ირაკლი კირცხალია: ფაქტი ერთია, რომ „დიფ სთეითის“ ხელდასხმული პოლიტელიტა გაჩერებას არ აპირებს - მათთვის არ არსებობს არანაირი მორალური ხაზი

ფაქტი ერთია, რომ ის ბიუროკრატია, „დიფ სთეითის“ ხელდასხმული ე.წ. პოლიტელიტა გაჩერებას არ აპირებს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ იმ ქვეყნებში, რომლებსაც მოიაზრებენ თავიანთ პროქსი სახელმწიფოებად, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.

კირცხალიას თქმით, მათ აქვთ მკაფიოდ გაწერილი სცენარი და იმის მიუხედავად, რომ ჩვენი ქვეყანა მაქსიმუმს აკეთებს, რომ საკანონმდებლო სივრცით დაიცვას სახელმწიფო, ისინი მაინც ცდილობენ თავიანთი გეგმების სისრულეში მოყვანას.

„როგორც კი ეს ყველაფერი დაიწყო, 2002 წლიდან ვიწყებთ ჩვენ ათვლას ამ ბრძოლისა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, კოლოსალური თანხები შემოდიოდა და გვახსოვს ამ თანხებით დაფინანსებული ე.წ. მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები, თუ პარტიები და შეძლეს, რომ გარკვეული აღქმები გაეჩინათ ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის და დაეჯერებინათ სიცრუის დიდი ნიაღვარი. არ დაგვავიწყდეს, რომ აქ არ იყვნენ მხოლოდ ადგილობრივი აგენტები და ე.წ. პოლიტიკოსები ჩართულები, არამედ პირდაპირ დიპ. კორპუსის წარმომადგენლები, უცხო ქვეყნის პოლიტიკოსები, გახსოვთ თქვენ მიტინგები, როდესაც პირდაპირ წვავდნენ ყველაფერს.

გეგმა უცვლელია და იმდენად უსუსურია ეს გეგმა, იმდენად თვალნათელია მათი გეგმები, მოქმედების სცენარი, საზოგადოება უკვე ხედავს რასთან გვაქვს საქმე. მათთვის არ არსებობს არანაირი მორალური ხაზი, რა საზღვრებზე ვსაუბრობთ, როდესაც ყველა დეტალს, ნებისმიერ გაფაჩუნებას ცდილობენ მოარგონ თავიანთი დესტრუქციული გეგმები“, - აღნიშნა კირცხალიამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779909295

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ომანი ისე მოიქცევა, როგორც ყველა სხვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი აფეთქება მოგვიწევს

ომანი ისე მოიქცევა, როგორც ყველა სხვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი აფეთქება მოგვიწევს,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. ტრამპმა ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ჰკითხეს,...

დონალდ ტრამპ

1779905061

მსოფლიო

რუბიო: აშშ-მა და ირანმა სამშვიდობო შეთანხმებისკენ მიმავალ გზაზე გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ადასტურებს, რომ აშშ-მა და ირანმა სამშვიდობო შეთანხმებისკენ მიმავალ გზაზე „გარკვეულ პროგრესს“ მიაღწიეს. „უახლოესი საათებისა და დღეების განმავლობაში ვნახავთ, კიდევ...

რუბიო რუბიო

1779903504

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: დიასპორული პროგრამები მოერგება საქართველოს სახელმწიფოს პრიორიტეტებს და დაეფუძნება ქართული იდენტობის ფუნდამენტურ ფასეულობებს - მამული, ენა და სარწმუნოება

დიასპორული პროგრამები მოერგება საქართველოს სახელმწიფოს პრიორიტეტებს და დაეფუძნება ქართული იდენტობის ფუნდამენტურ ფასეულობებს - მამული, ენა და სარწმუნოება. ეს მიდგომა მხოლოდ სიმბოლურ დატვირთვას არ ატარე...

მაკა ბოჭორიშვილი

1779901909

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე: მედიკამენტებთან დაკავშირებით სამუშაო პროცესი მიმდინარეობს, გადაწყვეტილებებს ევროპული სახელმწიფოების პრაქტიკის გათვალისწინებით ველოდებით

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის მკურნალობასა და ახალი მედიკამენტების შემოტანის საკითხებზე ისაუბრა. მინისტრმა ხაზი გაუსვა პროცესში სწორი მოლოდინების შექმნისა და მხარეებს შორის ურთიერთობ...

მიხეილ სარჯველაძე

1779901691

საზოგადოება

„გადაგვიღეს და თავისთვის გამოიყენეს ეს კადრები“ - მარიამ კირვალიძე, რომელიც აქციის მონაწილედ გამოაცხადეს, ამბობს, რომ მოდელია და გადაღებაზე იმყოფებოდა

სოციალურ ქსელში და კონკრეტული მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია და ფოტოები, თითქოს ახალდაქორწინებული წყვილი 26 მაისს გამართულ აქციაზე მივიდა. მარიამ კირვალიძე, რომელიც აქციის მონაწილედ გამოაცხადე...

მარიამ კირვალიძე