ლევან კოჭლოშვილი: ეს წერილი უნიჭო მცდელობაა, რომ ქართველი ხალხისგან პოლიტიკურ მოუსავლეთში მოსროლილ ოპოზიციას როგორმე სული შთაბერონ, ქვეყანას წაართვან სუვერენიტეტი, საქართველო ჩართონ ომში - ამას ვერასდროს ვერ ეღირსებით

17 ქვეყნის აგენტურისგან მკვდრადშობილი, ღირსებისგან დაცლილი წერილი, რომელიც სრულ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს სუვერენიტეტთან, ეროვნულ ინტერესებთან, ქართველი ხალხის ღირსებასთან და ნებასთან, - წერს „ხალხის ძალის” წევრი, ლევან კოჭლოშვილი სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის წერილი უნიჭო მცდელობაა, რომ ქართველი ხალხისგან პოლიტიკურ მოუსავლეთში მოსროლილ ოპოზიციას როგორმე სული შთაბერონ, ქვეყანას წაართვან სუვერენიტეტი და საქართველო ჩართონ ომში, თუმცა ამას ვერ ეღირსებიან.

„17 ქვეყნის აგენტურისგან მკვდრადშობილი, ღირსებისგან დაცლილი წერილი, რომელიც სრულ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს სუვერენიტეტთან, ეროვნულ ინტერესებთან, ქართველი ხალხის ღირსებასთან და ნებასთან.

საქართველოს მოსახლეობამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პოლიტიკური ტყვია ესროლა ევროპელ ლიბერალ ფაშისტ ბიუროკრატებს და საბოლოოდ განწირულ მათ შიდა აგენტურას, ე.წ. ოპოზიციას.

ქართველი ხალხისგან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე იმდენად აქვთ მოლოდინი მეორე პოლიტიკური ტყვიის მიღების, რომ ქვეყნის შიდა მტერი ნაცმოძრაობა ვეღარც კი ბედავს არჩევნებში მონაწილეობას.

ეს წერილი უნიჭო მცდელობაა, რომ ქართველი ხალხისგან პოლიტიკურ მოუსავლეთში მოსროლილ ოპოზიციას როგორმე სული შთაბერონ, ქვეყანას წაართვან სუვერენიტეტი, საქართველო ჩართონ ომში და მშვიდობის ერთადერთი პლაცდარმი და გარანტი როგორმე გახვიონ შავ კვამლში.

ამას ვერასდროს ვერ ეღირსებით. სულ ცოტა დარჩა თქვენი აგენტურის საბოლოოდ აკრძალვის, პოლიტიკურ სანაგვეზე მოსროლის და ქართული პოლიტიკიდან პოლიტიკური მეტასტაზების გაქრობის.

ისღა დაგრჩენიათ თქვენებურად აღშფოთდეთ და ქართული ნიურნბერგის პროცესისადმი მხოლოდ შეშფოთებით შემოიფარგლოთ. ამ გარდაუვალ და შეუქცევად პროცესს თქვენი მკვდრადშობილი წერილებით ვერასდროს წინ ვერ აღუდგებით! იცით რატომ? სიმართლე ჩვენ მხარესაა. ჩვენი საქმეებით ვემსახურებით ღმერთს, სამშობლოსა და ადამიანს”, - წერს ლევან კოჭლოშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752425146

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ტრაგედიაა ის, რაც ხდება. როდესაც ასეთი დონის ინსტიტუციის რეზოლუციაში შედის ჩანაწერები, რომელსაც სიმართლესთან და რეალობასთან კავშირი არ აქვს

 ტრაგედიაა ის, რაც ხდება. როდესაც ასეთი დონის ინსტიტუციის რეზოლუციაში შედის ჩანაწერები, რომელსაც სიმართლესთან და რეალობასთან კავშირი არ აქვს, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის საგარეო...

ნიკოლოზ სამხარაძე

1752422641

მსოფლიო

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნატოს პრობლემა მოაგვარა და წევრი ქვეყნები ახლა მშპ-ის 5%-ს გადაიხდიან - ჩვენ ნამდვილად არ გვქონდა ძლიერი პოზიცია ბაიდენის შემთხვევაში, მან არ იცოდა, სად იყო

 აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გასულ კვირაში ნატოს პრობლემა მოაგვარა და ახლა წევრი ქვეყნები მშპ-ის 5%-ს გადაიხდიან. ამის შესახებ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თ...

დონალდ ტრამპი

1752422501

სპორტი

საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელ გოგონათა ნაკრებმა ევრობასკეტის C დივიზიონი მეხუთე ადგილზე დაასრულა

საქართველოს 16 წლამდე კალათბურთელ გოგონათა ნაკრებმა ევრობასკეტის C დივიზიონის მეხუთე ადგილისთვის მატჩში კოსოვო 81:67 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების რიგებში შეხვედრაში საუკეთესო 24 ქულით ანა მესტუმრიშ...

კალათბურთელები

1752417533

სპორტი

„სარაევოს“ თავდამსხმელის, გიორგი გულიაშვილის მიმართ ინტერესი MLS-ის კლუბმა გამოიჩინა

„სარაევოს“ გიორგი გულიაშვილის ტრანსფერში 3.7 მილიონ დოლარს სთავაზობენ და შესაძლოა, კლუბი ტრანსფერს დათანხმდეს, - ინფორმაციას ბოსნიური გამოცემა Faktor-ი ავრცელებს. „შესაძლოა, „სარაევომ“ ზაფხულის სატრან...

გიორგი გულიაშვილი

1752414473

ახალი ამბები

„ბათუმი მოლში“ ევაკუაცია გამოცხადდა

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, „ბათუმი მოლში” ევაკუაცია გამოცხადდა. როგორც  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული სპეციალური ღონისძიებები ტარდება. „საფრთხ...

ბათუმი მოლი