გოგა ხაინდრავა ევროპელ ბიუროკრატებზე: ეს დეპუტატები, ვინც იქ საქართველოზე ლაპარაკობენ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ „გლოვოთი“ გამოძახებული კერძები არიან. ფული აქვთ აღებული და ღმერთმა იცის რას ლაპარაკობენ

არანაირი პერსპექტივა ამ დაწესებულებას აღარ აქვს და გასაკვირიც არ არის. ეს დეპუტატები, ვინც იქ საქართველოზე ლაპარაკობენ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ „გლოვოთი“ გამოძახებული კერძები არიან. ფული აქვთ აღებული და ღმერთმა იცის რას ლაპარაკობენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ევროპელ ბიუროკრატებზე საუბრისას.
„სხვა იქ ვინ მივა, თავმოყვარე ადამიანი იქ არ დაჯდება ამის მოასამენად და მითუმეტეს ამას არ იტყვის, თუ ანგარება არ აქვს. ყველა ანგარებიანია, ვინც გამოდის და საქართველოზე აბსოლუტურ სისულელეს ლაპარაკობს. ეს უკვე სიცრუეს სცდება. თან იცის, რომ სიცრუეა და მაინც აკეთებს.
უკრაინაში მიწასთან გასწორებული ქვეყნის, ამდენი მოკლული ადამიანის, დანგრეული შენობების და დახოცილი ბავშვების ფონზე ლგბტ მარშებს მართავენ, ეს ფონ დერ ლაიენები. აბსოლუტურად ნათელია, რომ ამას მომავალი არ აქვს“, - აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.
გოგა ხაინდრავამ საქართველოს პროვოკაციაზე წამოგების მცდელობაზე და ქართველ პოლიტიკოსებზეც ისაუბრა.
„ათეულობით მილიონი დოლარი დახარჯეს ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ, პარტია შექმნეს, საკუთარი ჯიბიდან უხდიდნენ ყველას ფულს იმისთვის, რომ ციხეში არ მოხვედრილიყვნენ იმ თაღლითობაზე, რომელიც ჩადენილი აქვთ. ამ ყველაფრის შემდეგ ადგნენ და თავისი ფეხით შევიდნენ ციხეში. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ეს არის გეგმის ნაწილი, ქუჩასა და პოლიტიკაში ვერაფერი ვერ ქნეს, ამიტომ პატრონებმა უთხრეს კეთილი ინებე და შებრძანდით იქ, რომ იქნებ ამან ვნებათაღელვა გამოიწვიოს საზოგადოებაში. ყოველ შემთხვევაში იქ გამოიწვიეს.
ეს დიდხანს ვერ გასტანს, ბრიუსელმა დაამთავრა თავისი თავი, ყველა ვხედავთ ამას რა პროცესებიც მიდის შიგნით“, - აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.
1751294372
ახალი ამბებიზარქუა: ოპოზიცია შიმშილობს, რათა ოპოზიციას ხმა გააგონოს, ნონსენსია, ეს სიგიჟეა, წარმოიდგინეთ, ამათ ჰქონდათ ქვეყნის მართვაზე პრეტენზია
უკვე იმ დონეზე მივიდნენ, რომ ოპოზიცია შიმშილობს, რათა ოპოზიციას ხმა გააგონოს, ანუ, ერთმანეთს რომ გააგონონ ხმა. ეს ნონსენსია, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისი თქმი...
1751294288
საზოგადოებანათია მოდებაძე: მხოლოდ ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების პროგრამებია საკმარისი იმ მუშაობის შესაფასებლად, რომელსაც კახა კალაძე, პირადი გადაწყვეტილებებითა და მისი გუნდი დიდი ძალისხმევის შედეგად ახორციელებენ
კახა კალაძემ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური პოლიტიკის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების პრეზენტაცია წარადგინა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს წევრი ნათია მოდებაძე წერს. როგორც...
1751289905
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 30 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7227 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7236 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...
1751288883
ახალი ამბებიგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად გივი მიქანაძე დაინიშნა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად გივი მიქანაძე დაინიშნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. გივი მიქანაძე დღემდე პარლამენტის განათლებ...
1751288742
ახალი ამბებიპარლამენტის რიგგარეშე სესია 1-2 ივლისს გაიმართება
მიმდინარე კვირას პარლამენტის რიგგარეშე სესია გაიმართება. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რიგგარეშე სესიის მოწვევის თხოვნით მან საქართველოს პრეზიდენტს მიმართა. „საქართველოს პრე...