მიხეილ ყაველაშვილი: თურქეთი საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია - ვიმსჯელეთ თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეიძლება, ორმხრივი ვაჭრობის განვითარების კუთხით, არსებული პოტენციალის კიდევ უფრო უკეთ ასათვისებლად

„თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ რეგიონული, სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო-ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად გამართული ბრიფინგის დროს განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია საქართველოდან პროდუქციის ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობა, რათა ორივე მხარისთვის თანაბარი სარგებლის მომტანი იყოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.

„მოგეხსენებათ, თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. სწორედ ამის გათვალისწინებით, ჩვენ ვიმსჯელეთ იმაზე, თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეიძლება, ორმხრივი ვაჭრობის განვითარების კუთხით, არსებული პოტენციალის კიდევ უფრო უკეთ ასათვისებლად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოდან პროდუქციის ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობა, რათა ორივე მხარისთვის თანაბარი სარგებლის მომტანი იყოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, შეხვედრაზე ყურადღება შუა დერეფნის კონცეფციაზე და ჩვენი ქვეყნებისათვის მის მნიშვნელობაზე გამახვილდა.

„ჩვენ აგრეთვე, ყურადღება გავამახვილეთ შუა დერეფნის კონცეფციაზე და მის მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნებისათვის. აღინიშნა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, ბუნებრივი აირის სამხრეთ დერეფნის პროექტების მნიშვნელობა, რომლებიც ჩვენი ქვეყნების როლსა და ფუნქციას ახალ განზომილებას სძენს მსოფლიო გეოპოლიტიკურ არეალში. გარდა ამისა, განვიხილეთ თანამშრომლობის პერსპექტივები კულტურის, განათლების და ხალხთა შორის კავშირების მიმართულებით“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

დასასრულს საქართველოს პრეზიდენტმა თურქ კოლეგას გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

„შეჯამების სახით, მინდა გითხრათ, რომ დღევანდელმა შეხვედრამ დაადასტურა, თუ რაოდენ ძლიერია ჩვენი პოლიტიკური ნება, გავაღრმაოთ სტრატეგიული პარტნიორობა და მივაღწიოთ კონკრეტულ შედეგებს ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ მადლიერებას გულთბილი მასპინძლობისთვის“,- განაცხადა ყაველაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755094819

საზოგადოება

ვოლსკი: ქვეყანა ვიზალიბერალიზაციას არ დაკარგავს, ყველა სტანდარტი, ოფიციალური ინფორმაცია, შეჯამება არის იმ ლოგიკისა და რეალობის მხარეს, რომელიც საქართველოში არსებობს

დღეს ევრობიუროკრატიის, ცალკეული ქვეყნების ინტერესია, რომ რუსეთის აგრესიული სამხედრო შესაძლო შეტევის დივერსიფიცირება მოხდეს, მათ შორის სამხრეთ კავკასიის მიმართულებით, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმ...

გიორგი ვოლსკი

1755094506

საზოგადოება

პაატა სალია: მიმდინარე წლის განმავლობაში სამი ახალი იუსტიციის სახლის გახსნა იგეგმება. პირველ რიგში ეს არის გლდანში არსებული იუსტიციის სახლი, რომლის მშენებლობა მალე დასრულდება

უახლოეს მომავალში იუსტიციის სახლის ფილიალები გაიხსნება გლდანში, მცხეთაში, ხელვაჩაურში, ზოტში, ჭალაში, ტოლებსა და ახმეტაში. როგორც იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ განაცხადა, სერვისების ხელმისაწვდომობ...

პაატა სალია

1755093299

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი: ყველა კარგად ხედავს, რომ ჩვენს რეგიონს ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს

„ყველა კარგად ხედავს, რომ ჩვენს რეგიონს აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობები, პოლიტიკურ სიმყარეს მოსდევს ეკონომიკური სიმყარე და ხალხის კეთილდღეობა“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილ...

მიხეილ ყაველაშვილი

1755091803

მსოფლიო

თურქული მედია ზელენსკის კორუფციული საქმიანობის შესახებ გამოძიების შედეგებს აქვეყნებს - „სინათლეს ვერ გაექცევი... საჯაროს ვხდით ფარულ ანგარიშგებას: ზელენსკის კვალი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიდის!“

თურქული მედია აქვეყნებს კონკრეტულ ანგარიშებს და დიდი გამოძიების შედეგებს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის კორუფციული საქმიანობის შესახებ. ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა, რომ ზელენსკის ახლო გა...

ზოგადი

1755090530

საზოგადოება

1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7226 ლარი გახდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.7226 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6942 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...

ლარის კურსი, ვალუტა