გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შავი ზღვის წყლის ხარისხი და ბიომრავალფეროვნება გამოიკვლია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შავი ზღვის წყლის ხარისხისა და ბიომრავალფეროვნების კვლევა განახორციელა. სააგენტოს სპეციალისტემა, ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის (WFD) მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში, 15 წერტილში აიღეს სინჯები. ადგილზე განისაზღვრა ქიმიურ-ფიზიკური პარამეტრები, ხოლო ბიოლოგიური და ქიმიური ანალიზები განხორციელდება სააგენტოს ლაბორატორიაში, რომელიც აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს. შედეგები ლაბორატორიული კვლევების დასრულებისთანავე გამოქვეყნდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კვლევები მიზნად ისახავს ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივისა (MSFD) და წყლის ჩარჩო დირექტივის (WFD) მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოს შავი ზღვის სანაპიროსა და კონტინენტური შელფის გარემოს მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესებას. კვლევა სააგენტოში მიმდინარე პროექტის „ინოვაციური ერთობლივი სწავლება შავი ზღვის აუზში მცხოვრები თემების გარემოსადმი მეგობრული ქცევის ჩამოსაყალიბებლად“ ფარგლებში განხორციელდა.

პროექტი თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, პროგრამის „Interreg NEXT Black Sea Basin Programme“ ფარგლებში და მისი მიზანია მოქალაქეების გარემოსადმი მეგობრული ქცევის გაუმჯობესება, გარემოსდაცვითი აქტივობების განხორციელება და შავი ზღვის აუზის რეგიონებში დაბინძურების შემცირება.

აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო, შავი ზღვის წყლის ხარისხის კვლევას უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747644962

საზოგადოება

ნონა გაფრინდაშვილი 26 მაისის დარბევაზე: თემურ ლოგუას რეზინის ტყვიები მოხვდა, დაეცა, სპეცრაზმის მანქანით გადაუარეს მკერდზე, საბურავმა ყური მოაგლიჯა, უკან გადმოუარა იგივე მანქანამ - დასისხლიანებულ, მოშიშვლებულ თავის ქალაზე ფეხს აბიჯებდნენ

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქ...

ნონა გაფრინდაშვილი

1747643402

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს, ლევან წურწუმიას შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და პორტუგალიაში არსებული ურთიერთობები და თანამშრო...

პრემიერ-მინისტრი

1747642454

საზოგადოება

ნონა გაფრინდაშვილი: ჩვენ რაც გადავიტანეთ 26 მაისს, რომელიც წინასწარ მოფიქრებული, დაგეგმილი ოპერაცია იყო, მე მაგას სასაკლაოს ვუწოდებ. ბევრი აქცია ჩატარებულა 9 აპრილიდან დაწყებული და მსგავსი არცერთ აქციაზე არ ყოფილა

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე კომისიის წევრები 2011 წლის 26 მაისის დემონსტრაციის დარბევისას ადამიანის უფლებების დარღვევის უხეშ ფაქტებს განიხილავენ და ნონა გაფრინდაშვილს უსმენენ. ნონა გაფრ...

ნონა გაფრინდაშვილ

1747641335

საზოგადოება

დავით ლორთქიფანიძე 2011 წლის 26 მაისის მოვლენებზე: არასოდეს ყოფილა მოწოდება შეიარაღებული დაპირისპირებისა. ახლა რომ არის მოლოტოვის კოქტეილს თუ ისვრი, გახდები გმირი - ეს იყო მიუღებელი, არც გაგვიკეთებია

„როდესაც ხელისუფლებაში მოვიდნენ [ნაციონალური მოძრაობა], მათი გაცხადებული რეჟიმი, დღის წესრიგი იყო, რომ სამართლიანობა ყოფილიყო, ბიუჯეტი გაიზრდებოდა, უკეთეს პირობები იქნებოდა და რა მივიღეთ?! გაგახსენებთ...

დავით ლორთქიფანიძე

1747640521

ახალი ამბები

დავით ლორთქიფანიძე: სულიკო ასათიანს მარცხენა თვალი ჰქონდა გამოთხრილი, ყელი გამოგლეჯილი, ხელები დამტვრეული. მისმა მეუღლემ მითხრა, - „დენს შეიძლება ასეთი რამ გაეკეთებინაო?“ ყველამ იცის, რომ ის არც დენს მოუკლავს და არც შეტაკებაში დაღუპულა

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, პარლამენტის ყოფილი წევრი დავით ლორთქიფანიძე 2011 წლის 26 მაისს მომხდარ დარბევაზე საუბრობს. მათ შორის, იხსენებს იმ ადამიანების ისტორიას, რომლის ცხედრ...

დავით ლორთქიფანიძე