იტალიაში გარდაცვლილი ემიგრანტის კრემაციის საკითხი სიმართლეს არ შეესაბამება, გარდაცვლილს სამშობლოში ხუთშაბთს გადაასვენებენ

ემიგრანტის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მეტად სენსიტიური საკითხი გახლავთ და საემიგრაციო საზოგადოებაში ყოველთვის დიდი ვნებათაღელვას იწვევს. გავრცელებულმა ინფორმაციამ, თითქოს იტალიაში კერძოდ ნაპოლში გარდაცვლილ ემიგრანტს, 68 წლის ელენე ხუციშვილის სხეულს კრემაცია ჩაუტარდება,  დიდი შეშფოთება გამოიწვია.

გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად exclusivetv.ge ნაპოლში მოღვაწე ქართველ ემიგრანტს, სოციალური ხელშეწყობის ასოციაცია „ნინა და საქართველო“-ს პრეზიდენტს, ნინა ლაფაჩიძეს დაუკავშირდა:

ნინა ლაფაჩიძე

- ქალაბტონო ნინო,  შოთა სიხარულიძის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ემიგრანტის ელენე ხუციშვილის სხეულს კრემაცია ჩაუტარდება, შეესაბამება თუ არა სიმართლეს?

- გარდაცვლილი ემიგრანტის ელენე ხუციშვილის გადასვენება ხუთშაბათს მოხდება. ხუციშვილთან ერთად გადაასვენებენ კიდევ ერთ ქართველ ემიგრანტს. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ხუციშვილის სხეულს კრემაცია უტარდება, არის სიცრუე და არ შეესაბამება სიმართლეს. კრემაციის შესახებ გავრცელებულმა არასწორმა ინფორმაციამ ემიგრანტ ქართველებში პანიკური შიში გამოიწვია.

აქვე მინდა მივმართო საინფორმაციო საშუალებებს და იმ პირებს, ვინც საემიგრაციო საკითხებს აშუქებს, რომ ინფორმაციას გადამოწმების გარეშე ნუ გაავრცელებენ.

ასევე გასათვალისწინებელია სხვა ემიგრანტების ფაქტორი, რომლებიც ამ ვერაგ ვირუსს ებრძვიან. როდესაც საემიგრაციო საზოგადოებაში გავრცელდა ჭორი კრემაციის შესახებ, ამ ინფორმაციამ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა, რადგან თითოეულმა მათგანმა თავი არსებულ სიტუაციასთან გააიგივა.

- თუ შეგიძლიათ გვითხრათ, როგორ ხდება გარდაცვლილი ემიგრანტის  გადასვენება და ვინ უზრუნველყოფს ამ პროცესს?

- გარდაცვლილ ემიგრანტთა სამშობლოში გადასვენებას საკონსულო უზრუნველყოფს. როგორც ასოციაციის პრეზიდენტს, ხშირად მიწევს მათთან კომუნიკაცია. ასეთ დროს საკონსულო შესაძლებლობების მაქსიმუმს იყენებს.  გადასვენება ყოველთვის ხდება ოჯახის წევრებთან შეთანხმების შედეგად და ჩემს პრაქტიკაში არასდროს მქონია შემთხვევა, რომ რომელიმე ემიგრანტის სხეულს კრემაცია ჩატარებოდა.

თითოეულ ემიგრანტს, ამ რთულ ვითარებაში, გამძლეობას და ჯანმრთელობას ვუსურვებ. გავუფრთხილდეთ და პატივი ვცეთ ერთმანეთს, ეს ერთადერთი იარაღია, რითაც ჩვენ ერთმანეთის მხარდაჭერას შევძლებთ. 

ავტორი: ხათუნა შარაძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776421188

ახალი ამბები

როგორი ამინდია უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი?

გარემოს ეროვნული სააგენტო 18-20 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 აპრილს საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამი...

ამინდი პროგნოზი

1776420173

ახალი ამბები

„ტკივილი და სიცარიელე“ - ორბანმა საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის დამარცხებაზე პირველი კომენტარი გააკეთა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის დამარცხებაზე პირველი კომენტარის გაკეთებისას განაცხადა, რომ „ტკივილსა და სიცარიელეს“ გრძნობს. ამის შესახებ ორბანმა Patriót...

ვიქტორ ორბანი

1776420095

ახალი ამბები

ლაშა შავდათუაშვილმა მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი იპონით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალშია!

თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე 73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილი ფინალში იასპარეზებს. მან ნახევარფინალში ფრანგი გაბა დამატებით დროში დაამარცხა.

ლაშა შავდათუაშვილი

1776419868

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ნუმან ქურთულმუშს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა თურქ კოლეგას მიუსამძიმრა ბოლო დღეებში თურქეთის სკოლებში მომ...

შალვა პაპუაშვილი

1776419835

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: საქართველო 23 საუკუნისაა, ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეში მთავარი ინსტრუმენტი იყო დიპლომატია, ამიტომ, ჩვენ გვჯერა დიპლომატიის და მისი როლის

ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეში მთავარი ინსტრუმენტი იყო დიპლომატია, ამიტომ, ჩვენ გვჯერა დიპლომატიის და მისი როლის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმ...

ირაკლი კობახიძე