პაპუაშვილი: რწმენის, სახელმწიფოს და ეროვნული სიმბოლოს გამთლიანება არის პატრიარქის ეპოქის მთავარი მემკვიდრეობა - მისი ღვაწლი იქნება არამხოლოდ წარსულის ნაწილი, არამედ თანამდევი ჩვენი სახელმწიფოსი, ეკლესიის და საზოგადოებრივი ცნობიერების
საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებმა, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარული სესიის დაწყებისას აღნიშნა, პატრიარქის სახელი განუყოფლად არის დაკავშირებული თანამედროვე საქართველოს სულიერ და სახელმწიფოებრივ აღორძინებასთან.
„ჩვენ წინა სასესიო კვირას პლენარული სხდომები შევწყვიტეთ კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო, რაც იყო დიდი მწუხარება ჩვენი ერის, ჩვენი სახელმწიფოსთვის და ბევრისთვის, არამხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ მივიღეთ ბევრი სამძიმრის წერილი, სხვადასხვა ქვეყნიდან, ჩვენი მეგობრებიდან, დიასპორიდან. ყველა, ვისაც საქართველოსთან ჰქონდა კავშირი ბოლო 50 წლის განმავლობაში, იყო თანაზიარი ამ მწუხარებისა.
რა თქმა უნდა, დღესაც პატივს მივაგებთ ადამიანს, რომლის სახელიც განუყოფლად არის დაკავშირებული თანამედროვე საქართველოს სულიერ და სახელმწიფოებრივ აღორძინებასთან. მისი მოღვაწეობა ცდება ეკლესიის ფარგლებს და წარმოადგენს სახელმწიფოებრიობის განმტკიცების ერთ-ერთ მთავარ განმაპირობებელს.სწორედ მის ღვაწლს და შრომას უკავშირდება სამი გარდამტეხი მოვლენა: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის საბოლოო, საყოველთაო და რაც მთავარია, ღირსეული აღიარება, რომელიც იქცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მახარობლად; სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების, კონკორდატის ხელმოწერა, რამაც ქართულ სახელმწიფოს და ქართულ ეკლესიას შორის ურთიერთობას კონსტიტუციური რანგი მიანიჭა; ხუთჯვრიანი დროშის სახელმწიფო სიმბოლოდ აღდგენა, რაც ჩვენი ისტორიული იდენტობისა და სულიერი ერთობის გამოხატულება იყო. სწორედ აქ, 1999 წლის 27 აპრილს, ამ დარბაზში, ამ ტრიბუნიდან კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიმართა პარლამენტს და ხმამაღლა მოუწოდა, რომ აღდგენილიყო ისტორიული დროშა, რაც საბოლოოდ განხორციელდა კიდეც. ეს სამი აქტი: რწმენის, სახელმწიფოს და ეროვნული სიმბოლოს გამთლიანება არის სწორედ პატრიარქის ეპოქის მთავარი მემკვიდრეობა და ამიტომ მისი ღვაწლი იქნება არამხოლოდ წარსულის ნაწილი, არამედ იქნება თანამდევი ჩვენი სახელმწიფოსი, ჩვენი ეკლესიის და ჩვენი საზოგადოებრივი ცნობიერების.გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ხსოვნას. საუკუნოდ იყოს მისი ხსენება“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
1774953801
ახალი ამბებისურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ნახევარფაბრიკატების არალეგალური საწარმო გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური ინსპექტირების შედეგად ნახევარფაბრიკატების საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტ...
1774953729
ახალი ამბებიპროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატუ...
1774953616
ახალი ამბებივოლსკი კობახიძე-რუბიოს სატელეფონო საუბარზე: ეს ზარი არ არის ჩვეულებრივი, ყოველდღიური მოვლენა, რუბიო არის სახელმწიფო მდივანი, რომელსაც სახელმწიფოს სახელით აქვს ლაპარაკის უფლებამოსილება
„ეს ზარი არ არის ჩვეულებრივი, ყოველდღიური მოვლენა. რუბიო არის სახელმწიფო მდივანი, რომელსაც სახელმწიფოს სახელით აქვს ლაპარაკის უფლებამოსილება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირვე...
1774953573
ახალი ამბებიარჩილ ბერიძე: ღმერთი, სამშობლო, ადამიანი - ბრძანა პატრიარქმა, ეს არის ის ღირებულებითი სამეული, რომელსაც ემყარება ჩვენი პოლიტიკაც
„პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, სამგლოვიარო დღეებში, ვიხილეთ ჩვენი საზოგადოების ნამდვილი სახე. ვიხილეთ არა მხოლოდ გლოვა, არამედ ერთობა, თანაგრძნობა და ერთმანეთისადმი პატივისცემა. მინდა გამოვყო სხვად...
1774952813
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: 17-22 მარტის მოვლენებმა პასუხი გასცა ყველა უსამართლო რეზოლუციას და თქვა, რომ ქართველი ხალხი ცალ ფეხზე დგომით არ დაელოდება არსად გაწევრიანებას
„პატრიარქი იყო რწმენის, ოჯახური ღირებულებების, მშვიდობის და ქვეყნის სუვერენიტეტის დამცველი“, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომა...




























