ირაკლი კირცხალია კანდელაკის „კვლევაზე“: მიზანი რა არის, ძალიან მარტივია. მიზანია ყველა მხრივ, ყველა საშუალებით ქვეყნის გარედან ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაზიანება თანამედროვე ორჯონიკიძეების მხრიდან
მიზანია ყველა მხრივ, ყველა საშუალებით ქვეყნის გარედან ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაზიანება თანამედროვე ორჯონიკიძეების მხრიდან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ გიორგი კანდელაკის „კვლევაზე“, სადაც წერია, რომ თბილისი ირანის მიერ აგენტების გადაბირებისა და ტერორისტული ოპერაციების ნაყოფიერ ნიადაგად იქცა.
კირცხალიას თქმით, ყველა აბსურდულ განცხადებაში, ყველა აბსურდულ „კვლევაში“ ამ ადამიანის სახელი და გვარი ისახება.
„მიზანი რა არის, ძალიან მარტივია. მიზანია ყველა მხრივ, ყველა საშუალებით ქვეყნის გარედან ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაზიანება თანამედროვე ორჯონიკიძეების მხრიდან. კანდელაკზე როდესაც ვსაუბრობთ, მისი ისტორიაც ხელის გულზე დევს, თუ რას აკეთებდა და როგორ იქცეოდა. გვახსოვს, ჩვენი გუნდის წევრები იხსენებდნენ, ეუბნებოდნენ ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის წარმომადგენლები, რომ თურმე აგვაწიოკაო. კაბინეტ-კაბინეტ დარბოდა უვიზო რეჟიმი როდესაც უნდა შემოსულიყო ჩვენს ქვეყანაში, როგორ ბედავთ ამ ყველაფერს, ამას ხომ „ქართული ოცნება“ მიიწერს და ჩვენს ქვეყანას როგორმე ეს ბენეფიტი არ მისცეთო. ამით დაიწყო ამ ბავშვმა თავის დროზე თავისი მოღალატეობრივი მოღვაწეობა. შემდეგ ალბათ შეამჩნია იმ ბიუროკრატიამ, პოლიტიკოსებმა, რომ ამ ყველაზე ბინძურ ღალატში გამოდგებოდა და ალბათ მაგ დროიდან დაიტოვეს კონტრაქტზე. ყველა აბსურდულ განცხადებაში, ყველა აბსურდულ „კვლევაში“ გვესახება ამ ადამიანის სახელი და გვარი“, - აღნიშნა მან.
კირცხალიას თქმითვე, კანდელაკი ის ადამიანია, ვისაც საფრანგეთის საელჩომ „გრანტების შესახებ“ კანონის მიღებისას ტურისტული ბილიკების დაკვალვისთვის მის არასამთავრობო ორგანიზაციას გრანტი გამოუყო.
„ალბათ ამ დაკვალვის დროს თავში მოსდის ხოლმე განსაკუთრებით ბინძური და სრულიად აბსურდული ცილისწამება თავისი ქვეყნის წინააღმდეგ. არამხოლოდ კანდელაკი, ავიღოთ ხიდაშელი [თინა], საბანაძე [ნატალია], რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში კონგრესში იჯდა“, - განაცხადა მან.
1779909295
მსოფლიოდონალდ ტრამპი: ომანი ისე მოიქცევა, როგორც ყველა სხვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი აფეთქება მოგვიწევს
ომანი ისე მოიქცევა, როგორც ყველა სხვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი აფეთქება მოგვიწევს,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. ტრამპმა ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ჰკითხეს,...
1779905061
მსოფლიორუბიო: აშშ-მა და ირანმა სამშვიდობო შეთანხმებისკენ მიმავალ გზაზე გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ადასტურებს, რომ აშშ-მა და ირანმა სამშვიდობო შეთანხმებისკენ მიმავალ გზაზე „გარკვეულ პროგრესს“ მიაღწიეს. „უახლოესი საათებისა და დღეების განმავლობაში ვნახავთ, კიდევ...
1779903504
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: დიასპორული პროგრამები მოერგება საქართველოს სახელმწიფოს პრიორიტეტებს და დაეფუძნება ქართული იდენტობის ფუნდამენტურ ფასეულობებს - მამული, ენა და სარწმუნოება
დიასპორული პროგრამები მოერგება საქართველოს სახელმწიფოს პრიორიტეტებს და დაეფუძნება ქართული იდენტობის ფუნდამენტურ ფასეულობებს - მამული, ენა და სარწმუნოება. ეს მიდგომა მხოლოდ სიმბოლურ დატვირთვას არ ატარე...
1779901909
საზოგადოებამიხეილ სარჯველაძე: მედიკამენტებთან დაკავშირებით სამუშაო პროცესი მიმდინარეობს, გადაწყვეტილებებს ევროპული სახელმწიფოების პრაქტიკის გათვალისწინებით ველოდებით
ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის მკურნალობასა და ახალი მედიკამენტების შემოტანის საკითხებზე ისაუბრა. მინისტრმა ხაზი გაუსვა პროცესში სწორი მოლოდინების შექმნისა და მხარეებს შორის ურთიერთობ...
1779901691
საზოგადოება„გადაგვიღეს და თავისთვის გამოიყენეს ეს კადრები“ - მარიამ კირვალიძე, რომელიც აქციის მონაწილედ გამოაცხადეს, ამბობს, რომ მოდელია და გადაღებაზე იმყოფებოდა
სოციალურ ქსელში და კონკრეტული მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია და ფოტოები, თითქოს ახალდაქორწინებული წყვილი 26 მაისს გამართულ აქციაზე მივიდა. მარიამ კირვალიძე, რომელიც აქციის მონაწილედ გამოაცხადე...



























