ირაკლი კირცხალია უკრაინასთან ურთიერთობაზე: პირადად მე, ჩვენ გუნდს და საზოგადოებას ძალიან კარგად გვახსოვს ის ნაბიჯები, რომელი ნაბიჯებიც გადაიდგა მათი მხრიდან

პირადად მე, ჩვენ გუნდს და საზოგადოებას ძალიან კარგად გვახსოვს ის ნაბიჯები, რომელი ნაბიჯებიც გადაიდგა მათი მხრიდან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ უკრაინასთან ურთიერთობებზე საუბრისას.

კირცხალიას თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის ერიდობოდა და მოერიდება ბევრ საუბარს ომში მყოფ ქვეყანაზე, მაგრამ არის მშრალი ფაქტები.

„გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენ რა კონკრეტულ ნაბიჯებს ველოდებით, ნამდვილად არ ვიცით. პირადად მე, ჩვენ გუნდს და საზოგადოებას ძალიან კარგად გვახსოვს ის ნაბიჯები, რომელი ნაბიჯებიც გადაიდგა მათი მხრიდან. სრულიად გაუგებარი ნაბიჯები. თუნდაც, ბატონი ზელენსკის მხრიდან. ჩვენ ყოველთვის ვერიდობოდით, ვერიდებით და მოვერიდებით ბევრ საუბარს ომში მყოფ ქვეყანაზე, მაგრამ არის მშრალი ფაქტები. მშრალი, შეურაცხმყოფელი ფაქტები ჩვენი ქვეყნის მიმართ. სრულიად დაუმსახურებელი ქმედებები, ელჩის გაწვევა სრულიად უდროოდ, მიტინგებზე ჩართვა, მოწოდებები უმაღლესი თანამდებობის პირებისგან.

რომ ვთქვა ეს დაგვავიწყდა ვინმეს, ან ჩვენ ან საზოგადოებას, პირველ რიგში ჩვენი თავი უნდა მოვატყუოთ და გამორიცხულია. შემდეგ საზოგადოება.

ერთადერთი, ყოველთვის არსებობს გზა. ჩვენ როდესაც სხვადასხვა ქვეყანასთან ვსაუბრობთ ურთიერთობების გადატვირთვასა და ახალ ფურცელზე, ჩვენი მხრიდან ეს არ არის ცარიელი სიტყვები. ევროკავშირიდან და ბრიუსელიდან რა შეურაცხყოფაც ჩვენ მიღებული გვაქვს, რა თავდასხმაც გვაქვს მოგერიებული, პირდაპირ ომის საფრთხის წინაშე რომ ვიყავით დაყენებული, მათ შორის უკრაინის მაღალჩინოსნები იყვნენ ამ მოწოდებებში ჩართული, როდესაც ამ ყველაფრის შემდეგ ვამბობთ, მზად ვართ პოლიტიკა ახალი ფურცლიდან [დავიწყოთ], ამ ახალ ფურცელს თავისი წინაპირობები აქვს როგორც მათი მხრიდან, ასევე ჩვენი მხრიდან. პირველ რიგში, ჩვენი მხრიდან, რომ ისევ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, თუ ნებისმიერი მხარის მხრიდან გააზრებული იქნება, რომ გავიგეთ, მოდით ახლა, რაც იყო იყო, ამას პირობითად დავანებოთ თავი, არ გავიხსენოთ არცერთმა და მოდით დღეს გადავდგათ ის ნაბიჯები, რომელი ნაბიჯებიც ღირსეულია თქვენი ქვეყნისთვის, ემსახურება თქვენი ქვეყნის და ჩვენი ქვეყნების საერთო ინტერესებს, ემსახრება იმ ეკონომიკურ სტაბილურობას, რომელი ეკონომიკური სტაბილურობაც უნდა იყოს ჩვენს რეგიონში, რომელიც ემსახურება თქვენს კიდევ უფრო გაძლიერებას, რითი დაგეხმაროთ, რომ ეს მნიშვნელოვანი გზა, ეს ხაზი, რასაც შუა დერეფანი ჰქვია, იყოს გაძლიერებული, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ. მზად ვართ მათი მხრიდან იმ ყველაფრის გადააზრების, თუ რა გამოვიარეთ და შემდეგ ამ ყველაფერის ახალი ფურცლიდან და თვისობრივად ახალ ურთიერთობაზე გადასვლის. ამას წლებია ვამბობთ. იგივე შემიძლია გავიმეორო ბატონი ზელენსკის მიმართ“, - აღნიშნა მან.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779909295

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ომანი ისე მოიქცევა, როგორც ყველა სხვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი აფეთქება მოგვიწევს

ომანი ისე მოიქცევა, როგორც ყველა სხვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი აფეთქება მოგვიწევს,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. ტრამპმა ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ჰკითხეს,...

დონალდ ტრამპ

1779905061

მსოფლიო

რუბიო: აშშ-მა და ირანმა სამშვიდობო შეთანხმებისკენ მიმავალ გზაზე გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ადასტურებს, რომ აშშ-მა და ირანმა სამშვიდობო შეთანხმებისკენ მიმავალ გზაზე „გარკვეულ პროგრესს“ მიაღწიეს. „უახლოესი საათებისა და დღეების განმავლობაში ვნახავთ, კიდევ...

რუბიო რუბიო

1779903504

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: დიასპორული პროგრამები მოერგება საქართველოს სახელმწიფოს პრიორიტეტებს და დაეფუძნება ქართული იდენტობის ფუნდამენტურ ფასეულობებს - მამული, ენა და სარწმუნოება

დიასპორული პროგრამები მოერგება საქართველოს სახელმწიფოს პრიორიტეტებს და დაეფუძნება ქართული იდენტობის ფუნდამენტურ ფასეულობებს - მამული, ენა და სარწმუნოება. ეს მიდგომა მხოლოდ სიმბოლურ დატვირთვას არ ატარე...

მაკა ბოჭორიშვილი

1779901909

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე: მედიკამენტებთან დაკავშირებით სამუშაო პროცესი მიმდინარეობს, გადაწყვეტილებებს ევროპული სახელმწიფოების პრაქტიკის გათვალისწინებით ველოდებით

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის მკურნალობასა და ახალი მედიკამენტების შემოტანის საკითხებზე ისაუბრა. მინისტრმა ხაზი გაუსვა პროცესში სწორი მოლოდინების შექმნისა და მხარეებს შორის ურთიერთობ...

მიხეილ სარჯველაძე

1779901691

საზოგადოება

„გადაგვიღეს და თავისთვის გამოიყენეს ეს კადრები“ - მარიამ კირვალიძე, რომელიც აქციის მონაწილედ გამოაცხადეს, ამბობს, რომ მოდელია და გადაღებაზე იმყოფებოდა

სოციალურ ქსელში და კონკრეტული მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია და ფოტოები, თითქოს ახალდაქორწინებული წყვილი 26 მაისს გამართულ აქციაზე მივიდა. მარიამ კირვალიძე, რომელიც აქციის მონაწილედ გამოაცხადე...

მარიამ კირვალიძე