ირაკლი რუხაძე: გიორგი თარგამაძე იყო საკმაოდ ძლევამოსილი ადამიანი იმ ამბავში, რომ ბადრიზე ჰქონდა პირდაპირ წვდომა, არ იყო გენერალური დირექტორი, მაგრამ იყო გენერალურ დირექტორზე ბევრად უფრო ძლიერი

„ბადრი [პატარკაციშვილი] სულ „იმედთან“ იჯდა. რომ ველაპარაკებოდი „ბორჯომზე“, რაღაც სხვა საქმეებზე, ორი ტელევიზორი ჰქონდა - ერთში „რუსთავი 2“ იყო ჩართული, მეორეში „იმედი“. უცებ გაგაჩერებდა, წავიდოდა, ახლოს მივიდოდა, აიღებდა ტელეფონს გიორგის [თარგამაძეს] დაურეკავდა, რაღაცას ელაპარაკებოდა. ასე იყო ჩართული ყოველდღიურად „იმედის“ ცხოვრებაში, ამიტომ გიორგის და ბადრის ჰქონდათ აბსოლუტურად პირდაპირი კონტაქტი და გიორგი იყო რთულად სამართავი“, - განაცხადა ირაკლი რუხაძემ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

„რა თქმა უნდა, ვცდილობდი, რომ გიორგი მემართა, იმიტომ, რომ ფული მე უნდა მიმეცა ბოლოს და ბოლოს. მერე გარბოდა ბადრისთან. იყო კომიკური სიტუაციები - ბადრი ჩემგან ჩუმად აძლევდა თავის ფულს, ცალკე ფულს, მე რომ არ გამეგო. გიორგი იყო საკმაოდ ძლევამოსილი ადამიანი. არ იყო გენერალური დირექტორი, მაგრამ იყო გენერალურ დირექტორზე ბევრად უფრო ძლიერი. ეს თავისთავად არასწორია, რა თქმა უნდა, მაგრამ ასე იმართებოდა „იმედი“. მეც მქონდა ძალა და ამიტომ ჩემი და გიორგის ჭიდილი იყო სულ. ეს ჭიდილი ხდებოდა ბადრის დონეზე. მერე მე ბადრის ვუმტკიცებდი რაღაცას, რომ ეს არის არასწორი, არ შეიძლება ამის კეთება და ნელ-ნელა გადმომყავდა „ნიუს კორპი“ ჩემს მხარეს. ამიტომ რაღაც ამბავში ბედნიერი ვიყავი, თითქოს მოვილაპარაკეთ მე, ბადრიმ და „ნიუს კორპმა“, რომ გიორგის სადღაც ვუშვებდით სტაჟირებაზე რაღაც ქვეყანაში, „ნიუს კორპის“ რომელიღაც ოფისში. მაგრამ ფუნდამენტურად უძლიერესი ადამიანი იყო იმ ამბავში, რომ ბადრიზე ჰქონდა პირდაპირ წვდომა და ბადრი იყო მისი უშუალო უფროსი, ამიტომ რთულად სამართავი იყო ჩემთვის, საერთოდ თუ იყო რამენაირად მართული“, - განაცხადა რუხაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747837380

საზოგადოება

საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო მინისტრს თეა ახვლედიანს მოუსმინეს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თეა ახვლედიანს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის სხდომაზე მოუს...

თეა ახვლედიან

1747837335

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი მარტა კოსის განცხადებაზე: შეგვიძლია გავიხსენოთ წაგებული არჩევნების შემდეგ ევრო ბიუროკრატები აქ დელეგაციებს აგზავნიდნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან და პირდაპირ უერთდებოდნენ ანტისამთავრობო აქციებს

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. ამასთ...

ლევან მაჭავარიანი

1747835078

ახალი ამბები

შიდა ქართლში საკვებისმიერი ბოტულიზმის შემთხვევა გამოვლინდა

20 მაისს, სურსათის ეროვნულ სააგენტოში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან შიდა ქართლში საკვებისმიერი ბოტულიზმით დაავადების შემთხვევის გამოვლენის შესახებ შეტყობინებ...

ბოტულიზმის შემთხვევა

1747834664

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: მრისხანე გედევან ფოფხაძე თურმე რადიკალიზაციასა და მსხვერპლზე საუბრობს, სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა და არავის არ მისცემს დესტრუქციის უფლებას

„სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა და არავის არ მისცემს იმ პროვოკაციისა და დესტრუქციის უფლებას, რასაც ეს მავნებლები გეგმავენ 26 მაისს“ - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების თავმჯდომარის პირველმა მოადგ...

ირაკლი კირცხალია

1747833642

ახალი ამბები

პაატა კვიჟინაძე: ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლებით, საქართველო ერთ-ერთი საუკეთესოა ევროკავშირის წევრ, ევროკავშირის კანდიდატ თუ სხვა ქვეყნებს შორის

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მოამზადა ანალიზი, რამდენიმე დღის წინ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ 2025 წლის გაზაფხულის ეკონომიკურ პროგნოზებზე: ევროკავშირის, კანდიდატ და სხვა ქვეყნებისათვი...

პაატა კვიჟინაძე