განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა რამდენიმე კანონპროექტზე იმსჯელა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა უმაღლესი, პროფესიული და ზოგადი განათლების შესახებ კანონებში ცვლილებები განიხილა.
სხდომაზე, განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ მეორე მოსმენით „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება წარადგინა, რომელიც უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სავალდებულო სწავლებას ეხება.
ცვლილების თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელმწიფოენოვან ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის სავალდებულო იქნება სახელმწიფო ენის (ორსემესტრიანი) სპეციალური კურსის გავლა.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ ღვამიჩავამ „პროფესიული განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით წარადგინა.
როგორც მომხსენებელმა განმარტა, ცვლილების თანახმად, იმ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, დიპლომთან ერთად გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ატესტატი.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, 2024-2025 სასწავლო წლიდან, ზოგადი განათლების საფეხურზე მნიშვნელოვანი რეფორმის პილოტირება დაიწყო. კერძოდ, პროფესიული პროგრამების ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ინტეგრირების მიზნით, თბილისის და რეგიონების მასშტაბით, 20 საპილოტე სკოლა შეირჩა.
„ახალი სასწავლო წლიდან დაგეგმილია, რომ პროგრამაში მონაწილე სკოლების რიცხვი 70-მდე გაიზრდება. რა თქმა უნდა, მომდევნო წლების განმავლობაში, ეს პროგრამა აქტიურად გაგრძელდება“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
მინისტრის მოადგილემ „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებზეც ისაუბრა.
მისი თქმით, ცვლილებით, ჩნდება დამატებითი შესაძლებლობა, როგორც მასწავლებლის, ასევე სპეციალური მასწავლებლის დასაქმების კუთხით. კერძოდ, იმ პირებს, რომლებსაც გავლილი აქვს მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამა და მოპოვებული აქვთ შესაბამისი სერტიფიკატი, დამატებითი გამოცდის ჩაბარების გარეშე, მასწავლებლად დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ.
აგრეთვე, კანონპროექტით დირექტორის მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა განხორციელდება არჩეული დირექტორის ან მინისტრის მიერ დანიშნული დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრაციის მომენტიდან.
წარმოდგენილი კანონპროექტებით ის პირები, რომლებიც 2024-2025 სასწავლო წელს ექსტერნატის წესით დაძლევენ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის IX კლასისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ მიღწევის დონეს და მათი ასაკი შეესაბამება ან აღემატება 2024-2025 სასწავლო წელს X კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ კატეგორიას, 2024-2025 სასწავლო წლიდან სწავლას გააგრძელებენ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის შესაბამის კლასში.
კომიტეტმა ცვლილებებს მხარი დაუჭირა.
1747850364
მსოფლიომარკო რუბიო: აშშ ვერ შეძლებს მსოფლიოში ყველა პრობლემის გადაჭრას - პრიორიტეტი ეროვნულ ინტერესებზე უნდა შენარჩუნდეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ ვეღარ შეძლებს მსოფლიოს ყველა პრობლემის გადაჭრას. „ბევრი რამ ხდება მსოფლიოში, რაც ყურადღებას იმსახურებს. უამრავი საშინელი რამ ხდება. აშშ ვერ...
1747848544
სპორტიხვიჩა კვარაცხელია - საქართველომ ყველაფერი მომცა, ვამაყობ, რომ ამ ქვეყნიდან ვარ
„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა თავდამსხმელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ „სკაი სპორტის“ იტალიურ ბიუროსთან ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ ფინალზე, საქართველოსა და იტალიის სერია A-ში ყოფილი გუნდის, „ნაპოლის“ საჩემპ...
1747847573
ახალი ამბები14 ივნისიდან სამგზავრო მატარებელი ერევანი-ბათუმი-ერევნის მიმართულებით იმოძრავებს
ერევანი - ბათუმი - ერევნის სამგზავრო მატარებელი 14 ივნისიდან განახლდება - აღნიშნული მატარებლის მიმოსვლის შესახებ სს „საქართველოს რკინიგზამ“ ხელი მოაწერა შეთანხმებას სს „სამხრეთკავკასიის რკინიგზასთან“...
1747846875
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელისუფლებები გასულები არიან თავიანთი სუვერენიტეტიდან. სამწუხაროდ, გარკვეული თანამდებობის პირები დაემსგავსნენ იმ ბოლშევიკებს, რომლებსაც 1990-იან წლებში ვუთხარით უარი
ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელისუფლებები საერთოდ გასულები არიან თავიანთი სუვერენიტეტიდან, დაკარგული აქვთ, - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ....
1747844850
საქართველომარკო რუბიომ საქართველოს შესახებ ჯო უილსონის კითხვას უპასუხა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა. ჯო უილსონი: ტრამპის ადმინისტრაციის მადლობელი ვარ მტკიცე პოზიციის გამო...