სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შექმნასთან დაკავშირებულ კანონს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა და უკვე ძალაშია
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერა. შესაბამისად, კანონი უკვე ამოქმედებულია.
კანონის თანახმად, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია განახორციელებს.
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას მამუკა მდინარაძე დაიკავებს. შესაბამის ბრძანებას პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელს სავარაუდოდ ხვალ მოაწერს. მდინარაძე ასევე ვიცე-პრემიერის პოსტს დაიკავებს.
პარლამენტმა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებები დღეს დაამტკიცა. ცვლილებას მხარი 84 დეპუტატმა დაუჭირა, 10 წინააღმდეგი წავიდა.
1777475605
საზოგადოებამიხეილ სარჯველაძე: ვმუშაობთ და გვჭირდება მკურნალობის ეფექტიანობის მუდმივად განვითარება. კარგი იქნება, რომ ეს მუშაობა ხორციელდებოდეს ყველა მშობლის ჩართულობით, მათთვის სამინისტროს კარი არასდროს დაგვიხურავს და მომავალშიც იქნება ღია
მნიშვნელოვანია გავარჩიოთ სიმართლე და გადაწყვეტილებები მივიღოთ, რომელიც იქნება სწორი. აბა დავფიქრდეთ, რა იქნებოდა, თუკი მივიღებდით გადაწყვეტილებას 3.2 მილიონ დოლარად ღირებულ მედიკამენტთან დაკავშირებით...
1777474758
საზოგადოებაპარლამენტმა „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით წარადგინა. ც...
1777474618
საზოგადოებამიხეილ სარჯველაძე: საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში - კერძოშიც, საჯაროშიც ონკოლოგიის მიმართულებით ყველაფერი იდეალურად ნამდვილად არ არის, მაგრამ სისტემა ნამდვილად ვითარდება - კარგად და მაღალი ტემპით
საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიურ პაციენტებს უფინანსდებათ არა მხოლოდ ქიმიო-ჰორმონოთერაპია საჭირო მედიკამენტებით და სხივური თერაპია, ასევე - ზემოაღნიშნულ პროცედურებთან დაკა...
1777473028
საზოგადოებაპარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის თანახმად, საჯარო მოსამსახურეებს შესაძლებლობა მიეცემათ, შეთავსებით განახორციელონ ექსპერტული საქმიანობ...
1777472726
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: მინდა, გეკა გელაძეს მივულოცო სუსის უფროსის თანამდებობის დაკავება, მისი მინისტრობის დროს უამრავი ცვლილება განხორციელდა შსს-ში
მინდა, გეკა გელაძეს მივულოცო სუსის უფროსის თანამდებობის დაკავება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსად გეკა გელაძის წარდგენისას. როგორც მთავრო...



























