომ ჩვენი ხალხი იძულებული გახდა გარდაქმნილიყო ჯარად, რადგან მტრის ჯარმა ჩვენი მიწების სისხლით მორწყვა დაიწყო.
რამდენიმე დღის წინ, ფლორენციაში შეკრებილ ადამიანებს მივმართე და ვთხოვე დაემახსოვრებინათ რიცხვი 79. ეს იყო იმ მომენტისთვის დაღუპული ბავშვების რაოდენობა, ახლა ეს რიცხვი, 117-მდე გაიზარდა. ეს არის ფასი, რომელსაც იმიტომ ვიხდით, რომ ომი გაჭიანურდა. გვყავს ათასობით დაჭრილი. ასიათასობით განადგურებული ცხოვრება, მოტოვებული სახლები. ქალაქების უბნებში და სკვერებში ადამიანებს საერთო საფლავებში მარხავენ. სამწუხაროდ, რიცხვი 117, არ იქნება საბოლოო რიცხვი.
რატომ ანგრევს რუსეთი ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობის ცხოვრებას? რუსული არმია არ წყვეტს მკვლელობებს და არ წყვეტს ქალაქების განადგურებას, მაგალითად ისეთი როგორიც არის მარიუპოლი, რომელსაც ნახევარი მილიონი მცხოვრები ჰყავდა და რომელიც თქვენი გენუას მსგავსია. წარმოიდგინეთ სრულიად დამწვარი გენუა, საიდანაც ადამიანები გარბიან მანქანებით და ავტობუსებით. მათ უწევთ გაქცევა სიცოცხლის შესანარჩუნებლად.
გესაუბრებით კიევიდან, დედაქალაქიდან, საიდანაც იწყება ჩვენი კულტურა, ჩვენი, იმ დიდი ხალხის, რომელიც ახლა გადარჩენის ზღვარზეა და ამ ტრაგედიების გადალახვის შემდეგ, სჭირდება მუდმივი მშვიდობა, როგორც მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქალაქს.
თუმცა, რეალობა ისაა, რომ კიევს უტევენ რაკეტები და გამუდმებით ისმის განგაშის სიგნალები. რუსები გვძარცვავენ, ითვისებენ ჩვენს ქონებას. ეს, უკვე მოხდა ევროპის ისტორიაში ნაცისტების მიერ. ნაღმავენ პორტებს, ანგრევენ ყველაფერს.
ყველაფერი უნდა გაკეთდეს მშვიდობის უზრუნველსაყოფად მას შემდეგ, რაც მხოლოდ ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა ამ ომის დაწყება.
ისინი არ გაჩერდებიან უკრაინაში. მათი მიზანია გავლენა მოახდინონ მთელ ევროპაზე და ხელყონ თავისუფლება, დემოკრატია და მისი ღირებულებები. უკრაინა ევროპის კარიბჭეა რუსული არმიისთვის და მათ ევროპაში უნდა შემოსვლა, მაგრამ ბარბაროსობა იქ არასდროს უნდა შევიდეს!
ჩვენ, უკრაინელები, პანდემიის დროს მხარში დაგიდექით, გამოვგზავნეთ ჩვენი ექიმები, ისევე როგორც თქვენ გაგვიწიეთ დახმარება ბოლო წყალდიდობის დროს. 27 დღეა რაც უკრაინაზე თავდასხმა გრძელდება, ევროპამ უნდა გააგრძელოს ახალი სანქციების დაწესება რუსეთისთვის, რათა უკრაინას არ მოუწიოს ჯარისკაცების ძებნა მთელ მსოფლიოში. საჭიროა რუსეთზე ზეწოლა.
უკრაინა ყოველთვის იყო ხორბლისა და პირველადი მოხმარების პროდუქტებისა და ნედლეულის ექსპორტიორი. როგორ შევძლებთ დავთესოთ და მივიღოთ მდიდარი მოსავალი, თუ ჩვენი პირველადი საზრუნავი მუდმივი საარტილერიო თავდასხმებისგან თავდაცვა იქნება? ფასები გაიზრდება და ხალხს დახმარება დასჭირდება.
