ბესო ხარძიანი დროებით საგამოძიებო კომისიაზე: არ ვართ შურისმაძიებლები, მაგრამ სიმართლის მაძიებლები ნამდვილად ვართ. ამ ადამიანებმა კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს უნდა იყოს დასანახავად, რომ მათ დააშავეს და უნდა დაისაჯონ

ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის შვილმა, ბესო ხარძიანმა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დასასრულს მადლობა გადაიხადა კომისიის შექმნისთვის.
როგორც მან აღნიშნა, ყველასთვის უნდა იყოს მაგალითი, თუ როგორ არ უნდა მოექცეს სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებს და კანონის წინაშე ყველამ პასუხი უნდა აგოს.
„მადლობით შემოვიფარგლები, რომ ეს ეს კომისია შეიქმნა. მინდა ვთქვა, რომ აქ არ ვზივარ შურისმაძიებელი შვილი, გაბოროტებული. ჩემი თავისთვის უფლება არ მიმიცია, რომ ეს ასე ყოფილიყო. არ ვართ შურისმაძიებლები, მაგრამ ჩვენ სიმართლის მაძიებლები ნამდვილად ვართ. ერთია, ჩვენ რა გვსურს, მეორე არის კანონი, რომელიც არეგულირებს მოქალაქეთა ქცევებს იმ სახელმწიფოში, რომელ სახელმწიფოშიც დღეს ვიმყოფებით და დღეს ამ ადამიანებმა, რომლებზეც ვისაუბრეთ, კანონის წინაშე უნდა აგონ პასუხი. ისინი უნდა იყვნენ მაგალითები, რომ ასე არ უნდა მოექცეს სახელმწიფო თავიანთ მოქალაქეებს. მე პირადად, როგორც ბესო ხარძიანს, ვერაფერი გამიბათილებს და ვერ შემივსებს იმ დანაკლისს რაზეც ვსაუბრობდით ამდენი ხნის განმავლობაში. უბრალოდ ეს უნდა იყოს დასანახავად, რომ მათ დააშავეს და უნდა დაისაჯონ“, - განაცხადა ბესო ხარძიანმა.
1747598073
სპორტიგიორგი მამარდაშვილმა „მესტალიაზე“ ბოლო მატჩი ჩაატარა
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ლა ლიგაში ჩემპიონთა ლიგის ზონაში მყოფ „ბილბაოს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. პირველი ტაიმი დაძაბულ და თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა და უგოლოდ დასრულდა. 72-ე წუთზე „ბი...
1747597010
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი მარიამ ლაშხზე მომხდარ ინციდენტზე: ეს ხალხი არის დაცლილი ყოველგვარი ზნეობისგან, სამწუხაროდ არანაირ მორალზე ამ ადამიანებთან საუბარი არ ღირს
ეს ხალხი არის დაცლილი ყოველგვარი ზნეობისგან, სამწუხაროდ არანაირ მორალზე ამ ადამიანებთან საუბარი არ ღირს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმ...
1747595087
ახალი ამბებიროგორი ამინდი იქნება 19 მაისს საქართველოში - ტემპერატურა ქალაქების მიხედვით
19 მაისს მთელი საქართველოში უმეტეს რეგიონებში წვიმიანი და ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს. ტემპერატურა ქალაქების მიხედვით: გაგრა +17 - უმეტესად ღრუბლიანი სოხუმი...
1747592334
ახალი ამბებიპრემიერი: 2.5 მლრდ დოლარის დანაზოგი მიიღო ამერიკულმა მხარემ, ჩვენი მონაწილეობით ავღანეთისა და ერაყის მისიებში, სამართლიანობა არის ერთადერთი მოთხოვნა, რასაც ჩვენ ვაყენებთ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის წინაშე
„2.5 მლრდ დოლარის დანაზოგი მიიღო ამერიკულმა მხარემ ჩვენი მონაწილეობით მხოლოდ ავღანეთისა და ერაყის მისიებში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირასთან” ი...
1747591147
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: აშშ-ის პრეზიდენტი თუ მოახერხებს „დიფ სთეითის“ შესუსტებას, ეს აუცილებლად დადებითად აისახება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, თუ ვერ შეასუსტებს, დარჩება ის სტატუს-კვო, რაც არის დღეს მოცემული
„თუ მოახერხებს აშშ-ის პრეზიდენტი „დიფ სთეითის“ შესუსტებას, ეს აუცილებლად დადებითად აისახება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე. თუ ვერ შეასუსტებს, დარჩება ის სტატუს-კვო, რაც არის დღეს მოცემული“, - ამის შეს...