თქვენ კარგად იცნობთ უკრაინელებს, იცით, რომ მშვიდობიანი ერია. იცით, ვინ მოინდომა ომი!
ყველაფრის ბლოკირება უნდა მოვახდინოთ, უნდა გაიყინოს რუსეთის ყველა მნიშვნელოვანი პირის აქტივები, ანგარიშები, უძრავი ქონება. იტალიას ყველა იყენებს შვებულების გასატარებლად. აღარ უნდა მიიღოთ ეს ადამიანები. ასევე მხარი უნდა დაუჭიროთ ემბარგოს, არ უნდა შეუშვათ რუსული გემები თქვენს პორტებში. არ უნდა დაუშვათ გამონაკლისი არც რუსული ბანკების შემთხვევაში.
ომი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს და ჩვენ თქვენთან ერთად, იტალიასთან, ევროპასთან ერთად, აღვადგენთ უკრაინას. აღფრთოვანებული ვარ თქვენი გულწრფელობით და ურთიერთობების სიმყარით. ვიცი, რას ნიშნავს თქვენთვის ოჯახი. გმადლობთ ამდენი ლტოლვილის მიღებისთვის, 70 000 უკრაინელის შეფარებისთვის, რომელთაგან 25 000 ბავშვია. იტალიაში დაიბადა პირველი უკრაინელი ბავშვი, რომელიც ომს გამოექცა.
ჩვენ გვინდა მშვიდობიანი უკრაინა და თქვენ ომის პირველივე დღიდან გვიჭერდით მხარს. უკრაინელებს ეს ყოველთვის ემახსოვრებათ!
გმადლობთ, დიდება უკრაინას!"
იტალიის პარლამენტი ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლას რამდენიმეწუთიანი აპლოდისმენტებით შეხვდა.
იტალიურიდან თარგმნა ნინა მამუკაძემ
1786611342
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი „სუხიშვილებზე“: როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ რუსეთში ჩასვლა არ არის პრობლემა და ეს მიუღებელი მხოლოდ უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ ხდება, ჩნდება ლეგიტიმური კითხვა - ეს დაკვეთაა თუ ტრენდზე აყოლა?!
„სამწუხაროა, როდესაც ჩვენს ქვეყანაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ აგენტურული ოპოზიცია, მათთან აფილირებული NGO სექტორი და კულტურის სფეროს რიგი წარმომადგენლები ინარჩუნებდნენ რუსეთის მიმართ ნორმალურ დამოკიდ...
1786609510
ახალი ამბებიიონათამიშვილი აფხაზეთში საწვავის შეტანაზე: ყველა აგენტი დამწკრივდა და დაიწყეს ერთი მესიჯის გავრცელება, თითქოს ეს ტვირთი განკუთვნილი იყო რუსეთის სამხედრო ძალისთვის და საქართველო, მათი ფორმალური სამშობლო ლამის ომის თანამონაწილედ გამოაცხადეს
უკლებლივ ყველა აგენტი დამწკრივდა და დაიწყეს ერთი მესიჯის გავრცელება, თითქოს ეს ტვირთი განკუთვნილი იყო რუსეთის სამხედრო ძალისთვის და საქართველო, მათი ფორმალური სამშობლო ლამის ომის თანამონაწილედ გამოაცხ...
1786607006
ახალი ამბებისამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 55 პირია
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლა წარმოადგენს. აღნიშნული მიმართულებით, სამართალდამცველები მთელი ქვეყნის მასშტაბით, უწყვეტ რეჟიმში, კო...
1786605789
ახალი ამბებისაქართველო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში (WIPO) ცენტრალური ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების (CEBS) ჯგუფის კოორდინატორი გახდა
საქართველო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში (WIPO) ცენტრალური ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების (CEBS) ჯგუფის კოორდინატორი გახდა. CEBS ჯგუფში, რომელსაც ერთი წლის ვადით საქართველო უხე...
1786604215
ახალი ამბებიგომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულების მდგომარეობას საავადმყოფოში ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გაეცნო
გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. პაციენტების მდგომარეობას ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გაეცნო. ექიმის შეფასებით, ორი...































